Tag: ბიძინაივანიშვილი

  • დავსხდეთ ეთერში ვისაუბროთ ოლიგარქიაზე, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით – გახარია “იმედს”

    “TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს.  ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”

    ასე მიმართავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული “იმედის” გადამღები ჯგუფი. 

  • ივანიშვილი აღარ აპირებს პასიური ფორმით დაელოდოს, უკრაინაში ომის ფონზე, რეგიონში ძალების გადალაგებას–ჭიაბერაშვილი

    ივანიშვილი აღარ აპირებს პასიური ფორმით დაელოდოს, უკრაინაში ომის ფონზე, რეგიონში ძალების გადალაგებას–ჭიაბერაშვილი

    ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში იმის ნიშანია, რომ ივანიშვილი აღარ აპირებს პასიური ფორმით დაელოდოს, უკრაინაში ომის ფონზე, რეგიონში ძალების გადალაგებას.

    ფორმალურად საუბარი აზერბაიჯანული ენერგიის საქართველოს გავლით ევროპაში მიწოდებაზეა, რეალობაში – ივანიშვილი ეძებს პარტნიორებს, რომ შესაძლო ევროპულ ზეწოლას გაუმკლავდეს.
    ომის დაწყების დღიდან ვამბობ: უკრაინა გამარჯვებს, მაგრამ ეს ავტომატურად საქართველოს გამარჯვებას არ ნიშნავს. სრულიად შესაძლებელია ვითარება, როდესაც უკრაინა (და მოლდოვა) ევროპაში ინტეგრირდება, ხოლო საქართველო კავკასიურ კონტექსტში რჩება დღეს არსებული ავტორიტარული რეჟიმით.

    ამის საპირისპიროდ, ბევრს აქვს იმედი, რომ შავ ზღვაზე ძალების განლაგებაში დრამატული ცვლილება და კასპიის აუზის ენერგორესურსებზე მოთხოვნა ევროპაში გაზრდის საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპაში ინტეგრირების შანსს.

    ეს იმედი ემყარება შემდეგ დაშვებებს:

    შავი ზღვის უსაფრთხოებას სჭირდება აფხაზეთის დეოკუპაცია და იქიდან რუსეთის განდევნა.
    ჩემთვის მთლად დამაჯერებელი არაა ორი მარტივი მიზეზის გამო:
    – რუსეთს აფხაზეთის გარეშეც აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი;
    – რაც უნდა გაზარდოს რუსეთმა შეიარაღება აფხაზეთში (რისი შანსიც სანქციების პირობებში ძალიან მინიმალურია, სანქციები კი კიდევ დიდხანს იქნება), ის საფრთხეს ვერ შეუქმნის ნატოს წევრ თურქეთს, რუმინეთს ბულგარეთს და უკრაინას.

    საქართველო ენერგოდერეფნის საკვანძო რგოლია.

    უდაოდ, მაგრამ დასავლეთი ენერგიას ყიდულობს ავტორიტარული რეჟიმებისგანაც და, შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, საქართველოში იყოს ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი და მისი გავლით, არსებულთან ერთად, ახალი მარშრუტები გაკეთდეს. ივანიშვილი ყველას ყველაფერს დაუთმობს (საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც), ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და დემოკრატიული რეფორმები არ მოთხოვონ.

    სხვათა შორის, აღარც ისაა თავისთავად ცხადი, რომ ევროპამ მაინცდამაინც შუააზიურ-კასპიური ენერგორესურსებით უნდა შეივსოს მარაგები. ევროპა ისე ჩამოვიდა რუსულ გაზზე 41%-იანი დამოკიდებულებიდან 7%-ზე, რომ ამისათვის ჩვენი რეგიონიდან წილის დრამატული გაზრდა არ დასჭირვებია.

    ჩემი სიფრთხილის ყველაზე მთავარი არგუმენტი კი შემდეგია:

    ჩვენს კოლექტიურ წარმოდგენაში დასავლეთიც რუსეთივით მოქმედებს: იქ სადღაც ვაშინგტონში ან ბრიუსელში გადაწყვეტენ და მორჩა, აქ რეჟიმი შეიცვლება.

