“ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”,
ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.

“ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”,
ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.
“ყოველთვის იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში ვმუშაობ. მან აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში”,
ასე გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნასთან დააკვშირებით.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ.”
ასე ეხმაურება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის მიერ, მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.
81 წლის პრეზიდენტი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა წერს:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება. მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ”.– წერს ბაიდენი.
ბოლო დღეები განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლისკენ საკუთარი თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ის წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მოსახლეობას კვირის ბოლოს დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს”. – წერს ბაიდენი.
— Joe Biden (@JoeBiden) July 21, 2024
პროკურატურამ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე პატრულსა და ბაიკერს მომხდარი ავარიის საქმეზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელი დააკავა.პოლიციელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება.
“საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
“მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი” – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.
სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.
“ხელითაც შევხებივარ.. “კაიფში” ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე”,- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა [IPN].
ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით 77-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს”,- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ინიციატორი “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.
21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.
„თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფრანგული გამოცემა France Info-ს ცნობით, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს.
France Info-ს ცნობით, კიევი პარიზიდან მიიღებს 128 ჯავშანმანქანას VAB, 18 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს და 24 მსუბუქ ტანკს. ასევე უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სატვირთო მანქანები და რადარები გადაეცემა.
საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად ტანკების მართვის მიმართულებით გადამზადდება.