Tag: ბიძინაივანიშვილი

  • ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი – ზარქუა

    ”ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ის ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი. რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ მე საჯაროდ ვემიჯნები პოლიტიკას და მათ შორის, ტელევიზიაც, რომელიც ჰქონდა, საერთოდ გადასცა და აჩუქა.”

    ამბობს ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას.

  • ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი – დეგნანი ივანიშვილის დეპუტატებზე

    “ვფიქრობ, ქართულ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე, ვინც, როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. პრემიერმინისტრი და სხვები საუბრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

    მე მირჩევნია ფაქტებით და სიმართლით ვიხელმძღვანელო, ვიცით, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და კონსპირაციაა ჩვენ გარშემო. თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ.”

    თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას.

  • პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები – ღარიბაშვილი ივანიშვილის დეპუტატებზე

    ”ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე [ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატებზე], ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

    […] რა თქმა უნდა, ჩვენ გამიჯნული ვართ, ისინი თავად გაგვემიჯნნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები. ”

    განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა ხალხის ძალის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე – გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს

    ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე – გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს

    “2017 წლის 25 მაისს, ჩემთან მოდულში სამუშაო კაბინეტში შემოვიდა ოთარ კუპრაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ გომელაურმა მისცა დავალება, რომელსაც პირადად მეტყოდა უფროსი. რამდენიმე დღე სამსახურში ვერ მოვიდოდა და თან დასჭირდებოდა რამდენიმე თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ გასაგები იყო და მეტი კითხვა არ დამისვამს. ოთარ კუპრაშვილი იყო ღარიბაშვილის დანიშნული კადრი, მას ენდობოდა გომელაური, ისინი ერთად ფლობდნენ რესტორანს მცხეთაში. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 მაისს, შიდა ტელეფონით დამირეკა გომელაურმა და თავის კაბინეტში დამიბარა. როდესაც შევედი და შევხედე, სახე ჰქონდა წაშლილი და იყო ძალიან განერვიულებული, აგინებდა კუპრაშვილს. როცა ვკითხე რა მოხდათქო, მითხრა:

    – შეფის (ბიძინა ივანიშვილი) დავალება იყო მუხთარლის გადაგდება აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს დავავალე ამ სირ კუპრაშვილს, რომელსაც ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა. ამ სირმა ადგა და ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. მე მაგის დანახვა არ მინდა, შეიძლება შემომაკვდეს, დაუძახე შენ და სასწრაფოდ ზუსტი გადაადგილების მარშრუტი შეადგინონ, რა გზითაც იმოძრავეს ლაგოდეხის საზღვრამდე და ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნან ოტოს ბიჭებს. სანამ ქვეყანა შეიყრება, სასწრაფოდ კამერები უნდა წავაშლევინო.

    მე გამოვედი ჩემს კაბინეტში და დავუძახე კუპრაშვილს. რამდენიმე წუთში ის შემოვიდა ჩემს ოთახში, აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. დავსვი, ცოტა დამშვიდების საშუალება მივეცი და ვკითხე, რა მოხდათქო. თან გადავეცი გომელაურის დავალება. მან მოყვა შემდეგი დავალება:

    ⁃ ხომ გითხრათ უფროსმა, წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა), რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი), ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ.ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი (ორის გვარი აღარ მახსოვს). მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში და მან მითხრა, როდესაც საზღვართან მივიყვანდით, იქ დამხვდებოდა მინივენი, სადაც დამხვდებოდა ხალხი და მათთვის უნდა გადამეცა მუხთარლი. პირდაპირ გამშვებ პუნქტზე. ჩემს ტოიოტას ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში ( ცისფერი ფერის ,,ჰიუნდაი’’ სედანი) ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა ასევე, რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო, მე ვუთხარი, რომ ვახო მაგარი გაბრაზებული იყო ზუსტად რომ არ შეგისრულებია მისი დავალება და ქალაქიდან წაგიყვანია, ამიტომ ახლა სჯობდა შეესრულებინა გომელაურის დავალება, წასულიყო ოტოსთან და ყველაფერი დეტალებში აეხსნა გადაადგილებისა და მარშრუტის ჩათვლით. მოგვიანებით ოტოში ჩასვლამდე კუპრაშვილი კიდევ შემოვიდა ჩემთან იმ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გაიტაცეს მუხთარლი. გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი(სახელი არ მახსოვს) და აწ გარდაცვლილი კახა თოფურია. ასევე იყო ორი ოპერ-მუშაკი, მათგან ერთი ოტოშნიკი, რომელიც უსმენდა მუხთარლის. მათი გვარები არ მახსოვს. მე მათ ვუთხარი, რომ უფროსი ყველანაირად გვერდში დაუდგებოდა და გადავეცი გომელაურის სიტყვები, რომ დეტალურად უნდა დაეხაზათ მოძრაობის მარშუტი და გადაეცათ ოტოს ბიჭებისთვის, რომლებიც კამერებს წაშლიდნენ. ასევე მოხდებოდა მათი (გატაცებაში მონაწილეების) კორპორატიული ნომრების გაუქმება, რადგან ანძებზე არ დაფიქსირებულიყო და მათ გადაეცემოდათ ახალი ნომრები. შემდეგ, როგორც საზოგადოებამ იცის, მუხთარლის გატაცების არანაირი კვალი არ დარჩენილა. მე ბუნებრივია ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენ ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.

    ალბათ საზოგადოებას აინტერესებს მოტივი, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, რომელბსაც ბიზნესები აქვთ აზერბაიჯანში, იქაურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად, ამ პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მუხთარლი იმყოფება საქართველოში და იქიდან აკრიტიკებსა და ლანძღავს აზერბაიჯანის მთავრობას. თუ ქართული მხარე მუხთარლის საქართველოდან გამოაძევებდა, აზერბაიჯანში ეს ფაქტი დადებითად აისახებოდა მათ ბიზნეს ურთიერთობებზე. ბუნებრივია, მათ ეს ინფორმაცია მიიტანეს ივანიშვილთან ხოლო მან თავის მხრივ ამ საკითხის გადაჭრა დაავალა მის ერთგულ მცველს, გომელაურს, რომელმაც თავის მხრივ ამ ფორმით გადაჭრა ეს პრობლემა.

    ეს არის სრული სიმართლე, რისიც ძალიან ეშინოდა რუსულ ოცნებას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობისა და მუქარებისა ჩემი ოჯახის მისამართით. ”

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს იხსენებს.

  • 10 წლის წინ ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება – წულუკიანი

    „გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ 1-ელ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება“

    – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

  • მივიღე მუქარა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება – გოგაშვილი

    “მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.

    “კეთილი ფილანტროპი არა…?  მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, “ოცნების” ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

    მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

    ასევე, მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ,  ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი”, – წერს სოსო გოგაშვილი.

  • საბანკო ტრასტები საკმაო ხანია აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წერილებსა და კითხვებს-ივანიშვილის ადვოკატები

    ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა MKD Credit Suisse-თან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბანკო ტრასტები უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენლების წერილებსა და კითხვებს.

    ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.

    “ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

    შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში”. – ნათქვამია ფირმის განცხადებაში.

    ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას “ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.

    იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, “ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე”.

    თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

  • აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში–გირჩი და ელისაშვილის პარტია განცხადებას ავრცელებენ

    პარლამენტის ექვსი დეპუტატი – გირჩის წევრები:იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი, ასევე პარტია მოქალაქეების ორი დეპუტატი: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერენ, მათი აზრით როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათი აზრით, მნიშვნელოვანია 3 ნაბიჯის გადადგმა: მიხეილ სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან, ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო ბარიერის 2%–მდე შემცირება.

    განცხადების ტექსტი სრულად:

    “ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

    გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არცერთმა პარტიამ, რომელიც  დღეს პოლიტიკურ ველზე  აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

    ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე  დღეს არსებული პოლარიზებული გარემო არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ, პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად  დამაბრკოლებელ ფაქტორს.

    ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ, ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს.

    ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მოპოვების მიზნით, გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა მოცემულია როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში.

    დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

    ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

    მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

    აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

    1. განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

    საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა,  პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ  პროპორციული  საარჩევნო სისტემა მაღალი ბარიერის პირობებში  ვერ უზრუნველყოფს  პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ  პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

    19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმადე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არაერთჯერადი ხასიათის მიცემა.

    1. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც  ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ  გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს  თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.
    2. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

    ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი  დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების და ტრადიციების დამკვიდრებას, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა – ბოკერია

    ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა – ბოკერია

    „ჩემი პოზიცია ცნობილია – სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია. არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოო, ასე თქვა ღარიბაშვილმა. მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა. ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა. ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო. ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“,

    აცხადებს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

  • “ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – გვარამია

    “ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

    ”როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე. იგი დასავლეთთან ვაჭრობს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და ქვეყნის დასავლური მომავლით.

    ივანიშვილის Modus operandi არის სრულიად რუსული. ვაჭრობისას იგი ყოველთვის ბლეფობს და ამორალურად იქცევა. მასთან მოლაპარაკების თუ მოგვარების ნებისმიერ მცდელობას ის სისუსტედ და უკანდახევად მიიჩნევს და იქცევა კიდევ უფრო აღვირახსნილად.

    ივანიშვილის რუსული ტიპის ვაჭრობისა და შანტაჟის წინააღმდეგ ჭრის მხოლოდ ხისტი და სწორხაზოვანი პასუხი. რაც უფრო აგრესიულია მისი შეტევა, მით უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას. მან უნდა იცოდეს, რომ არავინ წაყვება ვაჭრობაში და არავინ არაფერს დაუთმობს. მან უნდა იგრძნოს, რომ რაც მეტად შეეცდება ზიანის მიყენებას დასავლეთისა და საქართველოსთვის, მით უფრო დაზიანდება თავად.

    P.S. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას და განსაკუთრებით სანქციებისაგან თავის ასარიდებლად საქართველოს შავ ხვრელად ქცევისაგან თავის შეკავებას – ამ მოთხოვნების დაყენება და მათი შესრულება კი არ არის ომში ჩართვა, არამედ პირიქით – ამ მოთხოვნაზე უარის თქმა არის ომში ჩართვა, ომში ჩართვა რუსეთის მხარეს” –  აცხადებს ნიკა გვარამია.