Blog

  • საკანში 10 კაცი შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია – ბადრი ესებუა

    “საკანში 10 კაცი შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია” – აცხადებს, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა. პატიმრის წერილს TV პირველი ავრცელებს.

    “14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ციხის ადმინისტრაციამ კი რეპრესიები დაიწყო და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირადად მე მითხრეს, რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ.

    მაინც რომ არ დავემორჩილე, კამერაში 10 კაცამდე შემომივარდა, იმ დროს ლოგინზე ვიწექი, მეცნენ და გინებით გადმომაგდეს. ძირს დამაგდეს და ფეხებით შემდგნენ. ხელბორკილები დამადეს და არაადამიანური, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დეესკალაციის კამერაში წამათრიეს.

    ამის შემდეგ, ყველა, ვინც კი შიმშილობდა, ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში, ზოგი კი სხვა ციხეში გადაიყვანეს. ახლაც ვერ ვხვდები, რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემ გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს – თუ არ გაჩერდები, აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო”. – წერს ესებუა.

  • კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

    “ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში” [IPN]

    ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ რუსული კანონი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

  • “არა რუსულ კანონს” – 15 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

    პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 15 აპრილს, 10 საათზე აქცია დაანონსდა.

    “იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, ქართულ ოცნებას შეეძლება რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. Ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე. თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას”, – აღნიშნულია აქციის აღწერაში.

  • ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია – დინამო თბილისის განცხადება

    “ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
    ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ.
    ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!”

    საფეხბურთო კლუბი დინამო რუსული კანონის მიღების მცდელობებს ეხმიანება.

  • ვიმედოვნებ, მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და მოუსმენს საქართველოს მოსახლეობას – შაჰინი რუსულ კანონზე

    სენატმა უკვე გამოხატა შეშფოთება კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ ქართველმა ხალხმაც გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინა ჯერზე, ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან ვიცით, თუ რა გავლენა ექნება კანონს მათზე ადამიანებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში. ქვეყანა ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ მას ევროპული ინტეგრაციისაკენ წინსვლის გაგრძელება სურს. ამ მხრივ მათ ევროკავშირისგან უკვე მიიღეს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და ამის ნაცვლად, მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, რომლის სურვილიც ევროპული ინტეგრაციაა“,

    აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე საუბრისას.

  • ”სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის” – კრამერი “რუსულ კანონზე”

    “განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული”,

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს

  • ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და ხელოვნება თავის პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს – კობახიძე

    ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და ხელოვნება თავის პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს – კობახიძე

    2 კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.

    ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

    როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

    სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, ოპოზიცია საერთოდ არ უფრთხილდება და აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.

    ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიასა და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას.

    წერს ამის შესახებ,  Facebook-ზე პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.

  • ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის – სააკაშვილი

    ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის – სააკაშვილი

    “ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით!
    მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.
    ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”.  დამატებით, ისევ გამოაგორეს“რუსული კანონი”.
    ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება.
    ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში რუსეთის არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.
    ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.
    P.S. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა.”

    წერს, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • მსგავსი სადმე ხდება? ასე უნამუსოდ თვალებში ნაცრის შეყრა ხალხისთვის – თამრიკო ჭოხონელიძე რუსულ კანონზე

    პოლიტიკაში მსგავსი რამ არ მოსულა. ასეთი ღალატი, ასეთი სიცრუე, ასეთი გადაგდება მთელი საზოგადოების, ხალხის. მე მგონია, რომ ყველა ცივილურ და თავმოყვარე ქვეყანაში სულ მინიმუმ ესენი გაწვეულები უნდა იყვნენ, თუ არა დასჯილები. მსგავსი რამ სადმე ხდება? ასე უნამუსოდ თვალებსა და ყურში ნაცრის შეყრა ხალხისთვის.

    რაც შეეხება ამ კანონს,იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ევროინტეგრაცია ჩახერგილი გაქვს, მორჩა ლაპარაკი აღარაა არაფერზე. უბრალოდ ხალხი, ვინც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ და ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ და ისინი შენ მტრის სტატუსით მონათლო

    განაცხადა, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ TV პირველთან რუსულ კანონზე საუბრისას.

  • სააკაშვილის და ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად – გახარია კალაძეზე

    ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.

    ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად.

    ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.

    კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ.

    წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.