Blog

  • გერმანია “ვერ ხედავს პრობლემას” მათ მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღის რუსეთში გამოყენებაზე 

    გერმანია “ვერ ხედავს პრობლემას” მათ მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღის რუსეთში გამოყენებაზე  – შესაბამისი განცხადება, გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკუს ფაბერმა გააკეთა და თქვა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი, ხდება უკრაინული იარაღი.

    “როდესაც იარაღი გადადის უკრაინაში, ის ხდება უკრაინული იარაღი. ეს ეხება ყველა მასალას, მათ შორის Leopard-2. უკრაინაზე რუსეთის მიერ თავდასხმის გამო, ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ომის ზონას წარმოადგენს. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს”,

     

  • სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ უარყო, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა აშენდება.

    ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წერს.

    “რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიდის”. – თქვა შამბაბ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

  • ენმ-ის მოღალატე რეჟიმი უნდა გასამართლდეს! – რიჟვაძე აგვისტოს ომზე

    იმჟამინდელი ხელისუფლების გაუთვლელობა, უპასუხისმგებლობა, მოღალატეობრივი ქმედება უნდა შეფასდეს და რა თქმა უნდა, ის მოღალატე რეჟიმი, რომელიც ნაცმოძრაობის სახით იყო, უნდა გასამართლდეს.

    თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომზე საუბრის დროს.

  • უკრაინის არმიამ იცის როგორ უნდა გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს მიზანს! – ზელენსკი კურსკის ოლქზე

    “ყველა ხედავს, რომ უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • სუჯას ცენტრი უკრაინელებს უკავიათ, იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები – რა ხდება კურსკის ოლქში

    აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე, რუსეთში, კურსკის ოლქში განვითარებულ უკრაინულ იერიშზე წერს.

    ”უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [13:00 საათის შეჯამება | 08.08.2024]:
    – უკრაინული შტურმი, რომელიც ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას – გრძელდება: – დანაყოფებმა ივანიცა მალაია ლოკნია აიღეს და ივანიცას უტევენ. შტურმია ანასტასევკას და რადუტინას მიმართულებითაც. ჩართულია მექანიზებული ნაწილები, სწრაფმავალი მობილური ჯგუფები რუსების სიღრმეში გადაადგილდებიან, საუბრობენ მოიერიშე ავიაციის მოქმედებაზეც. შეტევის ამ მიმართულებას კურჩატოვამდე შეიძლება მივყავდეთ, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. როგორც რუსები ჩივიან როსგვარდიის რეზერვი კია ადგილზე შეყვანილი, მაგრამ ზღუდეებით გამაგრებული არ არის. უკრაინული სატანკო ნაწილები და სტრაიკერები საგზაო მაგისტრალის გარდა ველებსა და მინდვრებს მიუყვებიან. რუსების თავდაცვის ყველა ზღუდე გადალახულია.

    – უკრაინელთა შეტევის მეორე მიმართულება კორენოვოა. ქალაქი კიდევ ერთი რაიონული ცენტრია, რომლის აღებას ან შემოვლასაც (და ალყაში მოქცევას) უკრაინელები ცდილობენ. ქალაქიდან მოსახლეობა გარბის. იბომბება რკინიგზა და სახმელეთო გზები. რუსული სამხედრო რეზერვი რამდენჯერმე მოჰყვა დრონებით დაბომბვის ქვეშ.

    – შეტაკებები გრძელდება სუჯას აღმოსავლეთ ნაწილში (ქალაქი მდინარის ორ ნაწილზეა აშენებული). სუჯას ცენტრი უკრაინელთა ხელშია. გუშინ რუსებმა შემთხვევით საკუთარი სამხედრო კოლონა დაბომბეს ამ მიმართულებაზე და დიდი ხანი ცდილობდნენ უკრაინულად გასაღებას. ერთ-ერთი რუსი სუჯადან ყვებოდა, როდესაც ვკითხეთ უკრაინელებს თუ რა ვქნათ ჩვენო, უკრაინელებმა გვიპასუხეს უკრაინის ჰიმნი ისწავლეთო.

    – წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი კურსის შემოგარენი. რკინიგზის ხაზი რამდენიმე ადგილასაა განადგურებული. რკინიგზა რუსული ლოჯისტიკის მთავარი არტერიაა.
    – გუშინ საღამოს მონაცემებით 300 რუსი სამხედროა ტყვედ აყვანილი.
    – უკრაინული ნაწილები გადასროლილი არიან რუსეთის ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვართანაც. რუსები შიშობენ რომ ეს ან ცრუ მანევრია ან იქაც აპირებენ იერიშის წამოწყებას უკრაინელები. ფაქტია, რომ რუსები რეზერვებს ვერ ხსნიან ამ მონაკვეთიდანაც.
    – რუსები ვარაუდობენ რომ დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი სამხედრო უტევს რუსეთის ტერიტორიას. საუბარია რომ კიდევ 15 ათასი საზღვარზეა მობილიზებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთოს ბრძოლაში.

