Blog

  • ზურაბიშვილს არ უჭირს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და სარჩელი ისე დაწეროს – მაჭარაშვილი

    ზურაბიშვილს არ უჭირს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და სარჩელი ისე დაწეროს – მაჭარაშვილი

    “სასაცილოა ტრაგიკული რომ არ იყოს – პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, ახლა გაახსენდა, რომ თურმე საჭირო ყოფილა და მოუნდა სარჩელის დაწერა. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ის არასერიოზული ადამიანია. საკონსტიტუციო სასამართლოს ხან არ ცნობს და როცა თვითონ დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს. თავად ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ, თორემ ამბობდნენ, რომ ამ კანონში მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო. თუ ამდენი რუსული რამ იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ დაწერეს სარჩელი? რომ წაიკითხეს, ნახეს რომ კონსტიტუციის შეუსაბამო არგუმენტები არ იყო. რაღაცას მოიმოქმედებენ, არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს”,

    ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

  • რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? – ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე

    “მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ქართული ოცნების” ის არგუმენტი, რომ “ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო?” – რელევანტურია, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად უაზრობაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა. ამავე სასამართლოში მიგაქვს სარჩელი და წინაპირობა გაქვს ის, რომ შენ თვითონ ვეტო არ დაასაბუთე, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” გამოძვრენის საშუალებას არ მივცემო. რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და თეორიულად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს “ქოცები”? როგორც ვეტოს დასაბუთებულად დადების შემთხვევაში იქნებოდა. ეს კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან მაინც კეთილშობილური საქმეა “რუსული კანონის” გაუქმება, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, მაგრამ ნაკლებად მჯერა დამოუკიდებლობის და იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად უნდა ვიყოთ”,

    ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

  • პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

    პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს წერილობით 15 ივლისს მიმართა. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად კენჭი უყაროს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას.

    “პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

  • შემაშფოთებელი რიტორიკაა, თითქოს აშშ ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, აბსოლუტურად მცდარია – რაიდერი

    “სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია. […] რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”

    acპენტაგონის პრეს-სპიკერი, პეტ რაიდერი “ამერიკის ხმასთან”

  • ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა “ახალი” – გვარამია

    ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა “ახალი” – გვარამია

    ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ბოლო-ბოლო დაარეგისტრირა “ახალი”! ახალი სახელით, ახალი წესდებით, ახალი პოლიტსაბჭოთი!

    საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც 2 თანათავმჯდომარე ჰყავს! სიახლე და ერთიანობა აქ და ახლა! ჩვენი ნომერია 4!

    წერს ნიკა გვარამია Facbook-გვერდზე.

  • გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების თავიდან შერჩევა – წიქარიშვილი

    “მთავარი საკითხი იყო, თუ რა იქნება გამოსავალი და ჩემი პასუხი იყო, რომ ესაა  სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების თავიდან შერჩევა. მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება, თუ სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებენ იმ პრობლემებს რაც არის, შეიძლება ამ მოქმედი სასამართლოსგან შედგეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი. მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ამ ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან”

    განაცხადა ამის შესახებ, იუსტიციის საბჭოს ახლადდანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

  • ღმერთმა ან იღბალმა გადამარჩინა! – ტრამპი

    “ენერგია, რაც ხალხისგან მოდიოდა იმ მომენტში… ისინი უბრალოდ იდგნენ. რთულია აღწერო ეს შეგრძნება, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო გვიყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია განგვსჯიდა, და მათთვის უნდა მეჩვენებინა, რომ კარგად ვართ.[..] იღბალმა ან ღმერთმა გადამარჩინა “

    განაცხადა, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა.

     

  • თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვიმუშავებთ, ამის არ მეშინია! – ზელენსკი

    “ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია. ჯერ არ შეგვიძლია ტრამპის პრეზიდენტობის განხილვა, რადგან, მადლობა ღმერთს, აშშ-ში პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს, და სხვა ერებს ამაზე გავლენა არ აქვთ”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის – გახარია რუხაძეზე

    გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

    ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.

    ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის.

    წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებაზე.

  • დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ

    პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საავტობუსო ზოლებში, ე.წ. Bus Lane-ზე მოტოციკლებსა და მოპედებს გადაადგილების უფლება ექნებათ

    “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.