Blog

  • გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა – სააკაშვილი

    გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა – სააკაშვილი

    “საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა.
    რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა?
    პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას.
    ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის.
    დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს – უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე.
    რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება.”

    ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს.

  • ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს – კობახიძე ზურაბიშვილზე

    ჩემს მისალმებაში სპეციალურად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი (რედ. – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი) და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს.

    თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ

  • EU-მა და აშშ-მა ივანიშვილს და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესონ – გონჩარენკო

    “დღეს ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ბელარუსი. და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია მაგრამ მაინც”,

    ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო.

  • მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, არჩევნების მერე რეპრესიები დააანონსა – ჯაფარიძე ივანიშვილზე

    – ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს

    – დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა

    – დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო

    – არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო

    – არჩევნების შემდეგ რეპრესიები დაანონსა

    – ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით

    არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი

     

    წერს ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რითიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება.

  • “გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს” – ლომჯარია

    გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს.
    “ქართული ოცნება” ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ბიძინას სიტყვის დასრულებისთანავე.

    წერს, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რითიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება.

  • პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია​​​​​​​ – კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული” – ივანიშვილი

    ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ამიტომ LGBT პროპაგანდისა და ენჯეოების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის.

    კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია.

    […]

    სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა, ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია”

    ამის შესახებ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.

  • თუ გაბედავს და სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის – წულუკიანი პრეზიდენტზე

    სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არის საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, მე თავად საფრანგეთში საშუალო სკოლაც კი იქ დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო, მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები ჩვენ გაგვყიდა. მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს (და იმედი მაქვს, გაბედავს) და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. მან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად, ჩვენ დრეს შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა თუ რას ნიშნავს ღამურა, ალბათ ამისთვის მას მოუწევს ქართული ლიტერატურის და კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს.

    განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

    პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოცნების კონტრაქციას “პუტინის სტილში აქცია” უწოდა.

  • დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – ზურაბიშვილი “ოცნების” კონტრაქციაზე

    გუშინ ვნახეთ რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი, სპონტანური პროტესტისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მეთხუთმეტე დღე.

    დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – “ავტობუსებით ჩამოყვანილ” საჯარო მოხელეებს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესაგებებლად.

    ნამდვილი საქართველო, თავისუფალი საქართველოა!

    ევროპული საქართველო!

    ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების მიერ გამართულ კონტრაქციას.

  • იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა

    იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ.

    ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

     

  • თუ აგენტების კანონს მიიღებენ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს – EPP-ის რეზოლუცია

    ევროპულ სახალხო პარტიამ (EPP)  ევროპარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც,  თუ საქართველო მიიღებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

    • “კანონი არღვევს ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს კანდიდატის სტატუზე, შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ირეკლავს პუტინის მიერ მიღებული კანონს. გამჭვირვალობისა რეალური გაძლიერებისა და კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მაგივრად, აღნიშნული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებას” – ამბობს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.

     

    • “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი იმ ქვეყანაში, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. კრემლი ძალიან გააქტიურდა ევროკავშირში, მაგრამ ასევე ევროკავშირის სამეზობლოში. ჩვენ სრულად მარს ვუჭერთ უცხო აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს, რადგან ეს არის კანონი, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ და ევროკავშირისგან შორს მიჰყავს” – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.