Tag: ბიძინაივანიშვილი

  • „ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება“! – ოქრიაშვილი

    „ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება“! – ოქრიაშვილი

    ”საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ( International Monetary Fund ) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო ბანკის (World Bank) მიერ ნავარაუდევი 4,4%, 2023 წელს ჩვენი ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია 5,9 %-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ჯიბე, უკვე მერამდენე წელია, მინუსშია!

    საქართველოში ყველაფერი გაძვირდა და ღირს თითქმის იმდენივე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, პირველადი მოხმარების სურსათი – უფრო მეტიც კი, ხოლო ხელფასები დოლარსა და ევროში არ გაზრდილა. ამასთან, ე.წ. დასაქმებულთა ნახევარს ანაზღაურება თვეში საშუალოდ
    200 $, ან ნაკლები აქვს, რაც საერთოდ ვერ ჩაითვლება შემოსავლად. ამავე პროგნოზით, 2024 წელს, ჩვენი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-ით გაიზრდება. შარშან მშპ-ს ზრდა 10 % იყო, რუსული ფულის ერთჯერადი შემოდინების ხარჯზე. როცა ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და რუსები საქართველოდან გავლენ, ამ ფულსაც წაიღებენ და ერთჯერად უკუეფექტს უნდა ველოდოთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 4-5% -იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად მიუღებელი და არასაკმარისია.

    საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 10-15 %-ით ყოველწლიურად. ეს შესაძლებელია?! დიახ, შესაძლებელია. ეკონომიკას ზრდის ბიზნესი და ვიდრე ბიზნესის, ანუ ეკონომიკის მიმართ მტრულად განწყობილი ხელისუფლება გვეყოლება, არაფერი გვეშველება. ბატონი ღარიბაშვილის გუნდი გამოირჩევა განსაკუთრებით მტრული დამოკიდებულებით ბიზნესის, ე.ი. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება!

    მომავალში ავირჩევთ რუსულ ოცნებას ?! ეკონომიკური, ანუ თითოეული ოჯახის შემოსავლის თვალსაზრისით, დავრჩებით იმ ნაგავში, რომელშიც ვართ!”

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • კეზერაშვილი გამდიდრდება უფრო მეტად, თუ  ივანიშვილი, ამით ქართველმა ხალხმა  რა სარგებელი უნდა ნახოს?!–დავით ჭიჭინაძე

    ფულიანი ადამიანების შეჯიბრი მოუწყვეს ქართველებს. ქვეყანა კი პოლიტიკურ ბაზრად აქციეს პოლიტიკურმა “პროსტიტუტებმა“.

    მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ თუ ფულში შეჯიბრი მიდის, ფულში  ივანიშვილს ვერავინ აჯობებს.

    თანაც,  მიუხედავად იმისა,  რომ ყველაზე ამორალურ სუბიექტებთან  პარტნიორობს, მთავარი ვოლინოდ მაინც თვითონ რჩება და ფულის შოვნის საშუალებასაც მხოლოდ თავად იძლევა.

    მოკლედ, პოლიტიკური თამაშიც არა, რაღაც ღლაბუცია რაც ახლა ხდება.

    და მე მაინტერესებს, ამ ყველაფრის შემდეგ  კეზერაშვილი გამდიდრდება უფრო მეტად, თუ  ივანიშვილი, ამით ქართველმა ხალხმა  რა სარგებელი უნდა ნახოს?!

    ისე, ქოლცენტრები მარტო თბილისში კი არა, ყაზახეთშიც აქვთ  და ეს ცნობილი ფაქტია.

     

    დავით ჭიჭინაძე, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნა“–ს ლიდერი

  • 2023-ის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს – ადვოკატი

    ” 2023-ის მარტიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს ” – ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ ადვოკატებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებით პროცედურებს განზრახ აბრკოლებენ – მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, მინიჭებული უფლების რეალიზება ვერ ხერხდება.

    ”უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

    საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

    ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

    შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

    ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.

    აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

    ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

    ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.

    შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული.

    აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

    საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.

    საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

    როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

    ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.

    შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.

    შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

    ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

    და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით. “- ნათქვამია განცხადებაში.

  • პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა – გახარია

    საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ მოსამართლეებს მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიასა და სასამართლოს შორის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე – პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ინტერესს.

    ამის შესახებ, ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

  • „ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით“ – ოქრიაშვილი

    „ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით“ – ოქრიაშვილი

    ”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები და ამით აღიარა, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს. ამ აღიარებამდეც დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ქვეყანა მიტაცებული აქვს მონოოლიგარქ ივანიშვილს და სასამართლო, ხელისუფლების ყველა შტო, „ქართული ოცნება“ და მისი ფეიკ-პარტიები ემორჩილებიან მის ნებას.

    სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი. სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის მტერი ყველა „ონკოლოგიური დაავადება“ – კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.

    „ქართული ოცნება“ არის უცოდინარი თუთიყუშების მთავრობა! და უკვე გვაქვს ამის შედეგი – ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდად და ასეც გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებში „ოცნება“ იქნება.

    მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2023 წლის პროგნოზი, 4,4 %, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენიმე დღის წინ აზიის განვითარების ბანკმა, 4,5 %. (ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა არის დაახლოებით 6 %). ამ მოცემულობაში, როცა „ოცნება“ ეკონომიკის, ანუ ბიზნესის მტერია, ეკონომიკური ზრდის ამხელა პროცენტი გასაკვირია – ესეც ბევრია და სავარაუდოდ, მომავალში ნაკლები გვექნებ, ანუ არ გვექნება პერსპექტივა!

    ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით. საუკუნეების გამოცდილებაზე დაყრდნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მთავრობას – 2012 წელს ქართველი ხალხი მოვტყუვდით. ახლა ეს გააზრებული გვაქვს და ზუსტად ვიცი, ხალხი შეცვლის ამ კორუმპირებულ, ანტიევროპულ, არალეგიტიმურ, რუსეთის აგენტებით გამოტენილ, უპერსპექტივო და დამნაშავე ხელისუფლებას!”

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • 2012 წელს დადიოდა და საუბრობდა, რომ ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი – სამადაშვილი ბოჭორიშვილზე

    “დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა, ნაციონალური მოძრაობის დროს, ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.

    სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, ქართულო ოცნებავ, მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა”, 

    აცხადებს ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ”ქართული ოცნების” დეპუტატზე, მაკა ბოჭორიშვილზე.

  • არ გამოვრიცხავ, ენმ-ში მიმდინარე პროცესებში ირიბად იყოს ივანიშვილის კვალიც – ბესელია

    არ გამოვრიცხავ, ენმ-ში მიმდინარე პროცესებში ირიბად იყოს ივანიშვილის კვალიც – ბესელია

    „არ გამოვრიცხავ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, არ იქნება სწორი, მაგრამ რატომ არ გამოვრიცხავ? იმიტომ, რომ დიდი ფულით მანიპულირება ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ახალი ამბავი და როდესაც გაქვს გავლენაც და ყველაზე დიდი რესურსიც, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ადამიანების პროვოცირებით, მანიპულირებით, გარკვეული ძალების გადაჯგუფებით, სამწუხაროდ ეს შესაძლებელია.

    მე არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად ამაში იყოს მისი კვალიც, რადგან მის ინტერესებში არის, რომ ერთი ძლიერი პარტია იყოს, რომელმაც შეიძლება მოუგოს 2024 წლის არჩევნები“,

    ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ.

  • ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან დავაში

    “საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში” – ამ სათაურით საერთაშორისო მედია CS Victims-ში ქვეყნდება სტატია, სადაც ივანიშვილის ინტერესების დამცველების განცხადებაა მოყვანილი.

    სტატიაში ნათქვამია რომ “ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც 7-წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებულმა მენეჯერმა ჩაიდინა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი”.

    საუბარია 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

    ივანიშვილის უფლებადამცვველების განცხადება :

    ვინც ჩვენგან მიწოდებულ ინფორმაციას თვალს ადევნებდა, მას ემახსოვრება, რომ „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ხოლო უკვე მარტის თვიდან ბატონ ივანიშვილს შეექმნა პრობლემები როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ, მართალია დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე – თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისს“-ში ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა, კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისს“-ში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად. 

    აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისს“-მა ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი. არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისს“-ის ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისს“-თან კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთ-თვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა. 

    აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ბატონ ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ბატონი ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისს“-მა დაიწყო ბატონ ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ბატონი ივანიშვილისთვის. ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისს“-ი ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა. 

    აქ საკითხი ერთ მცირე გადახვევას მოითხოვს: 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ბატონი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას:

    ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ბატონი ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც  ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. შესაბამისად, ამჯერად უკვე გერნსის სასამართლოში მოგვიწია განცხადების შეტანა იმისთვის, რომ კლიენტს თავისი კუთვნილი, უდავო თანხები დაუბრუნონ და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან – ნოემბერში, ნოემბრიდან – დეკემბერში, დეკემბრიდან – იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთ-დღიანი პროცესია ჩანიშნული). მეტიც, ილუზორული მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ვთავაზობდით ბანკის მაღალი პოზიციის წარმომადგენელს, რომ გერნსის ტრასტის მიერ გაჩერებული თანხის საკითხი სასამართლოს გარეშე მოკლე დროში მოგვეგვარებინა, თუმცა ამაოდ. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან.ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნულია ივანიშვილის უფლებადამცვველების განცხადებაში, რომელსაც საერთაშორისო მედია ავრცელებს.

  • რუსეთი საქართველოს მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ აჯილდოებს – გახარია

     “რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ აჯილდოებს, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი”

    წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.

  • კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის – დიდი გულის, სინდისის კაცი – იუკნევიჩიენე

    კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის – დიდი გულის, სინდისის კაცი – იუკნევიჩიენე

    ”ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრე…
    ჩვენს თაობაში ის ჩვენნაირი იყო.
    მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რომ “გრუზიას” მათ ენაზე საქართველო ერქვა, თუ იქ ყოფნის საშუალება გვექნებოდა.
    და თვალი არ დაგვეხუჭა. დიდი გულის და სინდისის კაცი.
    ვახტანგ კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც აშინებს თავის ხალხს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება გამოიწვევს ომს, რომ ევროკავშირს სურს მათი ომში ჩართვა, რადგან თავადაც ამ კონფლიქტის მონაწილეა.
    მშვიდად განისვენე პატიოსანო კაცო.”

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება