Blog

  • ღაზას გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ვემზადებით – ნეთანიაჰუ

    ღაზას გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ვემზადებით – ნეთანიაჰუ

    “ჩვენ რთულ პერიოდში ვართ. ღაზაში ომის შუაში ვართ, რომელიც მთელი ძალისხმევით გრძელდება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად, თუმცა, ასევე ვემზადებით გამოწვევებისთვის სხვა ფრონტებიდან.[..]მარტივი პრინციპი დავამკვიდრეთ: ჩვენ დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს. მზად ვართ, შევასრულოთ ისრაელის უსაფრთხოების წინაშე ჩვენი მოვალეობები თავდაცვისა და თავდასხმის კუთხით”.

    აცხადებს, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

  • საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად – Freedom House-ის ანგარიში

    Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, საქართველო, ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია მოხსენიებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.

    ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ირკვევა, რომ ინსტიტუციები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდა  პოლიტიზების იმ დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.

    • “ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად. საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზირების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება” – ნათქვამია კვლევაში. 

    ანგარიშში, ასევე აღნიშნულია,  ”ქართული ოცნების” მიერ 2023 წელს ინიცირებულ “უცხოელი აგენტების” შესახებ რუსული სტილის კანონზეც. კერძოდ, როდესაც ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა იყო, როგორც საგარეო ასევე საშინაო, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი. ანგარიშში წერია, რომ როცა ასეთი ზეწოლა ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმის ეს კატეგორია, ჩვეულებისამებრ, დათმობაზე მიდის.

    • “ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა.როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის “ოცხოური აგენტების” კანონი. ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და  ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალურია, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად” – წერია კვლევაში.

    Freedom House-ის განცხადებით, ეს აღწერა შეესაბამება, სერბეთს, სადაც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის რეჟიმი ძალაუფლებაზე კონტროლს არჩევნების გაყალბებით, მედიაზე ზეწოლით, ოპოზიციის და აქტივისტების დისკრედიტაციით ინარჩუნებს. ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია. სერბეთის მაგალითზე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ ფარულ მიდგომებს იყენებენ, როგორებიცაა, დაშინება, დახშობა, თვალთვალი.

    ანგარიშის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ  ავტოკრატიზებული ჰიბრიდები უახლოვდებიან მართვის სრულად ავტორიტარულ სტილებს, “საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ სწორედ ამგვარი რეჟიმების მსგავსად მოექცეს”.

    “ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას”. – წერია ანგარიშში.

    Freedom House ასევე  არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.

  • კანონის მიღება ოცნებას კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში დააწინაურებს – კუბილიუსი

    თუ ქართული ოცნება უცხოური აგენტების კანონპროექტს მიიღებს, ის დაწინაურდება კრემლის ჰიბრიდული გავლენების ინდექსზე – უკრაინას მხარს არ უჭერს, უცხოური გავლენის მქონე აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა და ჰომოფობური წარადგინა, კონტროლდება ერთი ოლიგარქის მიერ, რომელსაც კრემლში აქვს კავშირები.

    წერს ამის შესახებ, ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი X-ის პლატფორმაზე

  • „ნაკრებიდან ნახევარზე მეტს რომ ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?!“ – მდინარაძე

    „ნაკრებიდან ნახევარზე მეტს რომ ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?!“ – მდინარაძე

    „ფეხბურთელებსაც ვთხოვ, პირადად ვთხოვ,  ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით,  ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ძალიან მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ისინი დასდევენ ახლა, აბულინგებენ. ამ ხალხმა აგერ, ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით.[…] ვიღაცა შეიძლება იქ არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი, ჩვენი ოჯახის წევრი, არ კადრულობს და არ ეუბნება მაგათ, მხარდამჭერი [განცხადებები გააკეთონ], გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან ახლა ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო მინიმუმ და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და გაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი“,

    აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

  • ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული – პრეზიდენტი

    თავისუფლება – სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებდი ამ გამოფენას, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – Art Fair-თან ერთად თბილისში არაჩვეულებრივი თავისუფლების კერა ჩნდება, რაც ჩვენ და ყველა სტუმარს კიდევ სხვა ელფერს აძლევს.

    დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილი კულტურა სხვა არაფერია თუ არა დიდი თავისუფლება და არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და საქართველო.

    მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების, რადგან თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული.

     

    განაცხადა,  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე.

  • არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ქართველებმა, კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს! – ლელა წურწუმია

    არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ქართველებმა და ეს არჩევნი ურყევი და იმაზე მეტად გამჭვირვალეა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს.

    ამის შესახებ, მომღერალი ლელა წურწუმია  Instagram-სთორიში.

  • ხვალ, 10:00 საათზე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

    7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს, 10:00 საათზე გამოცხადდება.

