Tag: ირანი

  • “სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს”- ბასილ კობახიძე  ხელისუფლებაზე

    “სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს”- ბასილ კობახიძე ხელისუფლებაზე

    ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მთავრობა რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს  და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელით ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებენ.

     

    “მთავრობა სახელმწიფო დანაშაულს სჩადის პანდემიის დროს. რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს მუშევანის ინციდენტი პოლიტიკური პროცესია და ამის უკან ადგილობრივი მოლა და მუფტი დგანანო. ქვემო ქართლის გუბერნატორი უარესი ბრიყვი რეხვიაშვილი კვერს უკრავს ეგრეაო. ჩასვრილი მთავრობა ეკლესიას ვერაფერს უბედავს, რომელიც საჯაროდ ავირუსებს ადამიანებს და ყველაზე შეგნებულ ხალხს, მუსლიმებს ურტყავს, რომლებმაც კარანტინზე დაკეტეს მეჩეთები. მთავრობას ასე უნდა არჩევნების მოგება და მართლმადიდებლურ-ეთნიკური ტოტალიტარიზმის დამყარება”- წერს ბასილ კობახიძე.

  • ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო – ამირან გამყრელიძე

    ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო – ამირან გამყრელიძე

    ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ

    „ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო და მეტი გამოვლენა. ყველამ იცოდეს, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ამ ეტაპზე, გარკვეულწილად შევაჩერეთ პანდემია–ამირან გამყრელიძე

    ამ ეტაპზე, გარკვეულწილად შევაჩერეთ პანდემია–ამირან გამყრელიძე

    დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა და  ვირუსს მხოლოდ კომპლექსური ქმედების შედეგად დაამარცხებს.

    „ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს. ეს არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი.

    აქ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.

  • ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს –  ამირან გამყრელიძე

    ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს – ამირან გამყრელიძე

    “ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში  განაცხადა.

    როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ დროისთვის საქართველოში 11 ლაბორატორიაა და მაისში კიდევ ხუთი დაემატება.

    “ერთი კვირაა, სერიოზულად გავაფართოვეთ PCR ტექნოლოგიები. თუკი დღეში ვატარებდით 300-250-ს ტესტს, ახლა, ბოლო ერთი კვირაა 700-ის მაჩვენებელში ვართ. ალბათ, აპრილის ბოლოს ავალთ 1 000-ზე და, 1 500-ზე მაისის პირველ ნახევარში და შემდეგ 3 000-ზე. 2 500 არის ის მაჩვენებელი, რაც დღეს აქვს ავტრიას, გერმანიას, ბელგიას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც ჭირდებოდა ტესტირება ყველას ჩაუტარდა“–ამირან გამყრელიძე

    “პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც ჭირდებოდა ტესტირება ყველას ჩაუტარდა“–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული. მაისის შუა რიცხვებისთვის კი ყოველდღიურად 3000-მდე ადამიანი გაიტესტება.

    “ სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. ხედავთ, რომ 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა, კიდევ დავამატეთ ლაბორატორია. პიკზე იყო 859 ტესტი, ეს არის პირველადი ტესტები და განმეორებითთან ერთად 900-ზე ზემოთ ავედით. 515 გვქონდა გუშინ და ნაკლები იყო მომართვიანობა. ამიტომ ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც ის სტანდარტია , რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    მისი ინფორმაციით საქართველოში ამ დროისთვის მოსახლეობის 0.6 პროცენტია გატესტილი.

    ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%, რაც საქართველოს განვითარების ქვეყნისთვის საშუალო მაჩვენებელია:

    “გარდა ისლანდიისა არცერთ ქვეყანაში 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 105 – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 105 – ამირან გამყრელიძე

    დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ლაივში  განაცხადა, რომ კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 7 ადამიანი განიკურნა.

    მთლინობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 105 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 579. 

  • აპრილის ბოლო კვირას, მაისის პირველ კვირებში  მოსალოდნელია იყოს ინფექციის შემთხვევების  ზრდა– ამირან გამყრელიძე

    აპრილის ბოლო კვირას, მაისის პირველ კვირებში  მოსალოდნელია იყოს ინფექციის შემთხვევების  ზრდა– ამირან გამყრელიძე

    “დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

    ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არის მოსალოდნელი მომავალი 3 კვირის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების ზრდა.

    „ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე შიდა გავრცელებიდან.  ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6 დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს, ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ  ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – დავრჩეთ სახლში, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, უკვე არსებობს გეგმა , თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან, როგორ უნდა გაიხსნას სივრცე ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის, უმრავლესობისთვის, მაგრამ, თანდათანობით. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება. ნახავთ, რომ იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც უკვე გუშინ დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გამოსვლა, როდესაც უკვე დაღმავალ მრუდზე გადავიდა ყოველდღიური შემთხვევების. იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ. იგივე დაწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ახლა“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა – ამირან გამყრელიძე

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა – ამირან გამყრელიძე

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

    “ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული, ამიტომ ყველა უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა”,- განუცხადა “პირველ არხს” ამირან გემყრელიძემ.

  • სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი – ამირან გამყრელიძე

    სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

    გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების შექმნა გახდეს საჭირო.

    მისი თქმით, სიკვდილიაობის პროცენტი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მომატებულია. მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, ახლა უხილავ ომშია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რა იქნება მომავალში.

    ,,ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ომში ვართ დღეს, ეგეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. ის ღორის გრიპი არ შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10 და 12 პროცენტს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას.

    ლოქდაუნი გვაქვს ჩვენ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

    მან მოსახლეობას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლიდან ილოცონ.

    გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო ორ კვირაში 2000 ინფიცირებული იქნება ქვეყანაში, სრული, მკაცრი კარანტინი გამოცხადდება. 

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში Facebook-ს გავაუქმებინეთ – მთავრობა

    ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში Facebook-ს გავაუქმებინეთ – მთავრობა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინეს.

    მათი ცნობით, ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან.

    „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელს მიმართა, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია. ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს.