Blog

  • ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავა

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და პუტინის თურქეთში ვიზიტზე, იტყობინება ერდოღანის პრესსამსახური Twitter-ზე. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა, ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის „მშვიდობის ხიდად“ ხედავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ერდოღანმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მარცვლეულის ფასები, რომელიც 23 პროცენტით დაეცა, სანამ მარცვლეულის გარიგება არსებობდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა. კრემლში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

    მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ გააგრძელონ კონტაქტები, მათ შორის შეხვედრისთვის მზადება. 17 ივლისს რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინული საკვების უსაფრთხოდ გატანის საშუალებას იძლეოდა შავი ზღვის პორტებიდან და გააუქმა გემების უსაფრთხოების გარანტიები.

    ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინის პორტებისა და ლიფტების დაბომბვა დაიწყეს. Wall Street Journal დიპლომატებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მას შემდეგ, რაც ერდოღანმა რუსეთის ხელისუფლება “გააბრაზა” აზოვსტალის დამცველების უკრაინაში დაბრუნებით და შვედეთის ნატოში შესვლის მხარდაჭერით.

  • რუსულ გემს შავ ზღვაში საზღვაო დრონი თავს დაესხა – TASS

    რუსულ გემს შავ ზღვაში საზღვაო დრონი თავს დაესხა – ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ ხომალდზე საზღვაო დრონით თავდასხმა სცადა

    მანამდე, 1-ელ აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში რუსულმა ხომალდებმა გაანადგურეს სამი უკრაინული საზღვაო დრონი, რომლებითაც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

    • “დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამი საზღვაო უპილოტო კატერით “სერგეი კოტოვისა” და “ვასილი ბიკოვის” საპატრულო გემებზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
  • ევაკუაცია ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა – იუსტიცია

    “გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

    მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებში”.

    თბილისის იუსტიციის სახლის განცხადებით, უწყებაში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო გამოცხადდა, რის შემდეგაც პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

  • მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

    ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები, პარტია ”დროას” ორგანიზაციის თავმჯდომარეს გენრი დოლიძეს მხარდამჭერას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

    გენრი დოლიძე პოლიციამ ბათუმში მაშინ დააკავა როდესაც რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.

    გენრი დოლიძე ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, “დააწვინეს ქვაფენილზე, შედგნენ ფეხებით”, რა დროსაც, მისივე თქმით, ადგილზე მივიდა ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ამოიცნო გენრი დოლიძე და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში, “დედა შეაგინა და თვალის არეში წიხლი მოარტყა”.

    “პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც. ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები”, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.

    ხელმომწერები:

