ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა – დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდებს.
Blog
-

გუშინ ხალხმა დაგვიკვეთა – მიიღეთ კანონი გამჭვირვალობაზე! – მდინარაძე
-
დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა გუშინ კომიტეტიდან, ახლოს დაგაყენეს ივანიშვილთან – წითლიძე ოხანაშვილს
ბატონო ანრი, გუშინ დაგიფასდათ დეპუტატების გამოყრა კომიტეტიდან და ახლოს დაგაყენეს ბიძინა ივანიშვილთან. იმედი მაქვს, დღეს ცოტა უკეთეს ხასიათზე ხართ ამის გამო და კიდე თავს არ გამოიჩენთ ჩვენი გაყრით, რომ მერე კიდე უფრო ახლოს არ დაგაყენონ ბიძინა ივანიშვილთან”
ასე მიმართა ანი წითლიძემ რუსული კანონის მეორე მოსმენით წარმდგენ ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე.
-
არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები – რა უთხრეს დარჩიაშვილს ბრიუსელში
ბრიუსელში გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტებისა“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც.
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ განიხილა. რომლემაც ურჩია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გადახედოს ევროკომისიის მიერ წარდგენილ დირექტივას.
„მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა იუროვამ.
-

მდინარაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები და დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი, გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო. […]
ესენი ცდილობენ თქვან, მაგალითად, რადგან არ მოიშალეს ამ რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე, ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო”,
აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
-
ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! – იონათამიშვილი რუსულ კანონზე
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა და უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულებითი წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა – ამიტომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! […]არაფერია იმაზე ღირსეული და საამაყო, ემსახურო შენს ქვეყანას, ხალხს და ამ სამსახურით შენი ქვეყანა უკეთესი გახადო. ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა წარმატება ჩვენ მოვიპოვეთ და ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით“,
ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა
-
ბათუმში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. მას იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
-
”ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად” – მდინარაძე რუსულ კანონზე
“არსად გვეჩქარება, ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით და ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს ალბათ არ მოესწრება [კენჭისყრა]… დღესაც გაგყრიან თუ ისე მოიქცევით გუშინ როგორც იქცეოდით, ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ, თუ მაგაზე გინდოდათ რაღაც დისკუსიაში შემოსვლა, შემოვედი მეც, პროცედურაზე თუ გაინტერესებთ, არსად არ გვეჩქარება, არც გუშინ გვეჩქარებოდა მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე, რომ დარჩით გარეთ. შესაბამისად ამისა, არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად, კიდევ ერთხელ დაველოდებით, ერთი ან რუსული ან ცუდი რა არის იქნება რომელიღაცამ ამოთქვათ რაღაცნაირად”,
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
-
“განცხადებებს ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას” – გვარამია ივანიშვილზე
“ჩვენ ამ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.
ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვერ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა.
გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას. საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას.
მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.
ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ”,
პარტია ახალი ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება
-
ყველაზე კომიკური კალაძის გამოსვლა იყო, რომელმაც ხალხს უთხრა, თბილისი აქ დგასო – სამადაშვილი
მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.
რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ არ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან.
გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებდა ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს. რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული კაცი საკუთარი ფულის დასაცავად”
ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით – ხაბეიშვილმა სხდომაზე “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო
“ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით”- “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “ოცნებას” ჩაწერილი ტაშის ხმა ჩაურთო.
“პიედესტალზე იდექით ეს მილიონერები, გალამაზებულები, კარგი, უკაცრავად მაგრამ გაქსუებულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300, 400, 500 ლარზე ამუშავებთ, თავადვე თქვით, რომ ჩვენ დავიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ იცით?! თავადვე იცით, რომ გზის ფულიც კი არ აქვს ამ ხალხს მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, გზის ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან თუ სხვადასხვა ადგილებიდან. ეს დამშეული ხალხი დააყენეთ და არ შემიძლია, რომ ეს წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეას გადაასწარით, გადაასწარით რუსეთს, ყველას გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს და ამ დროს [ ჩართო ჩაწერილი ტაში] ან არ გრცხვენოდათ ამ ჩაწერილი ტაშის”, – თქვა ხაბეიშვილმა.