    “გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!” – წერს გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე Facebook-ზე.

    2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

  • მიზანი ლეგიტიმურია, მიღწევა შეიძლება მოქმედ კანონში ცვლილებებით – იოსელიანი რუსულ კანონზე

    “მიზანი ლეგიტიმურია, მიღწევა შეიძლება მოქმედ კანონში ცვლილებებით” – ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას.

    “1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად.

    საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

    აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.

    შესაბამისად სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია.

    სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.

    ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”- ნათქვამია განცხადებაში.

  • თუ 1 ღამეს გაატარებენ ხარკოვში, Patriot-ებს სწრაფად მოგვაწოდებენ – კულება

    “გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეს ძირითადად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აქედან ექვსი ბალისტიკური რაკეტა იყო. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამჟამად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უნდა იყოს Patriot-ის ტიპის სისტემები. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის მათი მიწოდება, ერთ ღამეს თუ მაინც გაატარებენ ხარკოვში, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მზად ვიქნები, გავყვე მათ”.

    აცხადებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

  • თურმე ახლა არის ევროკავშირთან შეუსაბამო ის კანონი, რომლის მსგავსიც და კიდევ უფრო მკაცრიც ევროკავშირშია დაინიცირებული – მდინარაძე

    თურმე ახლა არის ევროკავშირთან შეუსაბამო ის კანონი, რომლის მსგავსიც და კიდევ უფრო მკაცრიც ევროკავშირშია დაინიცირებული – მდინარაძე

    „ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა „რუსული“ აღარ თქმულიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე. ერთი წელი მოვუნდით, რომ სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო და ახლა არის ევროკავშირთა შეუსაბამო თურმე ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიცირებული. ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე საფრანგეთში მიიღო და მოქმედებებს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში. მათ შორის, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რომ მისი განწყობა, დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება. თუმცა, გუშინ მანაც გაგვაკრიტიკა და თქვა, რომ „ეს არ არის ამერიკული კანონი“ და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი, ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია. მეტი ვალდებულება არ არსებობს, განსხვავებით სხვა ნებისმიერი ქვეყნების კანონებისგან. ოღონდ შარშან მეორე პროექტი არსებობდა, რომელსაც ასევე, რუსული დაარქვეს, რომელიც პირდაპირ თარგმანი ამერიკული ვერსიისა იყო და გაცილებით მკაცრი იყო.

    როგორც ვიცით, ერთ-ერთმა „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელმა გაბედა, როგორც იქნა ვიღაც დისკუსიაში შემოვიდა და თქვა, რომ მეორე მუხლი არის რუსულიო. მეორე მუხლი, როგორც იქნა წამოსცდათ. მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან ამიტომ არის ყველაზე არამკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს. მათ შორის, ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი, ობიექტი ამ კანონმდებლობისა. მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. როგორც იქნა დაასახელეს ყველაზე არარუსული მუხლი ჩვენს ინიციატივაში.[…] ე.ი. ერთ ქვაბში ხარშავენ ყველასო? – ზუსტად იგივე წარმატებით ერთ ქვაბში ხარშავს ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი კანონმდებლობა. იქ არ არის ჩანაწერი, რომელი ქვეყნიდან ითვლება გავლენის აგენტად (ამერიკულში), ასე ჩანაწერები არ არის. ისინი ამბობდნენ, რომ ფრანგულ კანონმდებლობაში მოხსენიებულია რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. ეს არის ტყუილი. ფრანგულ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არ არის.

    მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED, რომელმაც გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. საიდან იყო ISFED დაფინანსებული? დასავლეთიდან არ იყო? მიზნობრიობა იყო არჩევნების დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება და მათ გააყალბეს. მიხვდით რაშია საქმე?! ანუ მიზნობრიობა გაყალბდა.

    „ეს კანონი არის ანტიევროპული, ეს კანონი არის რუსული“ – ამ სიცრუესთან გვაქვს საქმე. რატომ? – პასუხი არ ისმის. ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი უპატივცემულობა სახელმწიფოსი, ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობის. რატომ? – რომ არ შემოდიან და არა არის რუსული, რომელი პუნქტია რომ არ შემოდიან ამ დისკუსიაში, ეს არის ჩემი აზრით, უდიდესი შეურაცხყოფა. თუკი მტერს და მოყვარეს ვეძებთ, იქ მტერი და მოყვარე არსად წერია. მტრული მოქმედებაა ყველა, რომელიც ფინანსდება…

    შინაარსში შემოსვლა იმიტომ არ უნდათ, რომ არგუმენტები არ აქვთ. რუსულს ვეღარ დაუძახებენ და შინაარსში ამიტომ არ შემოდიან“

    ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.