    1. არჩილ ქიქოძე
    2. ეკატერინე ტოგონიძე
    3. გვანცა ჯობავა
    4. ნესტან ნენე კვინიკაძე
    5. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
    6. თამთა მელაშვილი
    7. ბათუ დანელია
    8. ანი კოპალიანი
    9. ნუკრი ბერეთელი
    10. ზაალ ანდრონიკაშვილი
    11. გაგა ნახუცრიშვილი
    12. ბექა ქურხული
    13. იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე)
    14. მაია ცირამუა
    15. ბუბა კუდავა
    16. თინა მამულაშვილი
    17. პაატა შამუგია
    18. ინა არჩუაშვილი
    19. ნატო ინგოროყვა
    20. რუსუდან რუხაძე
    21. რატი მუჯირი
    22. ლელა კოდალაშვილი
    23. თეონა დოლანჯაშვილი
    24. ბელა ჩეკურიშვილი
    25. ლანა კალანდია
    26. ნათია მიქელაძე
    27. მაშო სამადაშვილი
    28. კატო ჯავახიშვილი
    29. დოდო ყვავილაშვილი
    30. ზვიად კვარაცხელია
    31. მაია კუდავა
    32. ნინო სურამელაშვილი
    33. მანანა მათიაშვილი
    34. კოკა ქამუშაძე
    35. მაია ალუდაური
    36. ზურაბ პაპიაშვილი
    37. მერაბ ფიფია
    38. ნათია გიორგაძე
    39. ნიკა ჩერქეზიშვილი
    40. ქეთი ქანთარია
    41. ნინია ნადირაძე
    42. მარი ბექაური
    43. ირაკლი ლომოური
    44. მარიამ კიკაჩეიშვილი
    45. ნიკოლოზ აგლაძე
    46. ელენე ჯაფარიძე
    47. დალილა გოგია
    48. ნუკა ღამბაშიძე
    49. მარინა ცხადაია
    50. დარეჯან კიკოლიაშვილი
    51. მარინა თექთუმანიძე
    52. მედეა იმერლიშვილი
    53. ლექსო ქურხული
    54. ლია ვიტეკი
    55. ია ჯინჭარაძე
    56. ირაკლი შამათავა
    57. ჯაბა გორგილაძე
    58. ბელა ქებურია
    59. ნათია ორმოცაძე
    60. ლელა კურტანიძე
    61. მიხეილ ციხელაშვილი
    62. ნანა აკობიძე
    63. ნატო გორდელაძე
    64. ლიკა ჭელიძე
    65. მაკო ჯაოშვილი
    66. ესმა მანია
    67. ბადრი თევზაძე
    68. პაატა აბაშიძე
    69. ქალთამზე ანა სურმანიძე
    70. მაია მიქაია
    71. საბა ოკუჯავა
    72. თორნიკე სიბაშვილი
    73. რეზო გეთიაშვილი
    74. გიო ლომიძე
    75. გაგა ნახუცრიშვილი
  • EU-ს მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში – ვოლსკი

    EU-ს მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში – ვოლსკი

    “მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა ძალიან ბევრი პოზიტივი წერია, არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ და ეს მოხსენება რასაკვირველია მნიშვნელოვანია. მოხსენება რომც არ იყოს, იმ თემებზე, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, სისტემატური მუშაობაა საჭირო, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური მოხსენებაა და ვფიქრობ ამან განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, რაც არ არის კარგი. მოწინავეთა რიგებში საქართველო იყო და არის არამარტო სამეულის ფორმატში, არამედ ევროკავშირშიც ბევრ ქვეყანას ბევრი მაჩვენებლით უსწრებს წინ.[…] მიგვაჩნია, რომ არის საკითხები, რომელზეც კრიტიკა მოსასმენია, მაგრამ არის თემები, სადაც კრიტიკა განპირობებულია გარკვეული კონიუნქტურით და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით. ვენეციის კომისიაში გადაგზავნა, თუნდაც, სამჯერ მოსმენილი კანონის, ვფიქრობ ნორმალურია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუ რაიმე შენიშვნები არსებობს, უნდა დავსხდეთ ვიმსჯელოთ, კარგი იქნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ არ მოველით, რომ რევოლუციურ კომიტეტს ასეთი განწყობა ექნება,”

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

  • რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ბორელი

    “ეს სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა. რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს. პირველი, “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მეორე, კვლავ გავაძლიერებთ ჩვენს “სოლიდარობის ხაზებს”, როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ. მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავუზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში” რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს”.

    ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.

  • კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს – გახარია

    “კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია “დაასაბუთა.” ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს,”

    აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

  • რუს ტურისტებს თბილად დავხვდებით – თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება – ბჟანია

    “რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება.[…]სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს Astoria Grande-ს ტიპის გემები. სიხარულით გიწვევთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რომ რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მივიღებთ. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება”

    აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია.

  • „მაგთიკომის“ პოზიცია 5G აუქციონთან დაკავშირებით

    5G ქსელის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას „მაგთი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მარეგულირებლისგან გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი და ის აფერხებს ახალი ტექნოლოგიის დანერგვის და განვითარების შესაძლებლობას.

    რეკომენდაციებისა და არგუმენტების შესახებ, რომელიც კომპანიას აქვს, „მაგთიკომის“ იურისტმა ლევან გიორგაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

  • რუსებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი ოდესაზე

    “რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს პორტებს, მარცვლეულს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.

    როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ლიფტებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთს შეუძლია და ის უნდა შეჩერდეს”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.