    – მთელს კურსკის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო/სამხედრო მდგომარეობა.
    – უკრაინელთა იერიშის სამიზნე შესაძლოა პოლიტიკური იყოს. თუკი მათი სვლა ფართომასშტაბიანი რეიდი, პრევენციული დარტყმა და რუსების რიგებში პანიკის შეტანა არ არის, მაშინ უკრაინელები დაკავებული ტერიტორიის ოკუპაციას დაიწყებენ. ეს კი შემდგომში ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს, რასაც რუსეთი ასეოდენ ცდილობს და დასავლელ ზოგიერთ პოლიტიკოსშიც ყიდის ამ იდეას. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინული ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც – მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში ტერიტორიების ფლობა უდიდესი უპირატესობაა და გაცვლის საშუალებას იძლევა. როგორც არ უნდა იყოს, ომიდან მესამე წელს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარია ზახაროვა საჩივარს საჩივარზე წერს. მარგარიტა სიმონიანი კი ლოცვისკენ მოუწოდებს რუსეთს. სურეალიზმია რაც ხდება.

    – ევროკავშირი და აშშ დისტანცირდა ამ ოპერაციიდან – მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის უფლებაა დაიცვას თავი და როგორ შეძლებენ ამას ეს უკრაინელთა გადასაწყვეტიაო.

    – კურსკის ოლქის შტურმის ფონზე პუტინის ერთ-ერთი საყვარელი პროპაგანდისტი, ბელგოროდელი ევგენი პადდუბნი მძიმედაა დაჭრილი და მომაკვდავია. ვინ არის პადდუბნი? იგი Россия-24-სა და Россия-1-ის სამხედრო კორესპონდენტი და პუტინის ფავორიტია. იგი მონაწილეობას იღებდა 2014 წლის სამხედრო გაშუქებასა და საინფორმაციო პროპაგანდაში უკრაინის წინააღმდეგ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2014 წლის აჯანყებისა დონბასშიც – მისი შეთხზულია ამბები უკრაინული ნაციზმის შესახებ.

    შემდეგ წავიდა სირიაში და იქ უჭერდა მხარს რუსეთის სისხლიან ქმედებებს. მისი განმარტებით ყველა ტერორისტი იყო ვინც ასადის რეჟიმს არ უჭერდა მხარს.

    2022 წლიდან კვლავ უკრაინას დაუბრუნდა და დაიწყო სამხედრო კამპანიის მხარდაჭერა და ანტი-უკრაინული განწყობების შექმნა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იყო სანქცირებულიც. უშუალოდ შეხვდა პუტინი და დააჯილდოვა კიდეც.

    – რაც მთავარია უკრაინელები ოფიციალურად ამ ოპერაციაზე დუმან. ყველა ინფორმაცია არის რუსული. ეს კი ძალიან სწორი მიდგომაა უკრაინელთა მხრიდან.

    – დონეცკის ოლქში რუსებმა 5 აგვისტოს ნიუ-იორკის გარეუბანში 38-ე სკოლაზე დროშა დაკიდეს. მათთვის ნიუ-იორკის აღებას არამხოლოდ სამხედრო არამედ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს – სახელიდან გამომდინარე, რომ მერე თქვან უკრაინაში არსებული ნიუ-იორკი ავიღეთო. მაგრამ უკრაინელებმა დროშა დრონით ააფეთქე და თავიანთი დროშა აღმართეს. ნიუ-იორკი უკრაინელთა ხელშია.
    – შესავალში ვახსენე, რომ უკრაინელების მიმდინარე ოპერაცია ძალიან წააგავს ბლიცკრიგის ტაქტიკას. მოდი ავხსნი რატომ. ბლიცკრიგი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან:
    1. დარტყმა მოულოდნელ და ნაკლებად გამაგრებულ ადგილას;
    2. სწრაფი გარღვევა და თუ საჭიროა გამაგრებული პოზიციების შემოვლა, რაც მოწინააღმდეგეს ალყის განცდაში აგდებს და პოზიციების მიტოვებას იწყებს;
    3. მექანიზებული ნაწილები ცენტრში სწორხაზოვნად მიიწევენ, ფლანგებზე კი სტანდარტული დაწოლა ხდება, რაც მცველებს უკან დახევას აიძულებს;
    4. შემტევ ნაწილებს წინა ხაზს უსუფთავებს არტილერია და ავიაცია, ზურგს კი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უმაგრებენ.
    5. საინფორმაციო ვაკუუმი – ეს ბლიცკრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მტერმა არ უნდა იცოდეს ზუსტად სად ხარ და ინფორმაცია უნდა იყოს ბუნდოვანი და დამაბნეველი.
    ჯერჯერობით ყველაფერი წინაა. ვნახოთ.

  • რუსეთს შეეძლო დაუსჯელად დასხმოდა თავს მეზობელ ქვეყნებს და თვალთმაქცურად მოეთხოვა… საკუთარ ტერიტორიაზე ხელშეუხებლობა – პოდოლიაკი

    ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, საბრძოლო მოქმედებების, იძულებული ევაკუაციის, ჩვეული ცხოვრების ფორმატის ნგრევის მიზეზი, მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზეც, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ჩათვლით, მხოლოდ ერთია: თავად რუსეთის უწინაპირობო აგრესიის ფაქტი – მისი მცდელობა, დაიპყროს სხვისი ტერიტორიები და უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ცხადად აყალიბებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

    კარგადაა ცნობილი “რუსეთის თვითგანადგურების” კონცეფციის ავტორიც: სუბიექტი პუტინი. ამიტომაც, დასკვნები სრულიად აშკარაა… რუსეთს უცვლელად სჯეროდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა შემზღუდველი ნორმები და ამიტომაც შეეძლო დაუსჯელად დასხმოდა თავს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს და თვალთმაქცურად მოეთხოვა… საკუთარ ტერიტორიაზე ხელშეუხებლობა.

    თუმცა, ეს არის ომი, რომელსაც საკუთარი წესები აქვს და რომელშიც აგრესორი მუდამ მოიმკის იმას, რაც დათესა…

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე იერიშთან დაკავშირებით.

  • წინა მთავრობამ ეს ომი თავიდან ვერ აირიდა,პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო – ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

    შეიძლება ასე ითქვას, რომ კოდორის ხეობა წინა ხელისუფლებამ აბსოლუტურად მოღალატეობრივად, უბრძოლველად ჩააბარა […] ეს ომი, საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა მთავრობამ ეს ომი თავიდან ვერ აირიდა. პირიქით, რომ იტყვიან, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო. თვითონ არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმის, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა.

    ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს მოუტანო, სწორედ ომია. ეს არის შენი საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. და როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურებით, ღალატით თუ გამყიდველობით, უცხო, ოკუპანტ ქვეყანას აბარებ, რა თქმა უნდა, ეს ღალატია. ამას შესაბამისი შეფასება სჭირდება […]

    ქართველებმა ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ, ასევე, ჩვენ მშვიდობის ფასიც ვიცით. ამიტომ ძალიან ღირებულია ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2012 წელს მოიტანა. 12 წელია, საქართველოში უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს.

    თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის დროს.

  • 2008-ში ოცნებისნაირი პატრიოტული მთავრობა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა – პაპუაშვილი

    2008-ში ოცნებისნაირი პატრიოტული მთავრობა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა – პაპუაშვილი

    2008 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, ქართული ოცნების მსგავსი, პატრიოტული ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 125 დაკარგული სოფელი, 1 700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, 2008 წლის აგვისტოში რა ღალატს ჰქონდა ადგილი.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის დროს.

  • უკრაინა მექსიკას მოუწოდებს, დააკავონ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

    უკრაინა მექსიკას მოუწოდებს, დააკავონ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

    უკრაინა მოუწოდებს მექსიკას, დააკავონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, თუ ის პრეზიდენტ შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება.

    მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად მექსიკამ ვლადიმერ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნა.

    გასული წლის მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერის მიხედვით, ჰააგის სასამართლოს წევრი 123 სახელმწიფოდან ნებისმიერს ეკისრება ვალდებულება, რომ მათ ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში პუტინი დააკავონ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. ეს ვალდებულება ეკისრება მექსიკასაც, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ინაუგურაციაზე მიიწვია.

  • “მზად ვართ თბილისი-ცხინვალი-სოხუმს შორის დიალოგს ხელი შევუწყოთ” – ზახაროვა

    “მზად ვართ თბილისი-ცხინვალი-სოხუმს შორის დიალოგს ხელი შევუწყოთ” – ზახაროვა

    “რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ასევე თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს და სხვა დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს”,

    წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავზე და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს.