Blog

  • სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე მოქალაქე – შსს

    რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 70-მდე მოქალაქის გამოყვანა მოახერხეს, მათ შორის, ბავშვებისაც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

    „სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

    ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    დარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად აქტიური სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.

  • შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით მაშველებმა სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი.

    უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

    ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.

  • შოვში სამაშველო ვერტმფრენი მეწყრის ჩამოწოლიდან 3 საათში ჩაფრინდა

    სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი კურორტი შოვის ტერიტორიაზე  მეწყრის ჩამოწოლიდან 3 საათში ჩაფრინდა

    სტიქიის ზონაში, სამაშველო ოპერაცია იწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა, მეორე ვერტმფრენს კი წუთი-წუთზე ელოდებიან. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა.

    არსებული ცნობით, მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

    მოგვიანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული სოფელ შოვის ხიდი მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გ, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ინფორმაციით ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

    ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

    მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

     

  • შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და გლოლას – ენერგო-პრო ჯორჯია

    ენერგო-პრო ჯორჯია რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნუალია, რომ მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და სოფელ გლოლას.

    ”კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
    რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას.
    ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
    ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.” – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

    მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.

  • მეწყერში მოყოლილია 3-4 ამერიკის მოქალაქე.. სამაშველო ჯერ კიდევ არ მოსულა – ადგილობრივი შოვიდან

    რაჭაში, შოვში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის, ამერიკის მოქალაქეებიც არიან. მათი თქმით, უკვე საათნახევარია ადგილზე მაშველებს ელოდებიან.

    “ჯერ მხოლოდ რეკავენ – სახანძრომ, პოლიციამ დამირეკა. მე ამერიკის საელჩოში დავრეკე, რადგან 3 თუ 4 ამერიკის მოქალაქეა. [სამაშველო] მოდის, ერთადერთი ინფორმაცია, საათნახევარი გავიდა უფრო მეტი თუ არა”, – ამბობს ადგილობრივი “მთავართან”

    ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

    მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.

  • რაჭაში მეწყერში მოყოლილი ადამიანები კონტაქტზე იმყოფებიან

    რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

    ცნობისთვის, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.

  • მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან – შსს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაჭაში შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.

    “საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

    გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

    შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

    ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

  • რაჭაში მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა

    რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის6 არასრულწლოვანია.

    რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ”პირველ არხთან” აცხადებს, რომ მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.

    ადგილზე მოქალაქეები ვერტმფრენს ელოდებიან,  რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს – პუტინი

    „ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”,

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით  „მოსკვიჩებითა“ „ლადებით” გადაადგილება უბრძანა.

  • ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არიან მონები, სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას – კალაძე

    ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არიან მონები, სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას – კალაძე

    გადახედეთ, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

    აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებებზე.