Blog

  • ჰამასმა მძევლების ნაწილის გათავისუფლების პირობა დაასახელა

    ჰამასის წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება მზად არის გაათავისუფლოს ისრაელში დატყვევებული მძევლების ნაწილი იმ პირობით, რომ ისრაელი შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას ისლამისტების წინააღმდეგ.

    “ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ გვსურს ისრაელის ჯარებმა შეაჩერონ აგრესია”, – განაცხადა ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა მოჰამედ ნაზალმა კატარის ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ტყვეები სამ კატეგორიად დაყო: მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და ჩასახლებულები და თქვა, რომ ჰამასი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლების განხილვისთვის არის მზად.

    გუშინ საღამოს ჰამასმა  პირველი ორი მძევალი გაათავისუფლა.  ესენი არიან აშშ-ს მოქალაქეები ჯუდიტ ტაი რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი  ნატალი რაანანი.-

    ქალები  ნათესავებს სტუმრობდნენ კიბუც ნაჰალ ოზში, სამხრეთ ისრაელში, როცა მას ჰამასი დაესხა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისინი ამჟამად  ისრაელის თავდაცვის ძალების მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. მოლაპარაკებები  მძევლებთან დაკავშირებით  კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა.

    შაბათს ისრაელის სამხედროებმა განაახლეს მძევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.  ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ისლამისტებს მძევლად  ჰყავთ 210 ადამიანი და არა 201, როგორც წინა დღეებში იყო ცნობილი.

    ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ისრაელისა და კატარის ხელისუფლებებს ქალების გათავისუფლებაში დახმარებისთვის:

    ”აშშ მუშაობს 24  საათის განმავლობაში ამერიკელი მძევლების გასათავისუფლებლად და აგრძელებს ძალისხმევას ჰამასის მიერ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფთა გასათავისუფლებლად. როგორც მათ ოჯახებს ოჯახებს ვუთხარი, როდესაც მათ გასულ კვირას ვესაუბრე, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მათ ახლობლებს სახლში არ დავაბრუნებთ. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკელების უსაფრთხოება, რომლებიც მძევლად არიან აყვანილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.”

     

  • როცა ტერორისტები და დიქტატორები არ იხდიან ფასს, ეს იწვევს მეტ ქაოსს და სიკვდილს – ბაიდენი

    ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, ან როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ეს იწვევს მეტ ქაოსს, სიკვდილს და ნგრევას. და ამერიკასა და მსოფლიოსთვის ხარჯები და საფრთხეები სულ უფრო იზრდება. ამას გვერდი არ უნდა ავუაროთ.

    წერს ამის შესახებ, Twitter-ზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

  • თავი ქართველების დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს – სააკაშვილი

    თავი ქართველების დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს – სააკაშვილი

    27 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე ჩართვა მექნება. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას, ჩემი ხმის დაბლოკვას მორიგ ჯერზე ნუ შეეცდება. თუ ლეპტოპით არ გამოგდით, ამის განხორციელება მობილური ტელეფონითაც უპრობლემოდ შეიძლება. რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებასა და ჩემთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით. რატომ ვერ შეძლებთ, პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

    მე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს. დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ მომენტში თავის სიტყვას იტყვის. ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადებაა საჭირო. ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ.

    აცხადებს ამის შესახებ,  საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ასეთ ტონს, რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, არ მივიღებთ! – პესკოვი ბაიდენზე

    “არ მივიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ.[…] ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობიან ლიდერებს და არა მგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს”,

    განაცხადა ამის შესახებ, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ვლადიმირ პუტინსა და ჰამასზე.

  • ჰამასის დამარცხების შემდეგ, ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს – იოავ გალანტი

    “ჩვენ პირველ ფაზაში ვართ, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია [საჰაერო თავდასხმებით] და მოგვიანებით [სახმელეთო] მანევრით, რომლის მიზანიც ტერორისტების განადგურება და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა ჰამასის დასამარცხებლად და გასანაგურებლად.[…] მესამე ნაბიჯი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელისა და მისი მოქალაქეებისთვის.”

    ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

  • წინა ომბუდსმენი იყო გურული, მე სვანი ვარ, ტემპერამენტში განსხვავება იქნება – ლევან იოსელიანი

    ”წინა სახალხო დამცველთან შემადარეთ ბატონო როსტომ (ჩხეიძე) და ტემპერამენტი დამიწუნეთ, როგორც თქვენი გამოსვლიდან გავიგეთ. არც ვიცი, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან ეს თქვენი მოსაზრება იყო, რომელიც ჩემს შესახებ თქვით. უბრალოდ, ალბათ, დრო რომ გავა, გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად გეტყვით, რომ წინა სახალხო დამცველი იყო გურული, მე ვარ სვანი, ბუნებრივია, ტემპერამენტში იქნება განსხვავება. ეს ხუმრობით, მაგრამ, ალბათ, დრო უკეთესად გამოაჩენს და შეიძლება, თქვენი წუხილები განქარვდეს უკვე შემდგომი ანგარიშების დროს”.

    განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

  • რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან – ფონ დერ ლაიენი

    “რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, ჰამასს კი ირანის მხარდაჭერით, სურს გაანადგუროს ისრაელი. ირანი ჰამასის მფარველია, ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი ირანისგან შეიარაღებას ყიდულობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან.[…] ტერორისტები, რომლებმაც მხარს უჭერებენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან. შესაბამისად, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ საშინელების წინაშე დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს – ჩვენ ისრაელის მხარეს ვართ”

    აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

  • კარგი იქნება, თუ აშშ იმ შეზღუდვებს მოხსნის, რაც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა – პაპუაშვილი

    “7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მოსამართლეებს ვგულისხმობ, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს მე მაფიქრებს, რომ ამ მოსამართლეების შემთხვევაში, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს […] აშშ-ს ახალ ელჩსა და მის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჩვენ იმედით ვუყურებთ. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს მოხსნიდა, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქის მიმართ დაწესებული აქვს. ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი იქნებოდა – იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს და არც საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით”

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო – დანილოვი

    “მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მერე იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, ეს [ომი] იყო “გაციებულ” მდგომარეობაში და ახლა ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია.

    უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა… და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლო მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს”

    აცხადებს ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ოქტომბერს +19, +21; 21-22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ოქტომბერს +10, +12; 21-22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.