Blog

  • პარლამენტთან რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

    პარლამენტთან, რუსული კანონის საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა.

    აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

    საპროტესტო “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დღეს, 15 აპრილს ჩანიშნა. მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს დილიდან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

    კანონის საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე გრძელება.

  • რა პროექტებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა დასავლური ფულით -TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება დასავლური ქვეყნებისგან მიღებულ 5.7 მილიარდი ლარის დაფინანსებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იყენებს.

    რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:

    • ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა – 472 მლნ ლარი
    • თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი
    • 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია – 99 მლნ ლარი
    • ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი – 95 მლნ ლარი
    • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო – ლაჯანური – 88 მლნ ლარი
    • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 42 მლნ ლარი
    • თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა – 32 მლნ ლარი
    • ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 17 მლნ ლარი
    • თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი – 14 მლნ ლარი

    ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:

    • რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი
    • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი
    • ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი – 321 მლნ ლარი
    • ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 280 მლნ ლარი
    • ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა – 135 მლნ ლარი
    • ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა  – 120 მლნ ლარი
    • ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია – 31 მლნ ლარი
    • ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა – 22 მლნ ლარი
    • გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა – 20 მლნ ლარი

    ევროკავშირის პროექტები:

    • ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი
    • აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა – 118 მლნ ლარი
    • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი – 117 მლნ ლარი
    • თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) – 39 მლნ ლარი
    • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 35 მლნ ლარი
    • მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) – 22 მლნ ლარი

    გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:

    • იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი
    • ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია – 158 მლნ ლარი
    • საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება – 150 მლნ ლარი
    • საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – 130 მლნ ლარი
    • ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება – 123 მლნ ლარი
    • მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და  სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71 მლნ ლარი
    • კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 26 მლნ ლარი

    მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:

    • ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 230 მლნ ლარი
    • 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა – 131 მლნ ლარი
    • ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო – 61 მლნ ლარი
    • მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 35 მლნ ლარი
    • გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი

    აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:

    • რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია – 159 მლნ ლარი
    • ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა – 110 მლნ ლარი
    • ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 95 მლნ ლარი
    • წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში – 81 მლნ ლარი
    • ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება – 80 მლნ ლარი
    • ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება – 52 მლნ ლარი
    • ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა – 40 მლნ ლარი
    • რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 35 მლნ ლარი
    • ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 25 მლნ ლარი
    • ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა – 18 მლნ ლარი
  • ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ! ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ზარქუა რუსულ კანონზე

    “ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა.” – აცხადებს ამის შესახებ, ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს.

    “კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი.

    თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი გავლენებით ბევრ სახელმწიფოს სურს თავისი გავლენები, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ, გამორიცხულია.

    ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. 85 მლნ-დან 70 მლნ სად წავიდა, რაში დაიხარჯა, კაციშვილმა არ იცის. სამაგიეროდ, ვხედავთ, ექსტრემისტულ, „მოლოტოვის კოქტეილების“ დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას. არ გავუტარებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა გვიყვარს თავისი რელიგიით, კულტურით, ტრადიციით. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი ხალხის უმრავლესობა მხარს გვიჭერს და ბოლომდე გავიტანთ”, – თქვა ზარქუამ.

  • ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.

  • სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო – რაქვიაშვილი ელისაშვილზე

    ერთმანეთის ცემის რომ გვიხარია, იმიტომაა, რომ 30 წელი სიძულვილში ვცხოვრობთ. არადა, ბევრად მეტი გამბედაობაა საჭირო, რომ ჩხუბი დაასრულო, ხოლო სულელი უნდა იყო, რომ ჩხუბის წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო.

    ამბობს გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი, ალეკო ელისაშვილზე, რომელმაც რუსული კანონის კომიტეტზე განხილვისას მამუკა მდინარაძეს თავში ჩაარტყა.

  • “ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ! უწი-პუწის დრო არ არის! ” – ალეკო ელისაშვილი

    იურიდიულ კომიტეტზე, რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

    “ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ. […] რა არგუმენტები, რის არგუმენტები. ქუდზე კაცი, ეს ძონძები უნდა გავყაროთ. ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა რომ გრგვინავდა, კი იცით, ახლა სად არის. ესეც ეგრე დაამთავრებს და ბოლომდე ნუ გადაეფარებით. სულ თავში მირტყეს იმ შობელძაღლებმა […] ყელში ამოვიდა და იმ რუსის აგენტს, მდინარაძეს ცხვირ-პირში მივეცი. ვიცემე, მაგრამ მეტად ვიცემები, არა უშავს. საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არაფერი მომხდარა, ყელში ამომივიდა და ჩავცხე. რაღაც სისულელეებზე ვუცემივარ და საქართველოსთვის რომ გავილახე, პატივია.

  • გერმანიის საელჩომ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

    გერმანიის საელჩომ ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

    “გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

    მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]

    ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა”, – წერია თარგმანში.

    12 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციისას თარჯიმანმა კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის სიტყვები გააყალბა.

  • ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

    ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ხვდებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  შეხვედრა უკვე 1 კვირაა ჩანიშნულია და დაუგეგმავად არ გამართულა.

    ცოტა ხნის წინ, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ელჩებს დემარშის გამოცხადება სურთ, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

    ცნობისთვის გუშინ,  პრემიერმინისტრმა  რუსული კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩი საჯარო დისკუსიაში გამოიწვია.

  • არა რუსულ კანონს, არა მონობას – მამუკა მდინარაძე

    რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. არა მონობას ამავედროს”.

    განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

  • დღეს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

    დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

    პირველი აქცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის  პარალელურად ,10 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება.

    მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილავს.