შეიძლება, რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდევაც. არავის არ ვაძლევ ამის დაპირებას, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. ყველას ვაფრთხილებ, რომ ეს [ამნისტია] არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი; რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის და სხვა სახის – მითუმეტეს.
Blog
-

ამნისტია არ იქნება ვაჭრობის საგანი! – მამუკა მდინარაძე
-
დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა, რის გამოც ბიჭი მანქანას შეეჯახა და დაიღუპა
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე.მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. ოჯახის ინფორმაციით, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.
-
კახეთში 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ – დააკავეს 3 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი უცხოეთის მოქალაქეა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადებულ იქნა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმებულ იქნა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ იქნა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, – წერია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
-
განმუხურში, მდინარეში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მანამდე მდინარის ნაპირზე მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი იპოვეს.
-
“ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან” – გიორგი გახარია
“პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობს დამოუკიდებლად…ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”
განაცხადა პარტია ” საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.
-
განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ
განმუხურში, მდინარე ენგურში პოლიცია და მაშველები მოზარდს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა.
მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
-
“თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას!” – ზურაბიშვილი ლაიენს მეორე ვადით არჩევას ულოცავს
“გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!
თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას”
წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
-
ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს – გახარია
მე მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს – სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია. ჩვენ ლელოსთან მიმართებით ჩვენი გეგმით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ის ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები არ მქონია და არც მაქვს. მამუკას ჰქონდეს კითხვები, მე რა ვუყო? შეიძლება, მას ჩემთან კითხვები ადრეც ჰქონდა და როგორღაც ითმენდა – კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არაა […] ჩვენი პარტიისთვის წითელი ხაზი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა.
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა.
- “შემდეგი ხუთი წელი განსაზღვრავს ევროპის ადგილს მსოფლიოში მომდევნო 50 წლით. ეს გადაწყვეტს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს თუ უფლებას მივცემთ მოვლენებმა თუ სხვებმა ჩამოაყალიბონ ის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის წინ.
ფონ დერ ლეიენი ხელმძღვანელობდა კომისიას კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინაში.
კენჭისყრამდე, ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად და დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად.
- “ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”. – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
-

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.