    არ ხდება ასე. არც ვარდების რევოლუციის დროს მომხდარა ასე იმის მიუხედავად, რომ რუსეთი და ევროპის მემარცხენე აკადემიური წრეები ვარდების რევოლუციასაც “დადგმულად” აღიქვამენ.
    ზემოთ დავწერე “შესაძლო ევროპული ზეწოლა”. სიტყვა “შესაძლო” შემთხვევით არ დამიწერია. ჩემთვის სულაც არაა გარანტირებული, რომ ევროპიდან აუცილებლად იქნება ისეთი ზეწოლა ივანიშვილზე, რაც მას დათმობებს აიძულებს. კი, განცხადებები იქნება, მკაფიო გზავნილი იქნება, მაგრამ ევროპას დანგრეული უკრაინა ეყოლება მისახედი და ასაშენებელი.

    დასავლეთი მართლა სცემს პატივს სუვერენიტეტს.

    თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ივანიშვილის რუსულ ავტორიტარიზმში იცხოვროს, იცხოვრებს. გარედან მას მხოლოდ მაშინ დაეხმარებიან, როდესაც იგი თავად მოინდომებს ცვლილებას.

    ზურაბ ჭიაბერაშვილი. ილიაუნის პროფესორი

  • ბიძინა ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? – ქადაგიშვილი

    ”ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ.”

    აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.

  • “თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ EU-ს რეკომენდაციებს” – 3 პარტია ოცნებას

    “თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ EU-ს რეკომენდაციებს” – ასე მიმართავს, ოპოზიციური 3 პარტია, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი მმართველ გუნდს და  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე” შეხვედრას სთავაზობენ.

    “19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში.

    ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ:

    • ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისათვის, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა;
    • 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
    • შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ, რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
    • შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
    • შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს;
    • ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი.

    ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები ქართული ოცნების საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს “უსაქმურები“, “ქვეყნის მტრები“ და ა.შ.

    მივმართავთ ქართულ ოცნებას, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა,“ – წერია განცხადებაში.

  • ალიევთან შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებოდა, გარეჯის გასხვისების პროცესი დაასრულა – ნათელაშვილი

    “აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისათვის. მუხრან შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე”

    ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • პერსონალურად ივანიშვილი რომ არ არის სიაში არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი – ბოკერია

    პერსონალურად ივანიშვილი რომ არ არის სიაში არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი – ბოკერია

    ”ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება. ეს არის ჩვენი მძიმე რეალობის კიდევ ერთხელ გაფორმება – ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელიც მთელი თავისუფალი სამყაროს ობიექტია, არის დაპირისპირებაში, ანუ ბოროტების მხარესაა, თავისუფლების წინააღმდეგ.

    ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს. უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ის, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

    საბოლოო ჯამში, ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ, მე უბრალოდ ვარ კრიტიკული ამ მოლოდინების შექმნის მიმართ, რომ ეს შეცვლის ჩვენთან რეალობას. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო სანქცირებული იყო დიდი ხანი ძალიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვეპაროს ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი.”

    ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია  უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • ივანიშვილი არაა რუსი ოლიგარქი, სულით და ხორცით ქართველია – “ოცნების” დეპუტატი

    ”ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი ადამიანი, სულით და ხორცით ქართველი.”

    ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი ქეთი დუმბაძე უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

    უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.

    პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

    სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.

  • “ივანიშვილი მას მაინც აიძულებს, რომ გადადგეს, ოღონდ უკვე ბოლომდე “გაფარჩაკებულს”–გვარამია კალაძეზე

    “მენეჯერი, მით უფრო, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო საზოგადოებას ბარტყებივით უგდებს საკუთარი გუნდის წევრებს, ლიდერი აღარ არის – “დირექტორია”. “დირექტორებს” კი გუნდი არასდროს უერთგულებს – ერთგული გუნდი ჰყავს მხოლოდ ლიდერს.

    ამ დღეებში კალაძემ თავისი ძალიან ცუდი სახე ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, მაგრამ განლიდერება მისთვის დამღუპველი იქნება. აქამდე მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ლიდერობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო. საზოგადოებისთვის, ეს აკომპენსირებდა კიდეც (რამდენად სამართლიანად და სწორად, სხვა საკითხია) მის კორუმპირებულობას, კომპეტენციის და ინტელექტის სიმწირეს.

