ჩემი აზრით, სულ ორი ვერსია შეიძლება დავუშვათ ბაობაბის ხეების გახმობასთან დაკავშირებით. 1. ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაშიც ან მეორე ვარიანტია, რომ ნაცების წყევლამ ხე გაახმო.
ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა, ჩვენ არ დაგვაბრალოთ ხეების გახმობა, ორი წელი რომ კარგად ვერ მოვუარეთ, სათანადოდ, ნაცებს დააბრალეთო..
პოლიტიკური ნაწილი ამას არ გააჩნია, ჩემი აზრით. ხე გახმა უბრალოდ.
Blog
-
ბიძინას ან არაკვალიფიციური თანამშრომლები ჰყავს ან ნაცების წყევლამ ხე გაახმო – იაგო ხვიჩია
-
აშშ-ს ივანიშვილის დასანქცირებაზე მივმართეთ – შალვა ნათელაშვილი
დღეს ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს დასაბუთებული მიმართვა გავუგზავნეთ, რომ სანქციების დაწესება, რაც ქართველი ხალხისთვის უდიდესი თანადგომაა, გაგრძელდეს და პირადად ბიძინა ივანიშვილით დაგვირგვინდეს და არა, პირველ ეტაპზე, მისი გარემოცვით. რეჟიმის სათავე უნდა დაინგრეს და შემდეგ, დანაშაულებრივი სისტემა ჩამოიშლება. ეს რომ მოხდეს, ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაუყონებლივ სანქცირებაა საჭირო.
თუ ამ რეჟიმის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედსა და ავტორს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე პერსონალური სანქციების გარეშე დავტოვებთ, მაშინ შედეგები არცთუ სასიამოვნო იქნება და არცთუისე იოლად გამოვალთ კრიზისიდან და მოვიშორებთ ამ საშინელებას.
-
შოვის სტიქიის დეტალებზე გარემოს სააგენტოს უფროსი, ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ლაშა სუხიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შოვის სტიქიის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე გამომძიებლის მიერ დასმული ყველა შეკითხვა სეისმოლოგიურ საკითხებს ეხებოდა, რომლის სპეციალისტიც ლაშა სუხიშვილი არ არის. მისი აზრით ეს კითხვისნიშანს აჩენს აღნიშნულ გამოკითხვასთან დაკავშირებით.
“ერთი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ შოვის კვლევის ახალი მასალები და ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ იყო გასაუბრება საჭირო და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს. საუბარში გამოკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვარ სეისმოლოგი და თეა გოდოლაძე მეტად კომპეტენტურ პასუხებს გასცემდა. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ეს არის მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.[…] დღეს მივედი საგამოძიებო სამსახურში და თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი სპეციალისტიც მე არ ვარ. მე სხვა სპეციალობის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ამას ვაფიქსირებდი, კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი”. – თქვა ლაშა სუხიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
.
-
ბიძინა ივანიშვილს სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება – “ოცნების” დეპუტატი
როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ქართველი, რომელიც მოღვაწეობს და მოღვაწეობდა საქართველოში და რომლის პატრიოტიზმსაც და რომლის ქვეყანასთან დამოკიდებულებასაც ისტორია დაწერს და უკვე დაწერა, ხო? თქვენ ახლა თუ დასდევთ მის ქონებებს და ა.შ. სდიეთ და ამოიღეთ რამდენიც გინდათ. სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება, რა პრობლემაა?! ამაში რა პრობლემას ხედავთ? […]
ძალიან ბევრ საქართველოს პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენციაც, მიწის ნაკვეთიც და ა.შ.
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან კურსკში მოხალისეები გადაისროლეს – ეხო კავკაზა
რუსეთში, კურსკის ოლქში, სადაც უკვე მე-4 დღეა უკრაინული შეტევა მიმდინარეობს, ოკუპორებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან მოხალისეები გადაისროლეს. შესაბამის ინფორმაციას, ეხო კავკაზა ავრცელებს.
“მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქსის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდა. დიდხანს ლოდინი საჭირო არაა. ჩავედით დასახმარებლად”, – აცხადებს “დონბასის ველური დივიზიის” მეთაური განცხადებაში, რომელიც ეროვნებით აფხაზია, ახრა ავიძბა.
“სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – წერს ოსური ბატალიონის ტელეგრამ-არხი.
-
იმედგაცრუებული ვარ მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – ბაიდენის წერილი ზურაბიშვილს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
“მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.
ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
-
უკრაინა აშშ-ს ნებართვას სთხოვს, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის – The Washington Post.
უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებართვა სთხოვა, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის, – წერს ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონტროლი კურსკის ოლქის ტერიტორიებზე, რაც უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს მისცემს.
მანამდე პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ამერიკული იარაღით დარტყმებს რუსეთში, მაგრამ აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენები აუცილებელია უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად და ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.
უკრაინელები აგრძელებენ იერიშს, რუსეთში კურსკის ოლქზე. გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები უკრაინელებმა იერიში. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეტსკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.
ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.
-
უკრაინელებმა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს – განადგურდა 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეცკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინის უშიშროების ძალების, СБУ-ს ინფორმაციითაეროდრომის დაბომბვის შედეგად განადგურდა რუსი ოკუპანტების 700-მდე პლანირებადი ავიაბომბი, რომლითაც რუსები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე.
ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.
ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.
რუსეთში მაღალი სიმძლავრის ჭკვიანი პლანირებადი ბომბების სერიული წარმოება სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე დაიწყო. მართვად პლანერულ ბომბებს უკრაინის სარდლობამ ომის დასაწყისში, „საგანგებო საფრთხე” უწოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ ისწავლეს მათი ჩამოყრა ან ნავიგაციის „ჩახშობა“ — ნატოს საზენიტო-სარაკეტო სისტემების NASAMS, Iris-T-სა და Patriot-ის გამოყენებითაც კი. -
მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
“პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ, სარიტუალო დარბაზი)”. – წერს Facebook-ზე მსახიობის შვილი, შორენა მახარაძე.
-

რუსეთმა ომი ჩვენს მიწაზე დაიწყო იგრძნოს რა გააკეთა! – ზელენსკი კურსკზე
დღეს მთავარსარდალი [ოლეკსანდრ] სირსკისგან უკვე სამი შეტყობინება მივიღეთ – პროდუქტიული შეტყობინებები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება. მე მადლიერი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი სამხედროსი და მეთაურის, რომლებიც უკრაინის პოზიციების დაცვას უზრუნველყოფენ და ჩვენს თავდაცვით ამოცანებს ასრულებენ. უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ მიაღწიონ მიზნებს. მიზნების მიღწევა ომში ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, თუ რა გააკეთა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ მიზნებს მშვიდობიან პირობებში, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. და ეს მოხდება.