Tag: ბიძინაივანიშვილი

  • მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე – გახარია ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    “რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.
    საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.
    ამის ნაცვლად, „ოცნება” დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.”

    ასე აფასებს, ექსპრემიერი, გიორგი გახარია ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზა განთავსდება.

  • ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ახალი არაფერი არ გაგვიგია, მაგრამ ეს ამბავი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურება შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც უნდა პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და, რაც მთავარია, შემდეგ რეალური ცვლილებები, ქვეყნის გათავისუფლება – სანამ ნაციონალური მოძრაობა, როგორიც ის დღეს არის, არის ლიდერი ოპოზიციის შიგნით, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის. ივანიშვილის რეჟიმისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი იმის გამო, რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა – უპრინციპო, უღირებულებო, დიდი პოლიტიკური ზომბი.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას

  • 2024 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას – გვარამია

    “მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით.

    ჩემი განწყობა იმგვარია, რომ მე მაინტერესებს ხალხი, რომელიც ხედავს, აღიარებს ახლებურ მიდგომებს და ხედავს ახლებურად და არამარტო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, არამედ ცვლილების როგორც ასეთის, ახლებური გააზრება აქვს.

    მე არა ვარ მზად, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო. ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმეს კონკრეტულად. მე სურვილ არ მაქვს ამისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მე თვითონ უნდა დავადგინო წესები იქ, სადაც მე ვიქნები ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ უკვე არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის და აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამას მე გამოვრიცხავ”

    აცხადებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

  • სამართლებრივი დევნის დაკავშირება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან უსაფუძვლოა – ივანიშვილის ადვოკატი

    სამართლებრივი დევნის დაკავშირება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან უსაფუძვლოა – თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს.

    ‘სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში.

    შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება.

    ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები.

    ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას.

    მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით.

    შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია – იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს.

    თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს ერთის მხრივ სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა.

    მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან.

    იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.

    შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით).

    როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

    2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

    პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

    თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტიურად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში.

    ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ აცდებოდა.

    სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.

    ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა მტკვარის ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით.

    ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.

    ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

    აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი.

    დაბოლოს, ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება.

    ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია”, – წერია განცხადებაში.

  • ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – ბოკუჩავა

    „წელიწადზე მეტია მას შემდეგ გასული, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საქართველოდან, შემდეგ ვნახეთ არაერთი კრიტიკული გზავნილი, ვნახეთ სანქცია მათ შორის, გაიაშვილის და მისი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ღიად არღვევს სანქციებს, რაც დაწესებულია რუსეთზე, ახლა ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩი კიევში რეალურად დემარშით გამოუშვეს დედაქალაქში, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იკავებს ღიად ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოზიციებს, ამაში მოიაზრება მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის განგრძობადი, უკანონო, პოლიტიკური ტყვეობა.

    პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – 48 საათი იმისთვის, რომ მან მიიღოს კონკრეტული ზომები და პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გადასცეს უკრაინას, მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური მომსახურების მიღება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. იმედია, გაიაზრებს დღევანდელი რეჟიმი, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულებელყოფენ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკის ამგვარ მოთხოვნას“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამჟურნალისტებთან განაცხადა.

  • აშშ-მ ღიად უნდა იმოქმედოს ივანიშვილის აქტივების წინააღმდეგ, ის ეხმარება რუსეთს – ფუკუიამა

    “დასავლეთის პასუხი არ უნდა იყოს საქართველოს შესვლაზე უარის თქმა, არამედ მკაფიო პირობების დაწესება, რაც შეწყვეტს ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

    ჩემ საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებდა ოთხ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ კორუფციაში. ეს სანქციები უნდა გავრცელდეს ამჟამინდელი ხელისუფლების სხვა წევრებზე და განსაკუთრებით იმ ოლიგარქზე, რომელიც აკონტროლებს მოვლენებს კულისებიდან.

    ივანიშვილს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე აქვს გაყინული შვეიცარიაში, რაც მას ამერიკის გავლენის შედეგად მიაჩნია.

    შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა იმოქმედოს მისი სხვა აქტივების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ივანიშვილი გაცილებით მეტს აკეთებს რუსეთის დასახმარებლად, ვიდრე სანქციების სიაში მყოფი მრავალი რუსი ოლიგარქი”.

    წერს ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენცის ფუკუიამა.

  • ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    უნდა გავიდოთ, დავინახოთ მანდ რაც არის, ფარისეველი, მატყუარა, რომელიც ზრუნავს საკუთარი რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენი ეროვნული ინტერესი დღეს არის, თავისუფალ სამყაროში იმ იდეის გატანა, რომ საქართველო იმსახურებს, როგორც ქვეყანა და დასავლეთს ის სჭირდება, ამავე დროს, როგორც NATO-ს წევრი, როგორც რაიმე მყარი ფორმით, დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ამ საკითხში, გვჭირდება მხარდაჭერა დეოკუპაციაში, ჩვენ გვჭირდება მტკიცე, თავისუფალი კოალიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

    განაცხადა ფორმულასთან ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

  • მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! – გონჩარენკო

    “მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია, ივანიშვილის სანქცირების დროა! ” – ამის შესახებ,  უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო Twitter-ზე წერს.

    ”საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.  ” – განაცხადა გონჩარენკომ.

    ცნობისთვის,  27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. მასში საქართველოს არც ხელისუფლების  და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
  • ივანიშვილი მოწონების რეიტინგში 35%-ით, მე-7 ადგილზეა, 58%-ს ის არ მოსწონს – IRI

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ ოლიგარქი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი  მოწონების რეიტინგში 35%-ით, მე-7 ადგილზეა, ხოლო 58%-ს ის არ მოსწონს.

    სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

    • ილია მეორე – 91%%
    • კახა კალაძე – 52%
    • სალომე ზურაბიშვილი – 48%
    • ირაკლი ღარიბაშვილი – 43%
    • გიორგი გახარია – 36%
    • მიხეილ სააკაშვილი – 36%
    • ბიძინა ივანიშვილი – 35%
    • შალვა ნათელაშვილი – 35%
    • ელენე ხოშტარია – 33%
    • გიორგი ვაშაძე – 33%
    • ალეკო ელისაშვილი – 31%
    • ირაკლი კობახიძე – 31%
    • მამუკა ხაზარაძე – 29%
    • შალვა პაპუაშვილი 27%
    • ლევან ხაბეიშვილი – 27%
    • ბადრი ჯაფარიძე – 26%
    • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%
    • პეტრე ცისკარიშვილი – 19%
    • გიგა ბოკერია – 17%
    • პაატა მანჯგალაძე – 9%

    ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

    კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

     

  • ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ოქრიაშვილი ქოლ-ცენტრებზე

    ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ოქრიაშვილი ქოლ-ცენტრებზე

    “ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია” – პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    „მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი, რადგან როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.

    პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა, მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან ამ ქოლ-ცენტრების აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე .

    ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია – ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აცხადებს ოქრიაშვილი.