Blog

  • “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს სხდომა, სადაც კალაძე ანგარიშს წარადგენს, პროტესტის ნიშნად დატოვა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საკრებულოს სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროსტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დატოვებამდე მათ თბილისის მერს კითხვებით მიმართეს.

    “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრი კახა კალაძისგან როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნისგან დაინტერესდა, რატომ გააყალბა არჩევნები 

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დარბაზი ლევან ხაბეიშვილის გამოსვლის შემდეგ დატოვეს.

    დეპუტატმა სხდომაზე ნოდარ ბურდილაძის და ია კერზაიას ფოტოები წარადგინა და აღნინშნა, რომ ერთი მათგანი სიკვდილს ებრძვის, მეორე კი გარდაიცვალა სწორედ “ქართული ოცნების” რეპრესიული მანქანის შედეგად.

    კალაძემ თქვა, რომ სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა დარბაზიდან.

    “მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას ვეცდები ყველა მათ შეკითხვას გავცე პასუხი”, – განაცხადა კალაძემ.

    თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერიის წლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ კი, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.

  • ოპოზიცია კალაძეს:ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას “ღამის ეკონომიკა“

    {{ARTICLEIMAGE}}

    პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?! ამ საკითხით დაინტერესდა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

    “მან კალაძეს ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა, რომ “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო.

    “მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. “ღამის ეკონომოკა“. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი?! როგორ ფიქრობთ, პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ევტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!“, – მიმართა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს.

  • თბილისის მერი: ვალდებული ვარ, გაქცეულ ირაკლი ნადირაძეს ვუპასუხო

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მან თავის დროზე შესთავაზა “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩართულიყო მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების საქმეში და ქალაქისთვის ერთი სასიკეთო საქმე მაინც გაეკეთებინათ, თუმცა ამაოდ. დედაქალაქის მერმა ამ საკითხზე საკრებულოში ისაუბრა, სადაც კითხვა-პასუხი ოპოზიციის ნაწილის გარეშე მიმდინარეობს.

    თბილისის მერის თქმით, მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, გაიმართა ყველა ინვესტორთან შეხვედრა და მათ შესთავაზეს, რომ ერთ ლარად გადაეცემოდათ კონკრეტული ადგილი იმის ვალდებულებით, რომ მოეწყობოდა საპარკინგე ადგილი, თუმცა კალაძის თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოხატა ინტერესი, რაც საკმარისი არ არის.

    რაც შეეხება ღამის ეკონომიკას, რომელიც ირაკლი ნადირაძემ გააკრიტიკა,თბილისის მერის თქმით, ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, წარმატებული პროექტია და სიცრუეა ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადება, რომ თითქოს, ღამით მხოლოდ თითო-ოროლა ავტობუსი მოძრაობს. “ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ ხართო, გამოჩნდა, ვინ არ არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში – ადგნენ და გაიქცნენ“,განაცხადა კალაძემ.

    რაც შეეხება ღამის კლუბებს, კალაძის თქმით, პირველ რიგში ეს კლუბები არიან დაინტერესებული, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს და არა უთხრან ნარკოტიკს.

    პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?! ამ საკითხით დაინტერესდა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

    მან კალაძეს ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა, რომ “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო. “მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. “ღამის ეკონომოკა“. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი?! როგორ ფიქრობთ, პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ევტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!“, – მიმართა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს.

     

  • კალაძე: სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დარბაზიდან გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს, მზად იყო, პასუხი გაეცა მათი შეკითხვებისთვის. 

    “სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დარბაზიდან გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ”,-განაცხადა თბილისის მერმა. 

     

  • პარლამენტის კომიტეტმა მოზარდების მკვლელობის საქმეზე “ევროპული საქართველოს” დადგენილებას მხარი არ დაუჭირა

    {{ARTICLEIMAGE}}

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ დადგენილებას მხარი არ დაუჭირა. ამ დადგენილებით პარლამენტს შსს-სა და პროკურატურისგან, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულება უნდა მოეთხოვა და 10 დღის ვადაში უწყებებს შესრულების ანგარიშიც უნდა წარედგინათ. დადგენილებაში მოთხოვნილია: მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის, ხოლო მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და საქმის გაყალბებაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ გამოძიების დაწყება. თუმცა “ევროპული საქართველოს” მიერ მოზმადებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა.

    მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებული დადგენილების ჩავარდნა ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ აწყობს. ეკა ბესელია კი განმარტავს, რომ დადგენილება პროცედურულად არასწორად იყო წარმოდგენილი.


  • სამტრედიის სადგურში რკინიგზის თანამშრომელი დაიღუპა

    {{ARTICLEIMAGE}}

    სადგურ სამტრედია N1-ში, სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი, 56 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.


    პროფკავშირის განცხადებით, მისი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.


    “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აღნიშნავს, რომ შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა “საქართველოს რკინიგზა” შარშან შეამოწმა და დარღვევის ბევრი ფაქტი აღმოაჩინა. პროფკავშირი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამოქმედდა;შრომის უსაფრთხოების კანონი,” რომელიც დამსაქმებელს აკისრებს სხვადასხვა ვალდებულებას, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვას. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში”.


    შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • ილია მეორე:პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:

    “თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლად სამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა.

    ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენ სიყვარული რომ არყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს”, განაცხადა ილია მეორემ.

    წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.

    25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

    პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარული. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია

  • ეკონომიკის მინისტრი:დიასახლისები ამბობენ, რომ მუშაობა არ უნდათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას დასაქმების პრობლემასაც შეეხო. 

    “3,7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი. აგრეთვე, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მაგრამ აქ არის კიდე სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა”.

  • ჯანდაცვის მინისტრი:მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული

    {{ARTICLEIMAGE}}
    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს “ექსპოჯორჯიაში” ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. განხორციელებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და მთავარი გამოწვევები – ეს ის საკითხებია, რაზეც დავით სერგეენკომ ისაუბრა. მისი განცხადებით მოსახლეობის ხელმისაწვდდობა ჯანდაცვის სისტემებზე გაზრდილია და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული.

    მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა აკაკი ზოიძის განცხადებით, უფრო სწრაფი ტემპებია საჭირო.

    ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშროისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მამუკა ბახტაძემ ღონისძიების ფარგლებში ც ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა, რისთვისაც დავით სეგეენკომ მადლობა გადაუხადა.