Blog

  • ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს – ნინო ლომჯარია

    რუსეთის შეკვეთით ნახევარი საქართველოს აგენტებად რეგისტრაციას და დევნას რომ კაცები მხარს დაუჭერენ, იმათგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს გუშინ ირაკლი ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს.

    თეონა აქუბარდია, ანა წითლიძე – საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ!

    განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

  • ნიკა გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

    “ჩემთვის ქივორდი, ანუ ამოსავალი სიტყვა, არის ახალი, ახალი შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდა ახალი კონფიგურაციების მეშვეობით, თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება და უნდა იყოს ახალი. მე მთელი ცხოვრება ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 15 წელი ნამდვილად, გავხსნა ახალი შესაძლებლობები, გავხსნა და შესაძლებლობა მივცე ახალ ხალხს, 2024 წელი, ეს იქნება ან ახალი საქართველოს გამარჯვება და ახალი საქართველოს, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, დაფუძნება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული, დამარცხება.

    კობახიძე ალაპარაკდა ოპოზიციაზე და ჩემზე მათ შორის, როგორც ცალკე სუბიექტზე და დღეს მამუკა მდინარაძეც, ამას მე ავხსნი. [თქვენ ხართ ერთ-ერთი ვინც დასახელებულია სტატუსის წინააღმდეგ მუშაობაში შემჩნეულებს შორის] ესეც შეუძლიათ დადონ ეს ჩანაწერები, იმიტომ, რომ მე ამას ღია დისკუსიებში ვლაპარაკობ, მე არაფერს არ ვმალავ, ჩემი ძლიერი მხარეც ეს არის და სუსტი მხარეც ეს არის, პირდაპირი ადამიანი ვარ, ბევრს ვიგებ ამის გამო და ბევრს ვაგებ კიდევაც, მაგრამ ასეთი ვარ და არ ვაპირებ შევიცვალო”,

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

  • Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია – ილონ მასკი

    Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ამის შესახებ,  ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი X-ზე (Twitter-ზე) წერს.

    Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!”. – წერრს ილონ მასკი საკუთარ X-ზე.

    ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარის, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    მიწიქსვეშა ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • “მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაა” – დავითაშვილის პირველი კომენტარი პუტინთან ვახშმის შემდეგ

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი  პეკინში გამართული ბანკეტის შემდეგ რომელსაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა,  პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემას” უწოდებს. მისი თქმით, ბანკეტზე მონაწილეობა “იმ პატივისცემიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საქართველოს აქვს ჩინეთის მიმართ”.

    ჩვენ ვიყავით მოწვეული პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, პრეზიდენტის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მასპინძელი მხარე როდესაც გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, როდესაც ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ ფორუმის. ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი-მ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები და ასევე, სახელმწიფო მეთაურების განლაგება, მათ შორის დელეგაციების, იყო გამიჯნული. […] ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რაიმე ტიპის სხვა ჟესტი“, – აცხადებს დავითაშვილი.

  • 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გრიპზე ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა – NCDC

    1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა ყველა მსურველისთვის, ვინც 6 თვეზე მეტი ასაკის არის. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    “ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

    აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”. – წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

  • უმრავლესობამ გადააყენოს ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან – ბოკუჩავა

    მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბერაია უნდა იკავებდეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას? თუ თქვენ გსურთ, რომ დაწესდეს რეალური, ქმედითი სანქცია ამ ამორალური, სამარცხვინო განცხადების გამო ამ კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. გასაგებია, რომ პარლამენტის წევრები არიან არჩეულები ხალხის მიერ და შესაბამისად, მათი გადარჩევა შეუძლებელია, თუმცა აქაც თქვენი მორალური ღერძი სწორი რომ იყოს, მას მოუწოდებდით მანდატი დაეტოვებინა. მაგრამ ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც პირდაპირ სუს-იდან არის ნაკარნახევი და რომელიც მიზნად ისახავს ყველაზე აქტიური, ყველაზე პრინციპული და უკომპრომისო ოპოზიციონერი ქალების გაჩუმებას და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ ხდება განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ვაქტიურობთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა თქვენი მოწოდება, რომ მან დატოვოს მანდატი. მაგრამ მინიმალური არის ის, რომ დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რადგან უკიდურესად შეუსაბამოა ის თავისი პოზიციისთვის. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ბატონო შალვა

    ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა  და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

  • “იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა” – აბაშიძე–კარასინის კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

    ინტერნეტ სივრცეში აბაშიძე–კარასინის კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ისინი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე საუბრობენ.

