Blog

  • კაბინეტენში სხედხართ, გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება.. მარტო მე ვარ ოჯახიდან ცოცხალი.. – მოქალაქე შოვიდან

    “კაბინეტენში სხედხართ, გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება.. მარტო მე ვარ ოჯახიდან ცოცხალი..” – ასე მიმართავს, რაჭაში სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ონის მუნიციპალიტეტის მერს სერგო ხიდაშელს, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარს დეპუტატ გოჩა ენუქიძეს და  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს.

    “Papuna Margvelidze Gocha Enukidze Sergi Khidesheli კაბინეტენში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი. ონის მუნიციპალიტეტის მერია” – წერს მარიტა გუტაშვილი.

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

    ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

    სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.

  • თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნისთვის გამოიყენა ვერტმფრენი, უნდა დააკავონ! – ოქრიაშვილი

    “კალაძის “გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!

    პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!

    ისევ გახსენებთ  კლასიკურ ჭეშმარიტებას – ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში”

    ასე ეხმაურება, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ თბილისის მერმა “სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან”.

  • მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო – ლიეტუვას საგარეო

    ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშვებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები”,

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

  • რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს – ლავროვი

    რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს – ლავროვი

    “ცხადია, რომ არც ერთ კონფლიქტში სამართლიანობა არ მიიღწევა, თუ დაცული არ იქნება ეთნიკური უმცირესობების უფლებები. მეტიც, ეს უალტერნატივოა უკრაინაში, სადაც რუსული ყოველთვის იყო მშობლიური ენა მოსახლეობის უმრავლესობისთვის. დასავლეთში ყველა ძალას იყენებენ ე.წ. ზელენსკის ფორმულის დასამტკიცებლად და 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, არავის, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც პარიზსა და ბრიუსელში, სიტყვა არ უთქვამთ კიევის რეჟიმის დამოკიდებულებაზე – “ავიღებთ ყირიმს, დონბასს და ჩვენს სხვა მიწებს” და “გავანადგურებთ იქ ყველა რუსს”.

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო – კალაძე

    ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ხელისუფლება წვრთნის ე.წ. სპეცნაზებს როგორ დაარბიონ ეფექტურად,ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად – გვარამია

    ხელისუფლება წვრთნის ე.წ. სპეცნაზებს როგორ დაარბიონ ეფექტურად,ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად – გვარამია

    რას გვასწავლის შოვის კატასტროფა:
    საქართველო, მისი ბუნებრივი მდებარეობის და ლანდშაფტის გამო, სტიქიური უბედურებების მიმართ მიდრეკილი ქვეყანაა. შესაბამისად, როგორც ყველა ამგვარ ქვეყანას, სჭირდება სრულად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამაშველო სამსახური.
    ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება წვრთნის და აღჭურვავს სუსს – როგორ მოუსმინოს და უთვლათვლაოს უფრო ეფექტურად, და ე.წ. სპეცნაზებს – როგორ დაარბიონ უფრო ეფექტურად. ამაში ის უზარმაზარ ფულს ხარჯავს, ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური გაწვრთნას და აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
    სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად მსხვერპლი მოსახლეობაშიც და მაშველებშიც.
    მსხვერპლი სტიქიური უბედურების თანმხლები პროცესია, მაგრამ მისი მინიმიზაციაა სწორედ იმის მაჩვენებელი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ბოლო პერიოდის ყველა ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფო უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა და ყველა შემდგომ სტიქიაში ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც წინა შემთხვევებში. ეს კი იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს და, დიახ, თავადაც სტიქიური უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი სამაშველო სფეროში მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან სარეფორმო ჯგუფის ჩამოყვანა და მათ მიერ ღრმა და საფუძვლიანი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებაა. ცხადია, დიდი დაფინანსების გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ფული ხელისუფლებას აქვს – სუსს და სხვადასხვა ჯურის სპეცნაზებს უნდა ჩამოაჭრას და აქეთ გადაამისამართოს. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს. მათი ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

    ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

  • შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა

    შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა, სამძებრო სამუშაოებს კი მაშველები აგრძელებენ. ვერტმფრენები ონის ცენტრალურ სტადიონზე არიან გაჩერებული.

    ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს რომ დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ახლა ტურისტული სეზონია და შოვი დამსვენებლებით სავსე იყო.

    ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

    სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.

  • “ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – აზერბაიჯანის საგარეო შოვზე

    “ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

    “ვიმედოვნებთ, რომ ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულია, უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იქნებიან ნაპოვნი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გვერდი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • შოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

    რაჭაში შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრი უდასტურებს.

    მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. მეწყრულ ზონაში 25 მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

    შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

  • პირადად მე სოლიდარობას ვუცხადებ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას – სალომე ზურაბიშვილი

    „მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.

    დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს, მათი როლი არ დასრულებულა. ძალიან რთულია ამ პირობებში მათი მუშაობა. ვიცი, რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენ ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს საზოგადოებას და ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით, სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა და ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ასევე მზად ვარ, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“,

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.