მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, დატოვებს პარლამენტს ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტშივე, როდესაც ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული, პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.
ამიტომ, ამ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, ყველანაირი ფორმით შეგვიძლია, წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში. ჩვენ ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს – “ნაც ნაკლები, მით უკეთესი”, ანუ რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, ამიტომ მივესალმები მელიას ამ მოწოდებას.
რაც შეეხება, სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამ მოწოდებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, შიდა კინკლაობაზე, რომელიც არის ნაცმოძრაობაში, რასაც ასევე მივესალმებით, ისევე როგორც ნიკა მელიას მოწოდებას.
ბუნებრივია, იყენებენ [პრივილეგიებს], უფრო მეტიც, მათ უნდოდათ ვიცე სპიკერიც კი აგვერჩია მათი კვოტით. იმისათვის, რომ კიდევ ერთი მანქანა მიეღოთ, კიდევ ერთი კაბინეტი მიეღოთ, კიდევ ერთი შესაძლებლობა შექმნოდათ იმისათვის, რომ ლობირება განეხორციელებინათ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისინი იყენებენ პირველ რიგში მატერიალურ პრივილეგიებს, რომლებიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მუშაობასთან. იღებენ ხელფასს ამისათვის, მანქანები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ აკეთებენ ქვეყნის სასიკეთოდ. ეს მატერიალური პრივილეგიები მათ აქვთ აბსოლუტურად დაუმსახურებლად. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვეთანხმები ნიკა მელიას განცხადებას.
Blog
-

კარგი იქნება თუ ენმ 2024-ში წაგების მერეც არ შემოვა პარლამენტში, ამას წავახალისებთ – კობახიძე
-
სამივე დაკავებულია! დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი…გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის – ბრეგაძე
“სამივე დამნაშავე დაკავებულია!
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.
მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.
მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.
ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს.”წერს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კლინიკიდან გაქცეული პატიმრების დაკავებასთან დაკავშირებით.
-
გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება – კობახიძე
„ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის, ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ…
ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია.[…] განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
ამოარტყან „პანჩური“ და გააგდონ! არ მოვეშვები მანამ არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს – ელისაშვილი
„ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები. მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, ვიდრე ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონოა? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია? “ქართული ოცნების” წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, სანამ ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ,”
ამის შესახებ ” მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
-
[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით – მეუფე ანტონი
„[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.
აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“
აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონი.
-
8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს – პაპუაშვილი
რაც შეეხება თავად ამ სტატუსის საკითხს, ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის თანამედროვე ევროპულობის გაგება გვაქვს, ქართული ევროპულობის გაგება გვაქვს, მე იმედი მაქვს, 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება.
-
ფარსი ნარატივი, თითქოს საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს – კობახიძე რუსების შემოსვლაზე
ამ ენაზე, სხვათაშორის, ძალიან ბევრი, ათასობით და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე საუბრობს, ესეც რომ იცოდეს სალომე ზურაბიშვილმა. ეს ერთი. ანუ ენა რა შუაშია, მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოში. ყალბი ნარატივი იყო, რომ თითქოს ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას და ასე შემდეგ. იყო სამი ტალღა შარშან ამ ქსენოფობიური კამპანიის, წელსაც იყო ერთი ტალღა ამ ქსენოფობიური კამპანიის. სინამდვილეში ხომ გაირკვა, რომ სრული ფარსი იყო საუბარი ამ საფრთხეებთან დაკავშირებით.
-
არესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ინფორმაცია ამის შესახებ მან გამოცემა Interfax უკრაინას დაუდასტურა. არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა.
“სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული, არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა
-
არანაირი არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი – კალაძე
„თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიცით რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამის გამოყენება.
მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ყველაფერი ზედმიწევნით გაკეთებულია, გარდა ამისა იყო დამატებითი მოთხოვნები და ესეც შესრულებულია. დარწმუნებული ვარ და გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. შეიძლება რამე განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის თემა ისეთ დონეზე აწიეს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
-
მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ბერაიას ენით მაფრთხილებენ.. არ ვაპირებ გაჩუმებას, არ იმუშავებს შანტაჟი – აქუბარდია
“პირად ცხოვრებაზე აქცენტი მისი მხრიდან, ასეთი ბინძური მეთოდები, ეს ხომ სუს-ის მეთოდია. დიდი ბოდიშით, მაგრამ სუს-ის ე.წ. კრებსები ვინმეს დაავიწყდა? დაზარალებულის სტატუსიც კი აქვთ პროკურატურიდან ჟურნალისტებს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატებზე, პოლიტიკოსებსა თუ სასულიერო პირებზე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ არ გაჩუმდები, რაღაც ფაბრიკაციებს, სავარაუდოდ, ფიქრობენ.
მე არ ვმუშაობ განათლების კომიტეტში, მე ვმუშაობ თავდაცვის უშიშროების კომიტეტში და მე მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ იმდენად რთული მოცემულობის მოადგილე ვარ, რომ არ შეიძლება გაკავება ჩემი, გაბედონ და ჩამომართვან დაშვება საიდუმლოებაზე. ამ შემთხვევაში, სუს მაძლევს ამ დაშვებას და არა – ირაკლი ბერაია. მაგრამ, როდესაც ირაკლი ბერაიას ენით მაფრთხილებენ, მე არ ვაპირებ გაჩუმებას და ეს არის ჩემი გაფრთხილება, მათ შორის თუ რამე გეგმა არსებობს დამატებით, რომ გამაჩუმონ, არ იმუშავებს ეს ფორმა მათი არც შანტაჟი, არც ზეწოლა”,
ამის შესახებ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ფორმულას დღეში განაცხადა.