{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხვალ, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო გაუძღვებიან.
2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი.
{{ARTICLEIMAGE}}
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქიძეების ნასახლარი ტერასულად განლაგებული შეკრული კომპლექსია. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები.
პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, რაც კალოსთვისაც გამოიყენებოდა. ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილია დასავლეთიდან გაჭრილი ფართო სწორკუთხა კარი, რომლის შიდა გადახურვა არქიტრავულია, ხოლო გარედან ვერტიკალურად ჩაწყობილი ქვებით გაკეთებულია ზღუდარი. საცხოვრებელ ოთახებში ვხვდებით სწორკუთხა ნიშებს.
ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლებია: ტერასული სახლების მჭიდრო განაშენიანების არქიტეტურული სახე. ქვის მხატვრული წყობა და სიძველე.
{{ARTICLEIMAGE}}
მარტვილის სოფელ ბანძაში, მოქალაქეები გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავს თხრიდნენ, რა დროსაც ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს, რომელიც თიხის ქოთანში იყო მოთავსებული. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ ნივთების ნაწილი ოჯახს გადასცეს, რომელმაც ის მუზეუმს აჩუქა. რაც შეეხება მონეტების დარჩენილ ნაწილს, მპოვნელებმა ისინი ქუთაისში, ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს.
ამასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.
სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.
{{ARTICLEIMAGE}}
15-16 დეკემბერს თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს, იაპონური კინოს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი თანამედროვე იაპონური ფილმი, რომელთა ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ მოხდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება რეჟისორ ნობუო მიძუტას (კომედია/ფანტაზია) ფილმის მისტიური გოგონას (Sing My Life) (119 წთ.) ჩვენება.
15 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ კან იშიბაშის ფილმის „ცხოვრების დაპირება“ (A Living Promise) (120 წთ.)
16 დეკემბერს, 14:00 საათზე – რეჟისორ იუია იშიის ფილმის „ვანკუვერ ასაჰი“ (The Vancouver Asahi ) (132 წთ.)
16 დეკემბერს, 16:00 საათზე – რეჟისორ ბუნჯი სოტოიამას ფილმის „ცხოვრების ბრწყინვალება“ (Sparkle of Life ) (81 წთ.) ჩვენება
ფილმები წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.
კომპანია Universal Music Group-მა ბრტანული როკჯგუფის Queen-ის Bohemian Rhapsody მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და მოსმენად სიმღერად დაასახელა. ამის შესაებ Reuters-ი წერს.
ამაში კი მთავარი როლი მუსიკალური ბიოგრაფიულმა ფილმმა Bohemian Rhapsody-მ ითამაშა. სურათის კინოეკრანებზე გამოსვლის დღეს სტიმინგ სერვისებზე ამ სიმღერას ერთ ნახევარ მილიონჯერ მოუსმინეს.
სინგლმა და მისმა შემსურლებლებმა განაპირობეს ახალი ფილმის რეიტინგიც. მუსიკალურ- ბიოგრაფიული სურათი ამ ჟანრში ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 596 მილიონი დოლარი შეადგინა, ფილმი კი ოქროს გლობუსზეა წარდგენილი.
თბილისში კონფერენცია „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა.
კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
12 დეკემბრამდე, „შემოქმედებითი ევროპის“ ბენეფიციარები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ „შემოქმედებით ევროპაში“ განაცხადის წარდგენის პროცესზე.
კონფერენცია „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საავტომობილო სპორტის მმართველი ორგანიზაციის შენობასთან შოთა აფხაზავას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აფხაზავას გადადგომასთან ერთად, აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ: გამგეობამ უზრუნველყოს კლუბების მიღება ფედერაციის წევრებად და 2018 წლის დასრულებამდე გამგეობის ყრილობა ჩატარდეს.
ავტოსპორტის ფედერაციამ შეკრებილი სპორტსმენების და სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყდა რომ 25 დეკემბერს გაიმართება ე.წ. საშუამავლო ყრილობა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი განიხილება.
აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამგეობამ კლუბების ფედერაციის წევრებად მიღების პროცესი დაიწყო. ასევე გაირკვა რომ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს პროფესიონალი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძეც, რომელიც დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ.