Blog

  • ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! – მოქმედი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე

    ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! – მოქმედი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე

    “ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!” – წერს ამის შესახებ, მოქმედი დიპლომატი,  სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ალექსანდრე გოგოლაძე ფეისბუქზე.

    “როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!

    მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით!

    ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია!” – წერს ის.

  • ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ!-ნინო ხარატიშვილი

    წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ სამწუხაროდ დღემდე მოსკოვში ინახება…

    იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე, მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.

    წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21 საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომელთა წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!
    ეს წიგნი, ამ ბოლო 10 წელიწადში ჩემდა საბედნიეროდ ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე:” როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: “აუცილებლად!”
    როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს “სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!
    და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!

    ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, “საზეპიროებისა” და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ!

    ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის- საკუთარი ხელით დაწერას!
    მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!

    ნინო ხარატიშვილი, მწერალი

  • პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან – კუბილიუსი

    პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი.

    წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ X-ზე.

  • იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა – ხაბეიშვილი პოლიციელებზე

    გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ – როცა მირტყმდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, მოკალით და თქვით, რომ თავი დაარტყა, ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა – ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი.

    თქვა პარლამენტში ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

  • ვთხოვ ვროპულ კომისიას, შეიმუშავეთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ – კრამონი

    “გთხოვთ გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. აღარ მოხდეს ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი – აღარანაირი კარგი პროექტები და ბედნიერი ფოტოები საქართველოს მაღალჩინოსნებთან.[…]ეს ფოტოები სრული აბსურდია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამჟამად და ბოლო კვირების განმავლობაში ხდება. ევროპულ კომისიასა და ვერა იოუროვას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ მესიჯების ნაცვლად. ევროკავშირს აქვს ინტერესი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში.”

    ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა

  • აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, მოჰყვება თანამდებობის პირების ინფორმაციის გასაჯაროება! გავავრცელებთ მონაცემთა ბაზებს! – ANONYMOUS- ი “ქართულ ოცნებას”

    მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰაკერული დაჯგუფება “ანონიმუსი” თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.  ისინი იმუქრებიან რომ გაავრცელებენ მთავრობის წევრების პირად მიმოწერებს და სხვა მასალებს რომელიც მათ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს.

    ? “ოცნების პარტიავ რომელიც მხარდაჭერილი ხართ რუსეთის მიერ, გახსოვდეთ საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”

     

    “მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ”. – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში.

     

  • უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან – დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე

    „საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.

    პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი  თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

  • ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა,  ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

    “მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ არაფერ შუაშია ენჯეო სექტორი და ტელევიზია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, მოქალაქეებზე… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია, დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ. ყველაფერი იქნებოდა ჩახშული და დაბლოკილი როგორც რუსეთში ხდება მითუმეტეს ამ კანონის მიღების მერე… ეს კანონი არაფერ შუაში გამჭვირვალობასთან. ეს კანონი არის პირდაპირ არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის დისკრედიტაციისკენ.

    დღეს მე ვეღარ გავჩერდი სახლში იმიტომ, რომ ჩემი ცოცხალ შვილს, რომელიც აქციებზე დადის, გამოდიან და მილანძღავენ. გამოდიან და ეძახიან ანგაჟირებულს, გაყიდულს. არანაკლებს აკეთებდნენ ჩემს მიცვალებულ შვილზე. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ცოცხალი შვილის მომავალი გათელონ. დღეს საქართველო გადასარჩენია. არავის უნდა უღირდეს სახლში ჯდომა”- თქვა სარალიძემ.

  • განზრახული აქვთ კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი 3 დღის განმავლობაში – კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია” – გირჩი-მეტი თავისუფლების და დროას განცხადება

    “ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი 3 დღის განმავლობაში – კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია” – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

    ”28 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთიანი, მრავალფეროვანი, თავისუფალი, მტკიცე ქართული საზოგადოება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური გზის უმთავრესი გარანტია.

    ქართველი ერის უპრეცედენტო ერთობასა და დემოკრატიულ წინააღმდეგობას, გუშინ, შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა დაუპირისპირა ღია და ცხადი რუსული გზავნილი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის, ევროპული მომავლის გაუქმების, სახელმწიფოს საბოლოოდ მიტაცების, ძალადობისა შურისძიების შესახებ. ივანიშვილის გუშინდელი განაცხადით საბოლოოდ დასრულდა მისი ორმაგი თამაში, რომლის ამოცანაც რუსული პოლიტიკის ევროპული დღის წესრიგით შენიღბვა იყო.

    ამ რუსული განაცხადის ფონზე პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე წინააღმდეგობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი სამი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული მობილიზაცია, როგორც დღეს, ისე შემდეგი ორი დღის განმავლობაში, რათა რუსული კანონის კენჭისყრას დავუპირისპიროთ ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა.

    საქართველო ევროპული სახელმწიფოა და აღარასდროს იქნება რუსეთის უკანა ეზო.

    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!

    შევხვდებით დღეს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, – წერია განცხადებაში.

  • “კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა…” – ფოტიგა ივანიშვილზე

    “გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა. 12-წლიანი ტყუილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ. საბედნიეროდ, ადამიანებმა საუკუნეების წინ გააკეთეს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია”,

    ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამართულ რუსულ მარშს და ოლიგარქ ივანიშვილის გზავნილებს ეხმაურება.