Blog

  • “ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…” – ლუკა ნაჭყებია

    “ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…

    მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ…

    მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი…

    სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ…”,

    შეფი ლუკა ნაჭყებია “რუსული კანონის” განხილვის საკითხს ეხმაურება

  • არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! – ბუდუ ზივზივაძე

    “არა რუსეთს.

    საქართველოს გზა ევროპაშია.

    პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”.

    წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

  • სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში, თქვენ ხართ რუსეთში, ანუ ტრა*ში – ჯაფარიძე

    ევროპაში ვართ’ არის სადღეგრძელო

    ევროპა პირველ რიგში ნიშნავს იმის გააზრებას თუ რა ღირებულებაა თავისუფლება და იმის გამბედაობას რომ ამ ღირებულებისთვის იბრძოლო, სულ, მუდმივად

    კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სხვა სიკეთეები მოპოვებული თავისუფლების შედეგებია, და არა პირიქით

    ევროპაში ის ხალხია ვინც ეს დღეები ქუჩაშია და იბრძვის, ვისაც სცემენ, გუდავენ, აგინებენ, იჭერენ, მაგრამ ვერ ტეხენ

    სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში. თქვენ ხართ რუსეთში ანუ ტრა*ში, იმიტომ რომ ან თავისუფლების არსს ვერ იაზრებთ და გგონიათ რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს უფრთხილდებით

    ან ტრა*ი არ გყოფნით რომ მისთვის იბრძოლოთ.

    წერს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

  • აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს – შსს

    ”აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს” – ამის შესახებ, ნათქვამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

    შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

    კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. – წერია განცხადებაში.

  • “კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ…  დააშორებს საქართველოს EU-სგან” – შარლ მიშელი 

    “ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

    ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან”,

    ამის შესახებ შარლ მიშელი X-ზე წერს.

  • ეს კანონი საქართველოს და მისი მოქალაქეების ღალატია – გიორგი ბოჭორაშვილი რუსულ კანონზე

    “ეს კანონი თავისი შინაარსით და ხელახლა აღსრულების მცდელობით საქართველოს და მისი მოქალაქეების ღალატია”

    ამბობს მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი რუსულ კანონზე. მსახიობის კომენტარს “ქართული კინო საფრთხეშია” ავრცელებს

  • საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ – კინზინგერი

    “დღეს საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით!”

    საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება.

  • PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე მოსაზრების დაჩქარებულად მომზადება სთხოვა

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსული კანონზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა, კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

    ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

    “გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს.

    ამ თვის დასაწყისში,4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC – სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი),  ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.

    “ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”. – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

    დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე”. – წერს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი.

  • გაიტანეთ ეს კანონი სანამ ხალხი გაგიტანთ! და მოგისჯით ძალიან მძიმე განაჩენს! – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

    როგორც სხდომის წამყვანი, ასევე მომხსენებელი ხშირად აპელირებთ იამზე, რომ მშვიდად და კონსტრუქციულად მოხდეს საკითხების განხილვა. მშვიდად, კლავს ცივსისხლიანი მკვლელი. მშვიდად ყოფნა, მაშინ როცა თქვენ მკვლელობას ახორციელებთ, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის, არის შეუძლებელი! თქვენ ამ ტრიბუნიდან განაცხადეთ წარმოუდენელი რამ, ოპოზიციაო როცა საუბრობს ამ კანონზეო მხოლოდ საგარეო აქტორების აზრს ეყრდნობა. როგორც ჩანს არ გინდათ შეიმჩნიოთ და თვალი გაუსწოროთ საქართველოს ათასობით მოქალაქის პროტესტს, რომელმაც ძალიან მკაცრად და მკაფიოდ დაგიფიქსირათ შარშან: ”არა რუსულ კანონს”! უკვე გაასხვისეთ ეს ხალხი?! უკვე სხვებად გადააქციეთ!? აგენტებად მონათლეთ? გამოსულიყავით გუშინ, სპეცრაზმით გაკეთბული კორიდორით რომ გაიპარეთ სახლებში. გამოსულიყავით და გენახათ რამდენი ათასი მოქალაქე იდგა და გეუბნებოდათ:”არა რუსულ კანონს”. რატო ვერ გამოხვედით საკუთარ მოქალაქეებთან?! საკუთარი მოქალაქეები პირველ რიგში! არა მხოლოდ ამ ქვეყნის პარტნიოები და მეგობრები, საკუთარი მოქალაქეები გეუბნებიან არას! და გაიტანეთ ეს კანონი სანამ ხალხი გაგიტანთ! და მოგიჩენთ ძალიან მძიმე განაჩენს!”

    ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • “იმედი” აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის გამო მათ ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვიან

    ტელეკომპანია ”იმედი” განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ   მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

    ”ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებზე ზეწოლა და მათი ბულინგი რადიკალური ოპოზიციის და მათთან აფილირებული მედია და NGO ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება.

    არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, მათთვის მონების ძახილი, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და პირადი ცხოვრების მათ მიერვე გამოგონილი ისტორიებით შანტაჟი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. და ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან.

    რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ამას ახლა ოპოზიციური ფლანგიდან აკეთებს, ქართველი ხალხის, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულის გამოყენებით, ისევ ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. იმის მიუხედავად, რომ ეს ძალა ფლობს და აკონტროლებს 4 ტელევიზიას და არაერთ ონლაინ მედიაპლატფორმას, მიყვება გზას, რომელიც 2 ათეული წლის წინ აირჩია – ისევ თავს ესხმის ტელეკომპანია „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო სექტორი, წლებია დაშორდა მთავარ მიზანს – აღარსად ჩანს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა, რადგან ახლა მათი მთავარი საქმე პოლიტიკური საქმიანობაა და არა ადამიანი.

    ეს რომ სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებული და დაფინანსებული კამპანიაა და არა საზოგადოების განწყობა – ამაზე მეტყველებს ის ნდობა და რეიტინგი, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა და აქვს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით.

    მოგმართავთ, საქართველოში აკრედიტებული, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს – ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას.” – ნათქვამია განცხადებაში.