Tag: ბიძინაივანიშვილი

  • დეგნანი რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, რეზოლუციას გაემიჯნებოდა – კობახიძე

    კელი დეგნანი რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყოს, ევორკავშირის რეზოლუციას გაემიჯნებოდა – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

    ”ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება. ჩვენ კიდევ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ეს შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო. ნუ აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯარო საუბარი, კითხვები დასმულიყო და პასუხები გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ასეთ შემთხვევაში ელჩი იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. თუ ის ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს, მაშინ სათანადო რეაქცია ექნებოდა, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ასევე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, NGO-ებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, დეგნანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად გაემიჯნებოდა ამ პროცესს. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ეს კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს. მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ან მთავრობა უნდა გადადგეს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა.”- განაცხადა კობახიძემ.

  • დეგნანმა გვიპასუხოს, ხომ არ იყო შეთავაზება, ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში? – მაჭარაშვილი

    ”აშშ-ს ელჩმა გაგვცეს პასუხი, ამ შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო უკმაყოფილო მთავრობის გადაწყვეტილებით სანქციებთან დაკავშირებით და ომთან დაკავშირებით და შემდგომ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში? ”

    ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის 21 მარტის შეხვედრაზე.

  • ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სიზმრების სფეროდანაა – ლაშა ნაცვლიშვილი

    ”დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ცილისმწამებლური განცხადება. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ეხლა აღმოჩნდა გოგაშვილი, შეიძლება არ მიკვირს მაგრამ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას რაიმე შეხება ჰქონოდა ხვედელიძის ან ვინმეს ინციდენტთან. ეს სისტემურად არის შეუძლებელი. ამ ხელისუფლების მოწყობა თუ იცი და ვინაიდან მე ახლოს ვიყავი და მოწყობა ვიცი, სისტემურად წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმოს ან მონაწილეობა მიიღოს რაიმე ტიპის კრიმინალური ტიპის ანგარიშსწორებაში. ეს სისტემურად არის შეუძლებელი ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, რავიცი, მათემატიკის.

    …ეს [ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღება] საერთოდ სიზმრების სფეროდანაა, აუხდენელი სიზმრების სფეროდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იმიტომ რომ ღალატი და კრიმინალზე ხელისმოწერა ყველაზე დიდი ბარიერია რომელსაც სამხრეებიანი და კანონის დამცავი ადამიანი ლახავს. არ მჯერა მისი იმიტომ რომ მას არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება ჰქონდეს იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს”.

    ამის შესახებ, “ქართული ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი “მთავართან” აცხადებს, რითიც სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის გავრცელებულ ბოლო განცხადებას ეხმაურება.

  • სერიოზული კითხვები გააჩინა, ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს – კობახიძე ივანიშვილის წერილზე

    “პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან.

    თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში”

    ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წერილს.

  • წერილი მიუთითებს, როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე

    წერილი მიუთითებს, როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე

    “ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა რჩება იგივე. ის ეუბნება თავის საზოგადოებას სიმართლეს, ვინაიდან დღეს სიმართლეც, თუნდაც უბრალო, თუნდაც პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება არის ახლა  ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”.

    ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე  ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წერილს.

  • მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს–უგულავა ივანიშვილის წერილზე

    პოლიტიკოსი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ფეისბუქზე წერს:

    “ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო.” აბა “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღვენ!

    ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას – დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება

    დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.

    პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.
    პ.პ.ს. და კიდევ ერთი – გაანთავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა.

    ივანიშვილმა წერილი დღეს გამოაქვეყნა.

  • “ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი“–ჯაფარიძე ივანიშვილის წერილზე

    გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს:

    “ივანიშვილის დღევანდელ წერილზე:

    რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ:

    1. წინასწარ გამოჰყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ ‘სიმართლე’, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია ‘არ აძლევდათ’

    2. ‘სიმართლე’, რომელიც თქვეს, არის ის, რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული ‘ექსპერტები’ ამბობდნენ – ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს.

    3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): ‘ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.’

    დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:

    შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი.

    შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს.
    ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო.

    ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს.

    ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი.

    ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას.
    თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.
    პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:

    ‘აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.’
    ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო.
    ‘მეშჩანი’ როგორ არის ქართულად?“– წერს ზურაბ ჯაფარიძე ფესიბუქზე.

    ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე.

  • „ამერიკის ელჩს 21 მარტს შევხვდი” – ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან მის შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან” მის დავაზე და ა.შ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

    უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

    ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

    უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

    ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

    რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო
    მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

    ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

    დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“– წერს ბიძინა ივანიშვილი.

  • ქვეყანას ჭაობიდან ვერ ამოვიყვანთ, სანამ ივანიშვილის არარაობებს ძალაუფლება აქვთ – ბოკერია

    ქვეყანას ჭაობიდან ვერ ამოვიყვანთ, სანამ ივანიშვილის არარაობებს ძალაუფლება აქვთ – ბოკერია

    ”არავის უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ სანამ ივანიშვილს და მის პოლიტიკური არარაობების გარემოცვას ძალაუფლება აქვთ, მანამ შესაძლებელი იქნება ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა და ამ ისტორიული შანსის გამოყენება. მხოლოდ მათი დამარცხების და არსებითად მორყევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი წინ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის გარეთ და ამისთვის საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, თავისუფლება და უსაფრთხოება არის შეუთავსებელი ივანიშვილის და მისი არარაობების ძალაუფლებასთან და მეორე, ამავე ბრძოლაში არ დავემსგავსოთ მათ.”

    აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება – გოგაშვილი

    ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება – აცხადებს სუს-ის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი. მისი განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

    “დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე.

    ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი:

    1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით, რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

    ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია, ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას.” – აცხადებს გოგაშვილი.