    არცაა გასაკვირი – „ქართული ოცნების“ მთავარი თვისება ხომ უთვისებობა და ულიდერობაა და, საერთო ფონზე, კალაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო. ახლა კი მას ჩამოეშალა ლიდერის იმიჯი და პოლიტიკური ქარიზმა და დარჩა მხოლოდ ზემოხსენებული კორუმპირებულის, კომპეტენციით და ინტელექტით მწირი პოლიტიკოსის აღქმა. აქამდე ივანიშვილს სწორედ მისი ლიდერობა და ქარიზმა აკავებდა. ახლა, რაც ეს შემაკავებელი ფაქტორი გაქრა, ივანიშვილი კიდევ უფრო გააღრმავებს კალაძის განლიდერებას, საბოლოო გამოკრისტალებამდე. მთელი ძალებით შეუწყობს ხელს და ბოლოს კალაძეს გაანადგურებს და მიასევს მის მორჩილ უსახოებს (შესაძლოა, “ხალხის ძალამ” “გაისროლოს” პირველმა კალაძის მიმართულებით). კალაძეს კი არავინ გამოექომაგება – პირველ რიგში, მერიაში მისი გუნდი არ აპატიებს ღალატს, ხოლო პარლამენტში მისი მხარდამჭერები (ანუ, პოლიტიკური გუნდი) ვერ გაბედავენ მის დაცვას – მორალური უპირატესობის დაკარგვის და კორუფციული მხილებების შიშის გამო.

    კალაძის პოლიტიკურ მომავალს და ასევე მის პოლიტიკურ-სამართლებრივ დევნას აწმყოში მხოლოდ მისი გადადგომა თუ შეაკავებდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ის გაძლიერებულიც კი გამოსულიყო ვითარებიდან, მან კი უმძიმესი შეცდომა დაუშვა. ის ლიდერი აღარაა. ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა, ათასიდან ერთ-ერთი თოჯინა, რომელიც არასდროს მოსწონდა ივანიშვილს და არასდროს მიიჩნევდა თავისიანად. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ივანიშვილი მას მაინც აიძულებს, რომ გადადგეს, ოღონდ უკვე ბოლომდე “გაფარჩაკებულს”. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებით, პროკურატურამ (ივანიშვილმა) დაიტოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კალაძისკენ აღმავალი ხაზი.“

    ნიკა გვარამია, “მთავარი არხის“ დამფუძნებელი

  • ასეთი საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები – ჩერგოლეიშვილი ჭიაბერაშვილზე

    “ასეთი საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები” – “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება.

    “სანამ ეს სამარცხვინო და ხარბი ლუზერები სააკაშვილზე აცოცების უკანასკნელ იმედს არ დაკარგავენ – არანაირი ცვლილება არ მოხდება.

    სანამ არ მიარტყამენ საკუთარ სახე დაკარგულ სახეებს იმ რეალობას, რომ აი ეს სამარცხვინო ქმედება, როდესაც თავად არაფრის თავი არ გაგაჩნია, არცერთი აქცია სააკაშვილისთვის არ დაგიორგანიზებია და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, ვინც შრომობენ და იმ საკითხებზე აწყობენ აქციებს, რაც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად – ვიღაცის მკვლელობას აბრალებ, მორალურად გასანადგურებელი ხარ როგორც საზოგადოებრივი ფიგურა.

    თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.

    ასეთი მატერიალისტი, ცილისმწამებელი, საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები.

    დადგეს ჭიაბერაშვილი და მოაწყოს რამდენი აქციაც უნდა – ან იმ ბანდერლოგებს შეუერთდეს.
    ვინ დაუშალა? არავინ! მაგრამ საჭურისია – არაფრის თავი არ გააჩნია, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ –
    როგორც ყველა არარაობას!
    მკვლელი ბებიამისია!
    ურჩევნია სადმე არ შემხვდეს!

    (აი ეს ხუთასამდე ადამიანიც ჭიაბერაშვილისნაირი საზიზღარი საჭურისია – უსაქმური, ცილისმწამებელი მცოცავი, რომელსაც თავად არაფერი შეუძლია და სხვებისთვის მკვლელების წოდებას იწონებს, იმიტომ რომ საკუთარი არარეალისტური ჰალუცინაციები არ შეუსრულდათ)” – წერს ჩერგოლეიშვილი.