Blog

  • თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია – ვოლსკი

    თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია – ვოლსკი

    „თუ მოგვცეს სტატუსი და ვფიქრობ, სწორედ ასე გადაწყდება, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც უკეთებია ხელისუფლებას და ამის გარდა, რასაკვირველია, საზოგადოებას ეკუთვნის – არასდროს არ უნდა გამოვყოთ საზოგადოება ხელისუფლებისგან, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს.

    არის გარკვეული საკითხები, საგანგებო მნიშვნელობის, ეს არის სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა, ის, რაც 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება და გარკვეულწილად მიმდინარეობს კიდევ მუშაობა მთელ რიგ საკითხებზე. შესრულდა რეკომენდაციები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოც დაკომპლექტდა და ბევრი თემაა, რომელიც ვთვლით, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, მაგრამ არავინ თქვას, რომ საზოგადოებას გარკვეული ავტორიტეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ აქვს. რასაკვირველია, საზოგადოებაა მთავარი და მთავრობაც საზოგადოების ნაწილია, ჩვენ ერთნი ვართ. ამ ერთობის დარღვევაზე მიდის მუშაობა, რომ როგორმე არ მისცენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსი, როგორმე ვითომ საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება სხვა. ესაა პირდაპირი მოწოდება, რომ სტატუსი არ მისცენ ქვეყანას და საზოგადოებას უთხრან, რომ მთავრობაა მიზეზი იმის, რომ სტატუსი არ გვეძლევა და საჭიროა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლება მოიცილოს. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მოწოდება, რომელიც არის მთავარი გეგმა. საერთოდ არ აინტერესებთ სტატუსი გვექნება თუ არა,“

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

  • ირანისგან ესკალაციას ველით და მზად ვართ ამისთვის – ბლინკენი

    “ჩვენ ველით, რომ არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა – ესკალაცია ირანის მომხრე ძალების მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ.[…] ჩვენ არ გვინდა მეორე ან მესამე ფრონტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები ან ჩვენი მებრძოლები ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.[…] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან სწორ პოზიციაზე, რომ ისინი დაცულნი არიან და რომ ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უნარი,”

    ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ოქტომბერს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • არავის კადრი არ ვარ საკუთარი თავის გარდა – ნიკა გვარამია

    “ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არა ვარ, საკუთარი თავის გარდა”,

    აცხადებს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ნაციონალურ მოძრაობაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.

  • 100%-იანი გარანტიით ვამბობ, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს – კალაძე

    მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს აუცილებლად. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ყველაფერი იქნა შესრულებული, გაკეთებული, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. ნუ, თუ ახლა ისევ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასაც გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი შეფასებებით, საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს.

    განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • 2024-შიც, 2028-შიც მოვიგებთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – კალაძე

    ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. ქართული ოცნება 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და იმასაც გეტყვით, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს პარტია ქართულ ოცნებას, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელშიც გავიმარჯვებთ და 2028 წელშიც გავიმარჯვებთ.

    განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, ვინ წავა და დარჩება, მეათეხარისხოვანია – წითლიძე მელიაზე

    ნაციონალურ მოძრაობას აზიანებს და აზიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს. საქართველოს მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, თვლიან, რომ ამ ქვეყნის პრობლემა ეს გამოგონილი შეთქმულების თეორიები არ არის, რაზეც ამდენი ხანია ეს შიდა დომხალი მიმდინარეობს.

    რუსულმა ოცნებამ თუ შეძლო, რომ 2024 წლის არჩევნები შეინარჩუნა ტერორით, უბედურებით, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მაშინ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა დაკარგავს ევროპული განვითარების შესაძლებლობას.

    როდესაც დგას ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნის წინაშე, ნებისმიერი სხვა საკითხი, უთანხმოება, წყენა, კინკლაობა, ვინ დარჩება, ვინ წავა, არის მეათეხარისხოვანი.

    ამბობს დეპუტატი ანა წითლიძე ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

  • IDF-ის ცნობით, ღაზაში 222 ადამიანია მძევლად აყვანილი

    ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ჰამასის ტერორისტებს 222 მძევალი ჰყავთ. მონაცემები ისრაელის თავდაცვამ დღეს განაახლა.

    დანიელ ჰაგარის განცხადებით, დატყვევებული ადამიანების ოჯახებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია

    „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს ტყვეების გასათავისუფლებლად და ოჯახებში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჰაგარიმ.

  • გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობს შედეგები, თერმული ხედვის დრონების ჩანაწერები – “ლელო” შოვის სტიქიაზე

    “თვეები გავიდა შოვის უბედურებიდან და ტრაგედიიდან და რუსული ხელისუფლების მიერ არანაირი პასუხი გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, “ლელომ” დაუყოვნებლივ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება შესაბამისი, რელევანტური, უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში და რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს, მიჩუმათდეს და საზოგადოების ყურადღება იქნას გადატანილი. ლელო მოითხოვს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ე.წ. გამოძიება სადაც მიმდინარეობს და რუსული გამოძიების ხელმძღვანელობას, რუსულ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობს შედეგები, და ეცნობოს საზოგადოებას თუ რა ეტაპზე და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ასევე, მოითხოვს თერმული დრონის, ღამის დრონებზეა საუბარი […] დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს თერმული დრონის ჩანაწერები, გასაჯაროვდეს ტრაგედიის პირველივე ღამის პირველივე წამებიდან, საზოგადოებას მოახსენონ ამ შემთხვევაში ე.წ. გამოძიების შედეგად რა დადგინდა, დადგინდა თუ არა ის, რომ ვინ იყო პასუხისმგებელი, რომ არ განთავსდა ადრეული გაფრთხილების სისტემები, “ლელო” მოუწოდებს ე.წ. რუსულ გამოძიებას დაუყოვნებლივ იქნას გამოქვეყნებული გამოძიების შედეგები”,

    აცხადებს “ლელოს” წევრი, ლევან სამუშია.

  • არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მავნე გავლენა იქნება – ნიკა მელია

    ჟურნალისტები პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე მეკითხებიან, რაზეც, მინდა, ჩემი პასუხი საჯაროდ ვთქვა. არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა. სადაც არსებობენ ეს ადამიანები, საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები არსებობს. სადაც პროცესზე მათი გავლენა, დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები არსებობს, გამარჯვება ვერასდროს მოვა. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორს, დავით კეზერაშვილს აკითხავს.

    ერთიანობა ძალაა, თუ ერთობა სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს. მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. ხოლო თუ ერთობა ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება. არაფერი მესაქმება არსად, სადაც მთავარი ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა. იმ ხალხთან ერთად ვიქნები, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია. სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობისა და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ. ერთადერთი პირობა კი რაც მე ნაციონალურ მოძრაობასთან მაქვს, არის პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში დავასრულოთ. ყველა სხვა შემთხვევაში, პლატფორმას რა სახელიც არ უნდა ერქვას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი. ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი.

    წერს ამის შესახებ,  ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

  • სახმელეთო ოპერაცია შეიძლება თვეები გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ ჰამასი აღარ იქნება – გალანტი

    “ეს ღაზაში უკანასკნელი [სახმელეთო] მანევრი უნდა იყოს, მარტივი მიზნით, რომ, როდესაც ის დასრულდება, ჰამასი აღარ იარსებებს. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი, ორი ან სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ ჰამასი აღარ იქნება.[…]  სანამ მტერი ჯავშნოსან და სახმელეთო ძალებს შეხვდება, მათ საჰაერო ძალების ბომბებთან შეხვედრა მოუწევთ”.

    აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი  იოავ გალანტი.