    ვიდეოს წინ უძღვის ტიტრები, რომლებშიც წერია, რომ სერგეი ლავროვი არ ტყუოდა, როცა თქვა, რომ ფრენების აღდგენის საკითხი საქართველოს მთავრობასთან შეათანხმეს. სამეგიეროდ ტყუოდა ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება მთავრობის სახელით არ გამართულა და საქართველო უბრალოდ დაეთანხმა ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. ჩანაწერის ავტორები წერენ, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკების დაწყებაზე სამთავრობო დონეზე 2022 წლის მარტში შედგა, როცა უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო.

    “ფრენების აღდგენა რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის არ მომხდარა, ვისაც თითქოსდა თბილისში ვიზიტის პრობლემები ჰქონდათ, როგორც ბორენკამ და ღარიბაშვილმა გითხრეს. ის რუსეთისთვის და რუსებისთვის მოხდა. ის რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, რომელმაც პირდაპირ თხოვა თბილისს ფრენების აღდგენა. იმიტომ რომ ეს ეხმარება რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში, უკრაინელების მკვლელობაში და უკრაინის დანგრევაში“. –ნათქვამია ჩანაწერის წინასიტყვაობაში.

    ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთოშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განახორციელა.

    ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ კარასინმა აბაშიძეს ფრენების აღდგენის შესახებ აზრი ჰკითხა:

    -კარასინი: თქვენი რჩევა მინდა. სიტუაცია რთულია, როგორც ხედავთ, და მრავალშრიანი, ჰოდა, ჩვენი სატრანსპო სფეროს ხალხი ამბობს, რომ იქნებ განვიხილოთ იდეები,რომლებიც ქართული მხრიდან მოდიოდა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, სახმელეთო ტრანსპორტზე და ა.შ. ჩემი აზრია, რომ ახლა ცოტა არადროულია ამ საკითხის დაყენება და განხილვა, შეიძლება მე ვცდები?

    -აბაშიძე: არა, სრულიად მართალი ხართ.

    -კარასინი: ჯობს ცოტას მოვიცდით ამ საკითხის დაყენებას, სანამ ვითარება დამშვიდდება და სიტუაცია უფრო ნათელი გახდება

    -აბაშიძე: დიახ, დიახ. რა თქმა უნდა.

    -კარასინი: სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს კარგი წამოწყება შეიძლება ისე დაიმარხოს, რომ არც გახორციელდეს.

    -აბაშიძე: არა, არა. ჩვენ ახლა დანის პირზე დავდივართ აქ.

    -კარასინი: მე და შენ ამ საკითხში თანამოაზრეები ვართ.

    -აბაშიძე: დიახ, უნდა მოვიცადოთ, სანამ ქარიშხალი გადაივლის.

    -კარასინი: კარგი, მოვილაპარაკეთ.

  • გვირაბები იმისთვის ავაშენეთ რომ არ მოგვკლან, მოსახლეობის დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა – “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი

    ჰამასის ერთ–ერთმა ლიდერმა, აბუ მარზუკმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰამასის ბოევიკების საზრუნავი არ არის.
    წამყვანმა მას კითხა, რატომ არ ააშენეს ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახელობისთვის, როცა ჰამასმა თავისთვის 500 კილომეტრიანი გვირაბები აიშენა., რაზეც აბუ მარზუკმა უპასუხა:

    ”ჩვენ გვირაბები იმიტომ ავაშენეთ, რომ სხვა გზა არ გვქონდა თავის დასაცავად, რომ სამიზნე არ გავხდეთ და არ მოგვკლან. ეს გვირაბები ჩვენ თვითმფრინავებისგან გვიცავს, ჩვენ გვირაბების შიგნიდან ვიბრძვით. ყველამ იცის, რომ ღაზას მოსახლეობის 75% ლტოლვილია, და მათი დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა. ჟენევის კონვენციის მიხედვით გაეროს პასუხისმგებლობაა მათ ყველა სერვისი მოაწოდოს, რადგან ისინი ოკუპაციის ქვეშ არიან”.

     

    https://www.youtube.com/watch?v=k-LYyndOLSs

  • ”მიუღებელია, სირცხვილია, ჩემი სოლიდარობა ქალებს” – პრეზიდენტი ბერაია-ღუდუშაურზე

    ”მიუღებელია, სირცხვილია, ჩემი სოლიდარობა ქალებს” – პრეზიდენტი ბერაია-ღუდუშაურზე

    “მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

    მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

    მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე… თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

    მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!”,

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცმყოფელ გამოსვლებს განცხადებით ეხმაურება.