Blog

  • “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა​​​​​​​” – ოლაფ შოლცი იმედის ჟურნალისტს

    ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,

    ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა TV იმედის ჟურნალისტის პროპაგანდისტულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, “ევროპაშიც ამ სფეროს რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ან მსგავსი კანონი. რატომ არის ამ ფონზე არის ასე შეშფოთებული ჩვენი ევროპელი პარტნიორი”.

  • იმედია კანონს ისევ უკან გაიწვევთ, საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონები – შოლცი კობახიძეს

    ჩვენ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, იმ კანონთან მიმართებაში, რომელიც უცხოური გავლენის სფეროებს შეეხება. მას შემდეგ რაც ის შეჩერდა. და იმედი რომ აღარ დაიწყებოდა მისი წამოწევა წინა პლანზე და ჩვენი კრიტიკაც ამჯერად ისეთივეა, როგორიც წინა შემთხვევაში. იმედი გვაქვს რომ ეს კანონი ისევე დაიწევს უკან, როგორც მაშინ. უნდა ვიყოთ ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე და ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები,

    ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კობახიძესთან ერთად გამართულ პესკონფერენციაზე საუბრობს

  • ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია

  • საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას! – ნანა ბუთხუზი

    საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას!

    წერს ამის შესახებ, მსახიობი, ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში.

  • ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

    რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახმა და ადვოკატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოფიციალურად მიმართა.

    განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა პირდად ჩაიბარა.

    “ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს. მიმანიშნებელი არაფერი, ჩვენ პირადი კომუნიკაცი არ გვქონია, ახალგაზრდებმა ეს საკითხი მიაწოდეს და ლაზარეზე იგი ინფორმირებულია”, – ამბობს დედა, თამთა კალანდაძე.

    გრიგორიადისს დღეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • სენსაცია ის იქნებოდა, ამ რეჟიმისგან სხვა რამე რომ გვენახა – ბოკერია გრიგორიადისის განაჩენზ

    სენსაცია ის იქნებოდა, ამ რეჟიმისგან სხვა რამე რომ გვენახა – ბოკერია გრიგორიადისის განაჩენზ

    სენსაცია იქნებოდა, ამ რეჟიმისგან, რომელმაც ასე ცინიკურად შეარჩია მსხვერპლად ლაზარე და მათი მოსამსახურე სასამართლოსგან, სხვა რამე რომ გვენახა.

    უბრალოდ, ეს ამბავი შეგვახსენებს იმას, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა შეყვანილი, და რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ შეცვლასთან ერთად, აუცილებელია იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას, არამარტო ამ სამარცხვინოს, შეიძლება, ასე მოემსახუროს.

    ასევე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ყველას, ვინც ნახა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მომზადებული ფილმი – ლაზარეს 12 მსაჯული, იმათმა იციან და სხვებმაც უნდა იცოდნენ – საქმე ის კი არაა, რომ “ლაზარე სწორ საქმეს ემსახურებოდა, მაგრამ კონკრეტული ქმედება, რაშიც ბრალი ედებოდა, ჩადენილი აქვს”, არა, ეს ბრალდება არის ფაბრიკაცია, მტკიცებულებები იაფფასიანად, ზედაპირულად არის გაყალბებული, მას არ ჩაუდენია, ის წინასწარ შეარჩიეს მსხვერპლად.

    განაცხადა, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლაზარე გრიგორიადისისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე.

  • სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

    სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

    სამეგრელოში 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც ცნობილია  დაკავებული მე-11 კლასის მოსწავლეა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

  • სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

    აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

  • “ბრალდებები ტყუილი და სახიფათოა” – Meta “ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობს

    Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობს:

    “საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” – ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.

    ფაქტ-მეტრი ასევე წერს, რომ გამოცემამ გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წლიდან ორგანიზაცია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია.

    “IFCN და EFCSN ფაქტ-მეტრის და მითების დეტექტორის შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი “ლობიზმით” ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა”, – წერს ფაქტ-მეტრი.

    ფაქტ-მეტრი ასევე წერს, რომ გამოცემამ გადამოწმების პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წლიდან ორგანიზაცია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია.

    “IFCN და EFCSN ფაქტ-მეტრის და მითების დეტექტორის შევიწროების ფაქტებს გმობენ და უარყოფენ ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი “ლობიზმით” ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა”, – წერს ფაქტ-მეტრი.

  • ევროინტეგრაციასთან დაკავშირება არასწორი მიდგომაა – დარჩიაშვილი რუსულ კანონზე

    “ამომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და გვაქვს რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ და ამას შევასრულებთ, რაც აუცილებლად მთავარი პირობა უნდა იყოს იყოს, რომ საქართველო გადავა შემდეგ ფაზაში. ესაა მოლაპარაკებების გახსნა.

    ამ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მთავარი ქვაკუთხედი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. ყველა ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული ქართველ ხალხთან. ამ კანონმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ვერ შეუშლის ხელს ევროინტეგრაციას. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული რეკომენდაციებთან, რომლებიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს ევროსაბჭომ დაადასტურა. შესაბამისად, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ დღის წესრიგზე, რომელიც შევათანხმეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. გამჭვირვალობის კანონი კი ჩვენს ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და ევროპულ სტანდარტებს ემსახურება”,

    აცხადეს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.