[პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მიერ კურსკში შეჭრა ომია რუსეთსა და დასავლეთს შორის] პუტინის პროპაგანდის სასაცილო ნაწილია, რომელსაც იგი ომის დაწყების დღიდან ებღაუჭება: რომ მას მოუწია უკრაინაში შეჭრა; რომ იგი გარშემორტყმულია NATO-ს მიერ; რომ NATO-სა და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ამტკიცებს, რომ ეს დასავლეთის ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს NATO-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ; რომ ეს აშშ-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ. ეს, უბრალოდ, უაზრო ტყუილების გროვაა.
ერთადერთი ხალხი, ვინც უკრაინასთან ომშია, რუსები არიან. სწორედ ისინი შეიჭრნენ უკრაინაში. უკრაინა მხოლოდ თავს იცავს ამ აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მოკლედ და მარტივად. ყოველთვის იყო, დასაწყისიდან.
მაგრამ არ შეცდეთ: ეს პუტინის ომია რუსეთის წინააღმდეგაც. და თუ მას ეს არ მოსწონს, თუ ეს მას მცირე დისკომფორტს უქმნის, მაშინ გამოსავალი მარტივია: მას უბრალოდ შეუძლია დატოვოს უკრაინა და დაასრულოს [ომი].
Blog
-
”თუ არ მოსწონს, გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი” – კირბის რჩევა პუტინს, კურსკზე
-
ზუგდიდში, კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა – შემთხვევა გასულ ღამეს ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.
ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ორი ბავშვი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს, კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
-
”ვითარების გამოსწორების გზაზე პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას” – შაჰინი და ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
- “ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი.ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელახლა ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ – მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე.ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელს EU-ის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებას,” – აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.
- “აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და EU-ში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე როგორც მოწვევისთვის, რომ შევერთებოდი ამ ვიზიტს ამ კრიტიკულ დროს,” – განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.
-
ბულგარეთის პორტში 38 მლნ დოლარის ჰეროინი ამოიღეს, რომელიც იქ საქართველოს გავლით ჩავიდა
ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტ ბურგასში, დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით ჰეროინი ტრაილერში ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ნარკოტიკების ღირებულება 38 მილიონ დოლარად არის შეფასებული
ტრაილერი ივლისის ბოლოს ჩამოვიდა სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტის ბათუმში, საიდანაც ის ბურგასში გადაიტანეს. ბულგარეთიდან კი ის საბერძნეთის ალექსანდროპოლისში უნდა გადასულყო.
ტრაილერმა ეჭვი იმის გამო გააჩინა, რომ ის უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული პორტში, განუცხადა ჟურნალისტებს ნარკოტიკების დეპარტამენტის უფროსმა ივან სოკოლოვმა და დასძინა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დამალული ჰეროინი აღმოაჩინეს.
„ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირები გამოვლენილა“, – განაცხადა საოლქო პროკურორმა გეორგი ჩინევმა.
ბულგარეთში ნარკორეალიზაციისთვის ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბულგარეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ მიმავალი ნარკომანიის გზაზეა, ბოლო წლებში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნარკომანიის პრევენციის მიზნით.
-
“ქართული ოცნება” ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან-ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ჰელსინკის კომისია პლატფორმაზე X აქვეყნებს განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან შავი ფულის გამოყენების შესახებ თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან.
“‘ქართული ოცნება’ ეყრდნობა შავ ფულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, საიმისოდ, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროვოს მისი ოპოზიცია.
სახელმწიფო დეპარტამენტი უნდა დაუპირისპირდეს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც აფინანსებენ ‘ქართული ოცნების’ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”–წერს ჰელსინკის კომისია.
„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენებაზე საუბარია ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომელიც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
ჰელსინკის კომისია, ანუ აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.
-
დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია დააარსა
ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ დააარსა. შესაბამის ინფორმაციას, ქაცარავა მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.
“ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – “ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!”
ვინ და – ჩვენ!
ჩვენ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!
ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!
ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!
ჩვენ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!
მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
-

რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – კალაძე სენატორების ვიზიტზე
განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა.
როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად.
არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ.
ეს სწორი დამოკიდებულება არ არის.
პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.
აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას.
-
ხელისუფლებას შუა ველის დაბრუნების ეშინია, დღეს ეს შუა ჩვენი პლატფორმაა – კუპრაძე
ეშინიათ იმ შუა ველის დაბრუნების, რომლის გაქრობის ბრძანებაც გასცა მათმა ბელადმა, ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ეს შუა დაბრუნდა, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი პლატფორმა, ძლიერი საქართველო, რომლის შემადგენლობაშიც შედის – ლელო, პარტია ხალხისთვის (ანა დოლიძის ლიდერობით), თავისუფლების მოედანი (ლევან ცუცქირიძის მოძრაობა).
-
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ს დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
-

მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს! – ვლადიმერ პუტინი
„მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს და ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უდავოდ მიღწეული იქნება.[…] მაგრამ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებზე? რაზე შეიძლება მათთან საუბარი?“
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.