Blog

  • წყნეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის უწყების თანამშრომლები ფიგურირებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,წერია შსს-ს ინფორმაციაში. 


    10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი. როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

  • კალაძე: სააკაშვილი ჯამბაზი გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი კახა კალაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებაზე საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილი საინტერესო არ არის. კალაძემ ამ თემაზე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

  • ლურის ნავარო: ივანიშვილს ბრიჯიტ ბრინკის უპირატესობის ეშინია


    {{ARTICLEIMAGE}}

    აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვასთან დაკავშირებით ამერიკული მედიის სკანდალურ სტატიას აფასებს.


    ნავაროს თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი მმართველობის პოტენციურ პასუხისმგებლობსაც კი თავი დააღწიოს.


    “ბრიჯიტ ბრინკი მუშაობდა ამერიკის ორი ელჩის – ჯონ ბასის და რიჩარდ ნორლანდის დროს, ეს უკანასნკელი ჩართული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესში როცა “ნაციონალური მოძრაობიდან” ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” გადაეცა. ცხადია, ივანიშვილი შიშობს, რომ მის მთავრობასთან ურთიერთობებისას, განსაკუთრებით საპრეზიდენტო მარათონზე გამოთქმული კრიტიკის ფონზე, ისტორიისა და კონტექსტის გათვალისწინებით ელჩმა უპირატესობა არ მიიღოს”,განუცხადა ლუის ნავარომ solostudio.agency/-ს.


    როგორც ცნობილია, საქართველო ამერიკის მიერ შერჩეულ პროსააკაშვილისეულ ელჩზე კატეგორიულ უარს ამბობს – ამ სათაურით სკანდალურ სტატიას ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.სტატიიდან ირკვევა, რომ ამერიკელი კარიერული დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი პატარა ქვეყანაში ელჩად არ მიიღეს, რადგან საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბრიჯიტ ბრინკი საკმაოდ კეთილგანწყობილია პროდასავლური ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, წერს Foreign Policy რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

    სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საქართველო გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი ბრინკის დამოკიდებულების გამო არ ეთანხმება. FP წერს, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივანი უეს მიტჩელი ლობირებდა, თუმცა გამოცემა აქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს და ჟურნალისტს თეთრ სახლში ამისამართებს.”ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ელჩების პოზიციები ძლიერი, კვალიფიციური კადრების კანდიდატურით შეავსოს, მათ შორის საქართველოშიც. შიდა პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”,განუცხადეს FP-ს თეთრ სახლში.

    “ბრინკის წარდგენისადმი წინააღმდეგობის გაწევა ხაზს უსვამს, რამდენად შორს წავიდა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, რომელიც პროდასავლურია და ეწინააღმდეგება რუსეთის ჩარევას. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელმაც საქართველოს დასავლური კურსი განაგრძო, თუმცა ამავე დროს, მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებს აბალანსებს. ბევრი ამერიკული და ქართული წყარო აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების უკან დგას. მილიონერს, რომელმაც 90-იან წლებში, მოსკოვში დიდი ფული იშოვა, საქართველოში კონკრეტული ოფისი არჩეული არ აქვს, თუმცა ეს არ უშლის ხელს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სათანადო როლი შეასრულოს”,წერს FP.



  • რუსეთმა GOOGLE-ს 500 000 რუბლიანი ჯარიმა დააკისრა

    Google-ის წინააღმდეგ საქმე რუსეთში 26 ნოემბერს დაიწყეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინტერნეტის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ „როსკომნადზორმა“ ინფორმაციის კანონის შესახებ არაერთი დარღვევისთვის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას, GOOGLE-ს სანქციას უწესებს.

    ინფორმაციის შესახებ კანონის მიხედვით, საძიებო სისტემამ მომხმარებელს არ უნდა აჩვენოს „როსკომნადზორის“ მიერ დაბლოკი ვებგვერდები, სპეცსამსახურებს მომხმარებლების მიმოწერები, რათა არ მოხდეს მათი გაშიფვრა და ასევე რუსეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსეთის სერვერებზე უნდა შეინახონ. 

    მრავალი გიგანტი კომპანია, Facebook, Telegram და Google, არ ასრულებენ „როსკომნადზორის“ კანონს. თუ ისინი კვლავაც არ შეასრულებენ დადგენილ მოთხოვნებს ჯარიმა შესაძლოა 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ამასთან რუსეთს დარჩება უფლება დაბოლოკოს კომპანიების ვებგვერდები.

  • Google Maps-ს პერსონალური რეკომენდაციების ფუნქცია დაემატა

    IPHONE-ის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. დღეიდან აპლიკაცია GOOGLE MAP-ს რეკომენდაციების ფუნქცია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია შეისწავლის თქვენს გემოვნებას და ამის შემდეგ რუკის გახსნისას For YOU ღილაკზე დაჭერისას განახებთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებების ადგილებს. 

    IOS-ის მომხამერებლებისთვის სიახლე 40 ქვეყანაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველგან განახლდება.

  • INSTAGRAM-ის პირად ჩატში ხმოვანი მესიჯის ფუნქია დაემატა

    {{ARTICLEIMAGE}}
    INSTAGRAM-მა თავის მომხარებელს ახალი ფუნქცია დაუმატა. დღეიდან თქვენ პირად შეტყობინებებში ხმოვანი მესიჯის გაგზავნა შეგიძლიათ. 

    დღესდღეობით, ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა გასაკვირი თითქმის არავისთვის აღარ არის, თუმცა აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა იმის გათვალისწინებით, რომ დეველოპერებმა ე.წ ”Walkie-Talkie”-ს რეჟიმი დაამატეს, რაც იმას გულისხმობს, რომ სიარულისას აუდიო შეტყობინების გაგზავნა ბევრად კომფორტულია.

    აუდიოშეტყობინებების რეჟიმი პირად მიმოწერაში ორივე, Android-სა და iOS პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება.

  • ნორვეგიაში ჩრდილოეთის ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი გაიხსნა

    ნორვეგიაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი გაიხსნა. ყინვის მიუხედავად გახსნის ცერემონიას ათობით ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

    ობიექტს ჩინური კომპანია თითქმის 6 წლის განმავლობაში აგებდა. რკინის კონსტრუქციებს კი ერთდროულად 4 ქარხანა ამზადებდა.

    ხიდის სიგრძე 1500 კილომეტრს აღემატება. ის ადგილობრივებს აეროპორტამდე და აგრეთვე მეზობელ შვედეთამდე გზას უმოკლებს.
    {{VIDEO}}

  • ემინემი თავის ახალ კლიპში დამარხეს

    რეპერმა ემინემმა ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. კომპოზიცია Good Guy-ს მან კანადელ მომღერალ ჯესი რეიესთან ერთად ჩაწერა.

    კლიპში ემინემი და ჯეისი შეყვარებულებს განასახიერებენ, რომლებსაც ურთიერთობაში დრამატული პერიოდი უდგათ. ჩხუბისა და სკანდალების შემდეგ გოგო შეყვარებულს დანით კლავს.

    ფინალურ კადრში ემინემი საფლავში წევს და მის ცხედარს ჯეისი ეფერება.

    Good Guy ერთ-ერთია იმ სიმღერებიდან, რომლებიც რეპერის ახალ ალბომში Kamikaze შევიდა. ალბომი გაყიდვაში 31 აგვისტოს გამოვიდა. ვიდეორესურს Youtube-ზე კლიპს 3 დღეში 7 მილიონამდე მნახველი ჰყავს.
    {{VIDEO}}