Tag: ირანი

  • საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი მაქვს გამოიძებნება ოქროს შუალედი–ამირან გამყრელიძე

    საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი მაქვს გამოიძებნება ოქროს შუალედი–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან და ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით ჩატარდება აღდგომის წირვა-ლოცვა.

    „მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია რომ უფრო სწრაფი ზრდა იყოს. ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ არ დავიცავთ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, მათგან 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი ინება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ იქნება დანაკარგები. ამიტომ ყველაფერს ამას უნდა ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას რომ დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი სუფრები და შევიკავოთ თავი ბევრი სხვა რელიგიური და არარელიგიური ღონისძიებებისგან. ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალ რეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში. ის მხოლოდ ხელს უწყობს ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას. ამიტომ ეს ორი კვირა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა გავითავისოთ როგორ მოვიქცევით ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ თავს ავარიდებთ დიდ ყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სხვაგან. კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ის ოქროს შუალედი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

     

  • ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საპატრიარქოში მივიდნენ

    ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საპატრიარქოში მივიდნენ

    საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ.

    მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება.

    დღის პირველ ნახევარში, საპატრიარქოში, სავარაუდოდ, სასულიერო პირებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრა ილია მეორესა და სინოდის გარკვეულ წევრებს შორის ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაანონსებული. მთავარი თემა საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურება და სასულიერო პირების ტესტირება უნდა ყოფილიყო.

    ამ დრომდე ცნობილია ვნების კვირეულის განრიგი, რომლის მიხედვითაც, სააღდგომო ლიტურგია ე. წ. კომენდანტის საათის დროს ჩატარდება.

  • ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა-ამირან გამყრელიძე

    ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა-ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის პროგნოზით ამ კვირის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  350–400-ს მიაღწევს. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.

    „ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • “ჩვენთვის მძიმე იქნება აპრილი და მაისის პირველი ნახევარი“–ამირან გამყრელიძე

    “ჩვენთვის მძიმე იქნება აპრილი და მაისის პირველი ნახევარი“–ამირან გამყრელიძე

    დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო კრიტიკულ ფაზაში შედის:

    “არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე ასეთი ტერმინოლოგია: პრეკრიზისული, პრეკრიტიკული, კრიტიკული, კრიზისული. დაახლოებით ათი დღის წინ ვთქვი, რომ შევდივართ ამ სტადიაში , რომ ჩვენთვის საკმაოდ  მძიმე იქნება ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომაშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად.“– ამბობს ამირან გამყრელიძე.

    ჟურნალისტების კითხვაზე კი პასუხობს, რომ ის მომეტებული რისკის ჯგუფში შედის:

    “დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, იმიტომ რომ მე ვარ მომატებული რისკის ადამიანი. ბევრი კითხვა დადის, რატომ არ დადის გამყრელიძე ეთერებში.

    მე არავისზე ნაწყენი არვარ. მე არ ვჩნდები იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, იმიტომ რომ ყოველდღიურად მაქვს შეხება ძალიან ბევრ ადამიანთან.“– ამბობს გამყრელიძე.

  • ” ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ”- ამირან გამყრელიძე

    ” ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ”- ამირან გამყრელიძე

    მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია.

    „მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს და დღეს დილას დადასტურდა. იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია. დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

  • ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 26-ე დღეს დატოვა კლინიკა და გადავიდა თვითიზოლაციაში.

    ნიკოლოზ გამყრელიძე მადლობას უხდის ექიმებს, ვინც ,,ამ ომში წინა ხაზზე იბრძვის”.

    ,,მეგობრებო, პაციენტი #10ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით.

    არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!”,- აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

    საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-სგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

  • პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე  სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

    პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ადასტურებს. მათი განცხადებით  ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება  ვებგვერდზე (NCDC.GE)

     

  • “ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა” – ჯაღმაიძე

    “ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა” – ჯაღმაიძე

    დღეს,  სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.

    “ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ”, — ასე უპასუხა საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვას, აიღებს თუ არა ეკლესია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას გავრცელდეს.

  • “ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა” – ჯაღმაიძე

    დღეს,  სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.

    “ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში, სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ”, — ასე უპასუხა საპატიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვას, აიღებს თუ არა ეკლესია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი საერთო კოვზით ზიარებისას გავრცელდეს.

  • კორონავირუსის ტესტის კომერციალიზაციას არ ვემხრობი, პანდემიას ერთად ვებრძვით და არა მოგების მიზნით – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დასადგენი ტესტის კომერციალიზაციას არ ემხრობა. ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს კერძო ლაბორატორიებში ტესტირების ჩატარებაზე.

    “ხაზს ვუსვამ, ეპიდემიების დროს კომერციალიზაცია ტესტირებისა არ ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში, ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი.

    ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის ბაზარზე სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული და პი სი არ ტექნოლოგიების ტესტის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციისთვის გააკეთოს, ეს კიდევ განსახილველი საკითხია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.