Blog

  • “ყველგან მივწვდებით” – ზელენსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს რომ ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა. მან ასევე დაამატა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისთვის გამოსავალი ვერ იქნება და უკრაინა მათ “ყველგან მისწვდება.”

    “რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ – მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს

    „ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, – განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.

    შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

    „მინდა, დარწმუნებულები იყოთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ“,

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

  • ლავროვი ამბობს, რომ 3+3 ფორმატში საქართველო, შესაძლოა, მალე ჩაერთოს

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ 3+3 ფორმატში საქართველო, შესაძლოა, მალე ჩაერთოს.

    „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება.[…] ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან “, – განაცხადა ლავროვმა.

  • უკრაინის ტერიტორიაზე 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება – უკრაინის დაზვერვა

    “უკრაინის ტერიტორიაზე 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება” – აცხადებს ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.

    „რა თქმა უნდა, ეს პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს არმიასთან, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით ვეღარ ვუწოდებთ თანამედროვე არმიას, არის დიდი რაოდენობით იარაღი, კერძოდ, ჯავშანტექნიკა და ავიაცია. ამიტომ მტერი, რა თქმა უნდა, რჩება სახიფათო“, – განმარტა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

    მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს სამობილიზაციო ზომების გატარებას და ეს პროცესი არ შეჩერებულა მთელი ზაფხულის განმავლობაში.

    „ამიტომ, ვიფიქროთ, რომ მტერი დაელოდება უკრაინელებს წინსვლას იმისთვის, რომ მათ დაარტყას, ჩვენი მხრიდან, ალბათ, არასწორი იქნებოდა. 2022 წლის სცენარის იმ სახით გამეორებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ზოგიერთ რაიონში მტერი გააგრძელებს ცალკეული შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა.

  • ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე 400-ზე მეტი დარტყმა განახორციელა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილის ანგარიშში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში 400-ზე მეტ „ტერორისტულ სამიზნეს“ დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ჰამასის რამდენიმე მეთაური და ბევრი „ბოევიკი, რომელიც თავდასხმებს ამზადებდა“.

    ისრაელის არმიამ დაარტყა “ათობით” ჰამასის მებრძოლს, რომლებიც ემზადებოდნენ რაკეტების გასაშვებად და “ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელის ზურგში“– ნათქვამია განცხადებაში.

    ისრაელის საჰაერო ძალების მებრძოლებმა შეტევა მიიტანეს ათობით „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ ობიექტსა და ჰამასის პლაცდარმებზე ღაზას სექტორის რამდენიმე დასახლების მახლობლად. ერთ-ერთი დარტყმა, ისრაელის ცნობით, განხორციელდა ჰამასის გვირაბის შახტზე, რომელიც ბოევიკებს სანაპირო ზოლზე წვდომას აძლევდა.

    გარდა ამისა, საჰაერო ძალებმა დაარტყეს მეჩეთებში განლაგებულ სამეთაურო ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებს. ისრაელის არმია ასახელებს სამ მოკლულ მეთაურს.

    მთავარი მოკლედ:

    • ორი მოხუცი ისრაელელი ქალი, რომელიც ჰამასმა წუხელ გაათავისუფლა, თელ-ავივის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ქმრები კვლავ მძევლად რჩებიან.
    • შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ უნახავს ღაზას სექტორის ოპერაციის გეგმა მიღწევადი მიზნებით, განუცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებმა New York Times-ს.
    • შეერთებულ შტატებს ეშინია თავდასხმების მის სამხედრო ბაზებზე და სხვა ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში, სადაც პროირანული შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ. მათ რეგიონში დამატებითი ჯარები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის ძალები გადაჰყავთ და არააუცილებელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.
  • მაკრონი ისრაელში ჩავიდა

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს თელ-ავივში ჩავიდა რათა გამოხატოს სოლიდარობა ისრაელის მიმართ 7 ოქტომბერს პალესტინის დაჯგუფება ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

    ვიზიტის დროს საფრანგეთის ლიდერი, სავარაუდოდ, გამოვა მოწოდებით„დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“ ღაზას სექტორში, იმ დროს, როდესაც ისრაელი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს პალესტინის ანკლავზე და ემზადება სახმელეთო შეტევისთვის, წერს AFP პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.

    დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან. გარდა ამისა, AFP-ის ცნობით, თელ-ავივში მაკრონი უნდა შეხვედროდა ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპული ან ღაზას სექტორში მძევლად მყოფი საფრანგეთისა და ფრანკო-ისრაელის მოქალაქეების ოჯახებს.

    Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ეს შეხვედრა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შედგა.

    საფრანგეთის სულ მცირე შვიდი მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა ჰამასის მძევები არიან, მაგრამ დადასტურებული მხოლოდ ერთი ფრანგი ქალის მძევლობაა.

    მანამდე სოლიდარობის ვიზიტებით ისრაელში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი .

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 24 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის,  წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, გონაშვილის, მეტეხის, მეფე სოლომონ ბრძენის, მარტყოფის, ხივინის, ქურხულის,  ახმეტის, სევანის, ლადო მესხიშვილის, ისნის, მაჭარის, მახათას, დედოფლისწყაროს, ბოროდინის, ფაღავას, ლაგოდეხის, ფერიცვალების,  ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, ერევნის, ირბახის, წურწუმიას, ცისკრის, იუსტინე აბულაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიკოლოზ იზაშვილის, ბადიაურის, თელავის, ალადაშვილის, დმანისის, სართიჭალის, ხერხეულიძის და  ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I  მიკრორაიონის და  საქართველოს  ერთიანობისთვის   მებრძოლთა ქუჩის  მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ათონელის, ფურცელაძის, მტკვრის, ორბელიანის,  ტელეგრაფის,  ხაზინის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, კოსტავას,  ვერეს,  ტაბიძის,  ჯავახიშვილის, თვალჭრელიძის და საქანელას  ქუჩების  მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წყნეთის, ჭოველიძის, ზანდუკელის, დავით თორაძის, კერესელიძის და მაყაშვილის ქუჩების    მოსახლეობას.

    საბურთალოს და მთაწმინდის რაიონები

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას  გამზირის  (ნაწილობრივ),  პეკინის  გამზირის, ყაზბეგის  გამზირის, თამარ  მეფის  გამზირის,  რუსთაველის  გამზირის, რესპუბლიკის  მოედნის, დიღმის  მასივის I, II კვარტლების, რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, სპორტის სასახლის  მიმდებარე  ტერიტორიის, სააკაძის  მოედნის, გელოვანის  გამზირის, კვერნაძის,  ცაგარელის,  ონიაშვილის, გაგარინის, გახოკიძის, ბუდაპეშტის, კოდორის, ბროლოსანის, კოდუას,  ოდესის, ტაშკენტის, ეკალაძის, ვაშლოვანის, ვერეს, ბოცვაძის, ახვლედიანის,  ფიზკულტურის,  ყუშიტაშვილის,  ხვიჩიას,  საბურთალოს, შორსის, ბენდელიანის,  ქვემო  ვეძისის,  იოსებიძის,  არდაზიანის, 26 მაისის,  მიროტაძის, ალექსიძის, სანაპიროს, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, კალანდაძის, შარტავას, თაბუკაშვილის, აფაქიძის,  კვერნაძის,  ოდიშელიძის,  კანდელაკის, ლვოვის, ფანჯიკიძის, ჭაბუკიანის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, შიო ღვიმელის, თვალჭრელიძის, ბერბუკის,  ბრეგვაძის,  ოჩამჩირის,  გოთუას,  გამსახურდიას,  ზოვრეთის, ნიკოლაძის, ასლანიდის, ისაკაძის, ეკალაძის, კობახიძის, ვაშლოვანის, ლაპიაშვილის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის, სახოკიას, მგალობლიშვილის, ბაქრაძის, ბაგრატიონის,  ქიაჩელის,  სატივეს,  სულაკაურის,  ტყვარჩელის,  ბიჭვინთის,  ვაზისუბნის, იმედაშვილის, ვეძისის, ცაგერის, კოდორის, ოჟიოს, ანჯაფარიძის და დარასელიას ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდ

  • იძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს – დავითაშვილი

    “არ ვიცი რაზე საუბრობთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება კარგად, ნორმალურად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი აკეთებს მხოლოდ კარგ საქმეს და შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ღელავთ”

    ამბობს ვიცე-პრემიერი და  ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

  • ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

    ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

    არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

    ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

  • ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის, ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს – გახარია

    “ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე, ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის. არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს.”

    თქვა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ.