Blog

  • ამ მომენტისთვის, სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება – ქარსელაძე

    “ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება.”,

    აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

  • ნოვოროსიისკის პორტს ორი უკრაინული საზღვაო დრონი დაესხა თავს–რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია საზღვაო უპილოტო დრონების ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შესახებ.

    რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით ორმა უპილოტო უკრაინულმა კატერმა რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა.

    ”შეტევის მოგერიებისას, უპილოტო კატარღები ვიზუალურად იქნა აღმოჩენილი და განადგურდა რუსული გემების  იარაღიდან, რომლებიც იცავდნენ სამხედრო–საზღვაო ბაზის გარე პერიმეტრს,” – ციტირებენ სააგენტოები უწყებას.

    ნოვოროსიისკის პორტი რუსეთის მთავარი პორტია შავ ზღვაზე და ამავე დროს, სამხედრო–საზღვაო ბაზაც. ეს პორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციებში მოხვდა.

  • ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი–შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    “ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

    დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

    სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.“–ნათქვამია განცხადებაში

  • ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა? – ქარსელაძე

    “პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ ვითარება ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას…ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და გაგავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია ვინაიდან საუბარი არის პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ- მიზეზ  ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
    მართალია მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.

    შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში….

    ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა?

    დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება…

    თქვენ თუ ცოტა მეტს წაიკითხავთ ვერტმფრენებზე მიხვდებით, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო. ნახვამდის

    აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ვერტმფრენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

  • მაშველებმა შოვში 6 ადამიანი იპოვეს, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ – ბოლო ცნობები

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

    რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა 6 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდნენ.

    ”მაშველებმა იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გამოჰყავთ ექვსი ადამიანი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ”.- წერს ამის შესახებ, ჟურნალისტი და ამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
    ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.
    ვერტმფრენით ადამიანების გამოყვანა ამ დროისთვის შეწყვეტილია და დილით განახლდება.

     მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება საჭირო არ არის.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ადგილზე რთული ვითარებაა.

    „რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია. არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

    ცნობისთვის, რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს. დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი.

  • “მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ 1 ვერტმფრენი” – მოქალაქე შოვიდან

    ერთ-ერთი ადგილობრივი შოვში მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს. როგორც ის მედიებს უყვება, ოჯახთან კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს, ხოლო ოფიციალური პირები მათ სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

    “მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ.[..]

    იპოვონ ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, სანამ ცოცხლები არიან, ალბათ, კიდევ. მეტი რა მოთხოვნა უნდა მქონდეს. არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს… ჩამოწვა მეწყერი და სავარაუდოდ ანძაც ჩამოწვა, არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები ვერავის.

    მე ვეძებ ოფიციალურ პირებს, რომ რაღაც დავეკითხო, მე თვითონ გადავალ, მე თვითონ დავიწყებ სამძებრო [სამუშაოებს], მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება.” – აცხადებს მოქალაქე.

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
  • “თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგულებზე დარეკეთ: 598 913 089” – შოვში ცხელი ხაზი ამოქმედდა

    ონის მერია განცხადებას ავრცელებს და  მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089

    “ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა.

    შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

    სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

    მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089″ – წერია განცხადებაში.

    • რაჭაში სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანს ვერ უკავშირდებიან – ადგილზე საგანგებო სიტუაციები სამსახურის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

    ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას ახლობლები ოჯახის წევრებთან, რომლებიც დღეს მთელი დღეა კონტაქტზე არ გამოდიან. სავარაუდოდ სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.

    „ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას.

    მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.

    ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, -აცხადებს  “იმედთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

  • შოვში, სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანს ვერ უკავშირდებიან

    რაჭაში სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანს ვერ უკავშირდებიან – ადგილზე საგანგებო სიტუაციები სამსახურის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

    ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას ახლობლები ოჯახის წევრებთან, რომლებიც დღეს მთელი დღეა კონტაქტზე არ გამოდიან. სავარაუდოდ სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

    „ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას.

    მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.

    ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, -აცხადებს  “იმედთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

  • შოვში მეწყერს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    რაჭაში, შოვში მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 70-მდე მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს

  • ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს – ხაბეიშვილი

    “ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა – გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.

    წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა …

    ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური – ზარალდება ხალხი

    ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები…”

    წერს ამის შესახებ,  ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით.

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.