Blog

  • დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები – შსს განცხადებას ავრცელებს

    დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები – შსს განცხადებას ავრცელებს

    “დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    “პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

    ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

    კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

    პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება” – წერია განცხადებაში.

  • გულისტკივილით ვადევნებთ თვალს აღდგომის წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს –  საპატრიარქო

    გულისტკივილით ვადევნებთ თვალს აღდგომის წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.

    ”გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

    სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.

    როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.

    დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდოიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.

    ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • რომელიმე მოქალაქეს რამე რომ დაემართოს, პასუხს აგებს პერსონალურად კობახიძე – ოპოზიციის საგანგებო განცხადება რუსული კანონის მეორედ მოსმენის შემდეგ

    ”რომელიმე მოქალაქეს რამე რომ დაემართოს, პასუხს აგებს პერსონალურად კობახიძე” – რუსული კანონის მეორე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. ოპოზიზიონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თუ დღეს აქციის რომელიმე მონაწილეს რამე დაემართება, ეს კობახიძის და იმ 83 დეპუტატის პასუხისმგებლობა იქნება, ვინც კანონს მხარი დაუჭირა.

    “გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ რომელიმე მართგანს რამე რომ დაემართოს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ კორძაია”, – თქვა თამარ კორძაიამ.

    განცხადება გააკეთა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, დღეს 83-მა ადამიანმა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას მოაწერა ხელი.

    “გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ხალხი, თქვენ, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც, ყველა გარეთ არის, ჩვენი ოჯახები, თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, გთხოვთ, ახლა არ არის ტელევიზორების ჯდომის დრო, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და სწორი, კატეგორიული, ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე. 

    მივმართავ პოლიციას, შს მინისტრ გომელაურს, ირაკლი კობახიძეს, ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ჩვენს შვილებს, თავი დაანებეთ ჩვენს შვილებს, ნუ გაქვთ ჩვენს შვილებთან, ახალგაზრდებთან, ქალებთან, გოგოებთან დიდი გული ნიღბიანი სპეცრაზმელების მეშვეობით. არავის დააკაროთ თითი”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

  • “წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია, ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს” – ჭყონია

    “ის, რომ ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს, ეს ცხადია. მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია. წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს… არავის ეშინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოქალაქეების ასაკსაც, ვინც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს ასეთი კანონის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ამიტომ ისინი მომავლისთვის იბრძვიან”

    განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ BM-სთან.

  • გავიტანთ ამ კანონს, იქნება აქციები – რამდენიმედღიანი დისკომფორტი.. – კობახიძე

    გავიტანთ ამ კანონს, იქნება აქციები – რამდენიმედღიანი დისკომფორტი.. – კობახიძე

    იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა, ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში, იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული, ეროვნული ამოცანა.

    თქვა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 30 აპრილის ღამეს გამართული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის შემდეგ, ბრიფინგზე.

  • დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს! არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის – არველაძე

    არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.

    წერს  ფეხბურთელი, შოთა არველაძე.

  • მრცხვენია რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი! არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი – ალადაშვილი კალაძეს

    მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

    ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ “სამართალდამცავებს”? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
    რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?

    არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია – სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
    შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე.
    დღეს ისევ პარლამენტთან!

    დაწერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა, კახა ალადაშვილმა.

  • არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ კანონი, რა პრობლემაა – კალაძე

    არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა.

    კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს უჭერს.

    ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. არავის არაფერი გამოუვა.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ კანონზე.

  • თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ გავცემთ! – PSP

    “მხოლოდ დღეს ! თბილისის ??? აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებ. ? მომხმარებელზე გაიცემა ? ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და ? ცალი პირბადე,”

    აცხადებს, ფარმაცევტული კომპანია ???.

    ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება.

  • გამახსენებთ 20 ივნისს- არ მჭირდება! მე არ დავმალულვარ, როგორც ეს მშიშარა ბიჭები იმალებიან” – გახარიას პოლიციას

    გამახსენებთ 20 ივნისს- არ მჭირდება! მე არ დავმალულვარ, როგორც ეს მშიშარა ბიჭები იმალებიან” – გახარიას პოლიციას

    “გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა და მისი კვალი ამჯერად ღიად და  პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება.

    ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებულვარ პოლიციელების ზურგს, ან თანამდებობას, ისე როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან, არც “ბასიანის” მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.

    ამიტომ, მივმართავ პოლიციელებს – თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე. ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან”

    ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერმა და  პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითიც პოლიციელებს მიმართა.