{{ARTICLEIMAGE}}
{{ARTICLEIMAGE}}
{{ARTICLEIMAGE}}
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
{{ARTICLEIMAGE}}
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტი და NATO-ს მინისტერიალი შეაჯამა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ხელშესახები შედეგები აქვს.
“ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე და ეუთო-ში შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ისე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO--ს წევრი, გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, წევრობისთვის”,თქვა ზალკალიანმა.
{{ARTICLEIMAGE}}
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი.
როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დადგენილია ბრალდებულების ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრხ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
{{ARTICLEIMAGE}}
ნარკოტიკული საშუალების მიღებას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მან ორ ადამიანთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორივე მათგანი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია, გარდაცვლილი კი ქუთაისში გადაასვენეს.
შემთხვევა სავარაუდოდ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ნარკოლოგები ალაპარაკდნენ. მათი ინფორმაციით, ინტერნეტით მავნე ნივთიერება კარფენტანილი-სხვა დასახელებით იყიდება, რაც ახალგაზრდების გარდაცვალებას იწვევს. სპეციალისტების თქმით, ამ ნივთიერებას ჰეროინსა და მორფზე 100 ჯერ მეტი ეფექტი აქვს, მისი დოზირება კი თითქმის შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საიტებიდან მიღებული ნივთიერებები ის არ არის, რასაც იწერენ და მათი მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია. ზურაბ სიხარულიძეც კარფენტალინზე საუბრობს – “ადამინები ისევ მოხვდენენ რეანიმაციაში, ფრთხიალდ იყავით, მოიშორეთ – თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, – ის სიკვდილია!!!”, დაწერა ზურა სიხარულიძემ.
რობი მუკი (Robby Mook)
ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი
სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ პარასკევს წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს ახალი თვალით შევხედოთ, იმას თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება აშშ–ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. 2015 წელს მაიკლ კოენს “რუსი“ დაუკავშირდა, რომელსაც “ურთიერთსასარგებლო კოორდინაციის“ დამყარება უნდოდა ტრამპის შტაბსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის. სპეცპროკურორის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ცრუობდა თავისი შეხვედრის შესახებ კონსტანტინ კილიმნიკთან რომელსაც ამერიკის მთავრობა რუსეთის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს.
რა თქმა უნდა, მიულერის ახალი დასკვნები სენსაციად იქცა. მაგრამ შეიცვალა თუ არა ბევრი რამ 2016 წლის შემდეგ და გახდა თუ არა ჩვენი ცოდნა უფრო მოცულობითი ტრამპისა და რუსეთის შესახებ? არც ისე.
2016 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ყრილობის წინ რუსეთის აგენტებმა ვიკილიქსის საშუალებით ათასობით ელექტრონული წერილი გამოაქვეყნეს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტიდან იყო მოპარული. გამოქვეყნების დრო ზუსტად იყო შერჩეული და მან დემოკრატებს კრიტიკულ მომენტში მაქსიმალური ზიანი მიაყენა. იმ დროს მე, დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შემდგომი ორი დღის განმავლობაში ორ საკვირაო პოლიტიკურ თოქ–შოუში მივიღე მონაწილეობა და მზად ვიყავი ამ წერილებთან დაკავშირებული უამრავი კითხვისთვის მეპასუხა. მაგრამ ვთვლიდი, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მოპარული დოკუმენტების შინაარსზე კონცენტრირება, არამედ იმაზე თუ რატომ გამოქვეყნდა ისინი.
“ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის სახელმწიფოს აგენტებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის კომპიუტერები და მოიპარეს ეს ელექტრონული წერილები. სხვა ექსპერტები კი ახლა აცხადებენ, რომ რუსები ამ წერილებს ტრამპის დახმარების მიზნით აქვეყნებენ. ეს ჩემი პირადი აზრი არ არის. ეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დასკვნებია “– ვუთხარი ჯეიკ ტეპერს სი ენ ენ –ზე გამოსვლისას.
