Blog

  • თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს – ივანიშვილი

    ან იომებთ, ან წახვალთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებას, რასაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასთვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს, ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება, როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება.

    განაცხადა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ქართული ოცნება და ხალხის ძალა არჩევნებზე საერთო სიით გავლენ – ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

    ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოცნების ახალი ოფისის გახსნაზე თქვა.

    გახსნას ესწრება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.

    “დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება”- თქვა ღარიბაშვილმა.

    ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული “ხალხის ძალა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

    “მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მდინარაძემ.

  • მზად უნდა ვიყოთ, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ევროპის ხელი გავუწოდოთ – მეცოლა

    ჩვენ ვართ ის, ვინც ავღანეთში სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების, ირანელი გოგონებისა და სტუდენტების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის მებრძოლი უსამართლოდ დაკავებული [ქალების], მამაცი და კვლავ მებრძოლი ეზიდი გოგონების, იულია ნავალნაიას და მსოფლიო მასშტაბით ყველა იმ [ქალის] გვერდით უნდა დავდგეთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ცრემლსადენ გაზს და თან ჩვენს ევროპულ დროშას აფრიალებენ.

    ეს არის ის, რასაც ევროპა ნიშნავს მსოფლიოსთვის. ეს არის პარლამენტი, რომელსაც მსოფლიო ხედავს; პარლამენტი, რომელსაც ამაყები ვართ, ვემსახუროთ.

    ეს არის საპარლამენტო დიპლომატია, რომელიც აუცილებელია მაშინ, როცა ჩვენ მულტილატერალიზმს ვიცავთ და ევროკავშირის გაფართოებისთვის ვემზადებით. ჩვენ გვიყურებს ის ხალხი უკრაინიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უარი ეთქვათ პროგრესზე – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან ისინი მიჰყვებიან საკუთარ დამსახურებაზე დაფუძნებულ გზას, რომელიც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

    ჩვენ ამ ახალი მსოფლიოსა და ახალი რეალობის წინაშე მზად უნდა ვიყოთ. ერთად, ჩვენ ვიქნებით მზად.

    კოლეგებო, არ უნდა შეგვეშინდეს ევროპისადმი ჩვენი ერთგულების განახლების. არ შეგვეშინდეს, გავუმკლავდეთ ავტოკრატებს. არ შეგვეშინდეს, შევასრულოთ დაპირება. არ შეგვეშინდეს, დავდგეთ ევროპისთვის. არ შეგვეშინდეს ისეთი კავშირის შენების, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის იმუშავებს.

    თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას.

  • სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ გორში, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    “თეიმურაზ ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლა”- ნათქვამია განცხადებაში.

  • რატი ბრეგაძე მოშიმშილე პატიმრების რაოდენობაზე გავრცელებულ ინფორმაციას “დეზინფორმაციას” უწოდებს

    იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “დეზინფორმაციას” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ.

    “გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

    პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

    ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

    მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

    დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!”, – წერს მინისტრი Facebook-ზე.

  • ვულოცა! ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას – კობახიძე  მეცოლას

    ვულოცა! ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას – კობახიძე მეცოლას

    რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!

    ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!

    წერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X”-ში.

  • თბილისში, ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ესმხვერპლა

    თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს,  ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

  • თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – ნინო წილოსანი

    თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის, – ასე ეხმაურება, რუსული კანონის მხარდამჭერი, “ოცნების ” დეპუტატი, ნინო წილოსანი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას.

    „საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.

    ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“,

  • 2023 წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, 16 გარდაცვლილი იპოვეს, 60 კვლავ დაკარგულად ითვლება

    2023 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, მათგან 89 ოპოვეს ( მათ შორის 16 გარდაცვლილი), 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკას ავრცელებს.

    რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 01.01.23-31.12.23

    • 01.01.23-31.12.23 პერიოდში:

    თბილისი – 54 დაიკარა; მოიძებნა 35;
    ქვემო ქართლი – 6, მოიძებნა 4;
    კახეთი – 21, მოიძებნა 17;
    შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1;
    სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2;
    გურია – 5, მოიძებნა 3;
    მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1;
    იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 20, მოიძებნა 4;
    სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24, მოიძებნა 21;
    აჭარა – 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0.

  • ევროპარლამენტის პრეზიდენტი კვლავ რობერტა მეცოლა იქნება

    ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა აირჩიეს.  კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა – ირენ მონტერომ.

    კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.

    რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

    მან ეს თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.