Blog

  • დემნა გვასალიამ გაზაფხული-ხაფხულის კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დემნა გვასალიას ბრენდმა “Vetements”-მა ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მავთულხლართების ფოტოთი 

    Instagram

    ზე დაანონსა.

    დემნა გვასალია არის ქართველი დიზაინერი, რომელიც 2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, რამდენიმე წლის წინ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად – Vetements,რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ ცნობილ ადამიანსაც აცვია.

    დემნამ ჩაანაცვლა ალექსანდერ ვანგი Balencaga-ში. ის ბრენდის კრეატიული დირექტორი გახდა 2015 წლის ნოემბერში.

    დემნას კარგი ურთიერთობა აქვს კანიე ვესტთან,რაც ხშირად დასტურდება კანიეს პოსტებით. უცხოური პრესა კი წერს ,,თუ კი არსებობს ვინმე, ვინც კანიეს ისევე უყვარს, როგორც საკუთარი თავი, მაშინ ეს დემნა გვასალიაა”

     

  • სფეისმა, პირველმა ციფრულმა ნეობანკმა აპლიკაცია განაახლა

    {{ARTICLEIMAGE}}

    აპლიკაციის შექმნის იდეა ახალგაზრდებს წელიწადნახევრის წინ გაუჩნდათ. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი საბანკო მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს აარიდებდა იმ მოსაწყენ პროცესებს, რომელიც ტრადიციული საბანკო სერვისებს ახასიათებს. 2018 წლის მაისში კი ბაზარზე სრულად ციფრული ნეობანკი გამოჩნდა.

    მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, სფეისში შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. ბარათებს შორის გადარიცხვისთვის, სხვასთან ფულის გასაგზავნად მობილურის ნომრით ან მესენჯერებით, კომუნალურების გადასახდელად საკომისიოს გარეშე და ა.შ.

     

    • აპლიკაციას დაემატა პასპორტით რეგისტრაცია – აქამდე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობით იყო შესაძლებელი;
    • თუ აქამდე ინდ. მეწარმეებს არ შეეძლოთ სფეისში რეგისტრაცია, ახლა უკვე ეს შეზღუდვა მოხსნილია;
    • მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებდა ნებისმიერ ბარათს შორის გადარიცხვის ფუნქციას, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. ახლა სფეისს უკვე საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქციაც დაემატა;
    • გამარტივდა ბარათის გააქტიურების პროცესი. აქამდე ბარათის გასააქტიურებლად აუცილებელი იყო მისი ბანკომატში მოთავსება. ახლა მისი გააქტიურება აპლიკაციიდან პაროლის მოთხოვნისთანავეა შესაძლებელი;
    • აპლიკაციას დაემატა ტრანზაქციების ისტორია და მომხმარებლის პროფილი;
    • შეიცვალა და გამარტივდა სესხის აღების პროცესი;

     

    კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქტის განვითარების მთავარი მონაწილე სწორედ მომხმარებელია და მათი კომენტარების და რეკომენდაციების ანალიზის მიხედვით იგეგმება ცვლილებები აპლიკაციაში.

  • ლუკ ბესონი სექსუალურ სკანდალში გაეხვა


    რამდენიმე ქალი რეჟისორს ძალადობაში და შევიწროვებაში ადანაშაულებს

     

    ცნობილი რეჟისორი ლუკ ბესონი სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. დასავლური მედიის ინფორმაციით რამდენიმე ქალმა ერთდროულად განაცხადა, რომ რეჟისორი მათ სექსუალურად ავიწროვებდა და ძალადობდა.

    ფრანგი რეჟისორის ყოფილმა თანაშემწემ სასამართლოს განუცხადა, რომ ბესონმა შანტაჟით აიძულა მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა. გოგონამ სასამართლოს უამბო დეტალები რამდენიმე სექსუალური კონტაქტისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟისორისგან თავმობეზრებულმა თანაშემწემ ეს ისტორია სტუდიის თანამშრომლებს უამბო, რომლებიც ახლა სასამართლოში მის სიტყვებს ადასტურებენ.

    გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა წერილი, რომელიც მისი თქმით რეჟისორმა მისწერა, როცა გადამღები ჯგუფი ერთ–ერთ პარიზულ სასტუმროში დაბინავდა. ბარათში ბესონი გოგონას პრინცესას უწოდებს და სთხოვს მოემზადოს და შხაპი მიიღოს.

    თანაშემწის გარდა რეჟისორს Cite du Cinema –ს ორი ყოფილი სტუდენტი სდებს ბრალს. მათ ბესონს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლეს. “არასათანადო ქცევაში“ ადანაშაულებს რეჟისორს კიდევ ერთი ქალი – EuropaCorp –ის ყოფილი თანამშრომელი.

    მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ერთ–ერთმა მსახიობმა, რომლის გვარი არ ხმაურდება პოლიციას მიმართა და შეატყობინა, რომ ლუკ ბესონმა გააუპატიურა.

  • ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სასამართლო დავა შეწყვიტეს

    ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს საერთო შვილებზე  მეურვეობისთვის სასამართლოში აღარ იდაონ. ჟურნალ People– ს ინფორმაციით მსახიობებმა უარი თქვეს სასამართლო სხდომაზე, რომელიც 4 დეკემბრისთვის იყო დანიშნული. ყოფილმა მეუღლეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ბავშვებთან მიმართებაში უფლებები და მოვალეობები გაინაწილეს.

    თავიდან ანჯელინა ჯოლი ბავშვებზე სრული და ერთპიროვნული მეურვეობის მიღებას ითხოვდა. თუმცა ბრედ პიტი ერთობლივი მეურვეობის და თანაბარი უფლებების მომხრე იყო. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა შეთანხმებამდე მივიდა ყოფილი წყვილი.

    შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში მსახიობებმა განქორწინება გადაწყვიტეს. ამას წინ უძღვოდა კონფლიქტი მათი კერძო თვითმფრინავის ბორტზე, რომლის შემდეგაც ჯოლი აცხადებდა, რომ ქმრის მიერ გამოყენებულ აღზრდი მეთოდები არ მოსწონს.

    განშორების შემდეგ ბრედ პიტი ოჯახს ფინანსურად კვლავ ეხმარებოდა და კონფლიქტის მომენტის შემდეგ ოჯახის ბიუჯეტში დაახლოებით 1 300 000 დოლარი აქვს შეტანილი. ცნობლ წყვილს, რომლებიც მრავალწლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი ქონება თანაბრად ეკუთვნით.