რუსული კვალი ამ ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ცხადი. 14 ივნისს “ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვის შესახებ. სტატიის სათაურში კი ნათქვამი იყო, რომ ეს გააკეთეს “რუსმა ხაკერებმა სახელმწიფო სტრუქტურებიდან“. ორი დღის შემდეგ ახალი ამბების არხმა Vice News გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოპარული დოკუმენტების დამუშავებისას გამოიყენებოდა აპარატურა, რომელიც რუსულ ენაზე იყო აწყობილი. ერთ–ერთ ლოგ–ინში კი საბჭოთა სპეცსამსახურების პირველი ხელმძღვანელის გვარი იყო გამოყენებული.
იმ დროისათვის ტრამპსა და რუსულ სახელმწიფოს შორის სიახლოვე იმდენად აშკარა იყო, რომ ჟურნალმა პოლიტიკომ თავის მაის/ივნისის ნომერში დიდი სტატია გამოაქვეყნა და ტრამს “კრემლის კანდიდატი“ უწოდა. სწორედ იმ პერიოდში ტრამპმა პოლ მანაფორტი თავისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. მანაფორტი უკრაინის პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ლობისტი და კონსულტანტი იყო, რომელიც 2014 წელს გადატრიალების შედეგად დაამხეს. გარდა ამისა ის რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას მრჩევლად მუშაობდა.
ივლისის შუა რიცხვებში ტრამპის შტაბმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სრულიად მოულოდნელად მისი მონაწილეებისთვის ხელის ამოტიალების მეთოდი გამოიყენა რათა დიდი ძველი პარტიის პლატფორმა უფრო პრორუსული და პროპუტინური გაეხადა. ამ ყრილობას ესწრებოდა აშშ–ში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი რაც ძალიან უჩვეულო იყო. იმავე თვეში ტრამპის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კარტერ პეიჯი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში, აშშ გააკრიტიკა “დემოკრატიზაციის მიმართ პირფერული ყურადღების გამო “ და პუტინის რეჟიმი შეაქო.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილი იყო. ამის მიუხედავად როცა მე და ჩვენი შტაბის სხვა წევრებმა დავიწყეთ გამეორება, რომ ხაკერულ თავდასხმაში რუსეთი იყო ჩარული რომელსაც ტრამპისთვის დახმარება უნდოდა, პრესის ბევრი წარმომადგენელი ამას სკეპტიკურად შეხვდა და ეს განცხადება ჩვეულებრივ პიარად ჩათვალა. ბევრი ფიქრობდა, რომ განცხადებები ტრამპისთვის რუსეთის ხელშეწყობის შესახებ სიმართლეს არ გავდა. ჩვენმა ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებმაც კი იფიქრეს რომ ჭკუიდან გადავდექი.
არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ნათელი გახდა და ბევრი ამას დაეთანხმა, რომ რუსეთი საარჩევნო კამპანიაში ერეოდა. კრემლს კი შესაძლოა ტრამპის შტაბის წევრ აგენტებთან ქონოდა ურთიერთობა. დღესაც კი არის ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება ტრამპის პოლიტიკურ ოპერაციასა და დამნაშავეებს შორის კავშირში, რომლებმაც დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს. თუმცა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლმა, როჯერ სტოუნმა 2016 წელს არაერთხელ განაცხადა, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ვიკილიქსის დამფუძნებელთან, ჯულიან ასანჟთან. ბოლო დროს სტოუნი უარყოფს ასანჟთან ურთიერთობას, გასულ კვირას კი სტოუნის ადვოკატმა სენატის იურიდიულ კომიტეტს შეატყობინა, რომ მისი კლიენტი მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიების ფარგლებში კომიტეტს ჩვენებას არ მისცემს.
სრულიად ცხადია, რომ 2016 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის ჩარევის უამრავი მტკიცებულება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანეთ. რატომ გახდა საჭირო ორი წელი და ათობით საბრალდებო დასკვნა რომ ადამიანებს დაეჯერებინათ: რუსეთი არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის უკან იდგა, არამედ შეთქმულებაში ტრამპის შტაბიც მონაწილეობდა. მტკიცებულებები და ფაქტები ხომ 2016 წელსაც საკმარისზე მეტი იყო.
სტატიის ორიგინალი