Blog

  • ამერიკის მთავრობის დიდი ნაწილი არ მუშაობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აშშ-ის პრეზიდენტს და კონგრესს შორის არსებული საბიუჯეტო უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დიდი ნაწილი მეოთხე დღეა, დახურულია.

    800 000 ფედერალური თანამშრომელი სამსახურში აღარ დადის და ჯერჯერობით არავინ იცის, სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს, იუწყება ამერიკის ხმა.

    ამავე წყაროს ცნობით, მუშაობას აგრძელებს მხოლოდ საგანგებო სამსახურები, ეროვნულ და საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები. თუმცა, ამ უწყებების თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდიან, ვიდრე ბიუჯეტი არ დამტკიცდება და შესაბამისად, მთავრობა დახურული იქნება.

    “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის დემოკრატები ერთმანეთისკენ თითის გაშვერას აგრძელებენ და მთავრობის დახურვის მეოთხე დღესაც კი საბიუჯეტო რეზოლუციასთან ახლოს არ არიან. დემოკრატები პრეზიდენტს “ქვეყნის ქაოსში ჩაფლობას” აბრალებენ. ტრამპი კი ამბობს, რომ დემოკრატთა წინააღმდეგობა “უნდა დასრულდეს”.

    “პრეზიდენტს [მთავრობის] დახურვა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ იცის, როგორ გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან”, დაწერეს ერთობლივ განცხადებაში ჩაკ შუმერმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა და ნენსი პელოსიმ, კონგრესის უმრავლესობის სავარაუდო მომავალმა ლიდერმა. განცხადებაში ისინი საფონდო ბირჟაზე მომხდარ მკვეთრ ვარდნას პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, ასევე საუბრობენ მის მიერ “გაჩაღებულ” ომზე ამერიკის ცენტრალურ ბანკთან (ფედერალური რეზერვის საბჭოსთან), თავდაცვის მდივნის, გენერალ ჯიმ მატისის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე, რამაც მათი თქმით, ქვეყანას “ქაოსისკენ” უბიძგა.

    პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტის დამტკიცების პირობად, 5 მილიარდი დოლარით მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. “დემოკრატები” კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას უჭერენ მხარს. ტრამპს მთავრობის დახურვის გამო, ფლორიდაში საშობაო მოგზაურობის და შვებულების გაუქმება მოუწია. “სულ მარტო ვარ (მე საწყალი) თეთრ სახლში, ველოდები დემოკრატების დაბრუნებას და შეთანხმებას”, დაწერა პრეზიდენტმა გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. მისი თქმით, “რაღაც მომენტში, დემოკრატების მხრიდან შეთანხმებაზე უარის სურვილი ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე სასაზღვრო კედელი. სიგიჟეა”, წერია ამერიკის ხმის სტატიაში.

    დღის ბოლოს კი ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე “დემოკრატები” კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

    “ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ”, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

  • დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დამტკიცებულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიცია სხდომას პოტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

    “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დასაწყისშივე დატოვა, “ევროპული საქართველო” კი დარბაზიდან წლიური ანგარიშისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, სხდომის მიწურულს, შეფასებითი ნაწილის დასრულების შემდეგ გავიდა. 

    მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10, 8 მლნ ლარით.

    მათივე ცნობით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-თი მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მლნ-თი ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.

    ამასთან, მერიის ცნობით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მლნ ლარით მეტი.

    როგორც მერიაში აცხადებენ, წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.

    “2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მლნ, ასევე, გარდამავალი ნაშთი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.

    საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მლნ ლარით და შეადგენს 1 მილიარდ 86,9 მლნ ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მლნ ლარი; ავტობაზების, გაზგასამართების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მლნ ლარი; მეტროს სადგურების რეკონსტრუქციისთვის 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მლნ ლარი; “თბილსერვის ჯგუფის” სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მლნ ლარი”,აცხადებენ მერიაში.

  • ზვიად გამსახურდიას შვილებს დღეს გენერალური პროკურორი შეხვდება

    ზვიად გამსახურდიას შვილებს გენერალური პროკურორი შეხვდება. შალვა თადუმაძესთან შეხვედრას დღეს, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად, ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც დაესწრება.

    შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება. 

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა.

    პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცოტნე გამსახურდია.

  • ლევან ხაბეიშვილი: რა უწი-პუწიზე ვილაპარაკო, როდესაც მათ რეპრესიებს ქალბატონი შეეწირა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან დარბაზის დატოვების მიზეზზე ისაუბრა.

    “ეს საკრებულო კი არა, ნოტარიუსთა პალატაა. რა პოზიცია ჰქონდა უმრავლესობას ნახეთ – გამარჯობა, ნახვამდის ტაში, შუაში ტაში -“მეტაშეები ჰყავთ საკრებულოში. რა ბიუჯეტი, რა ავარიული კორპუსი, რა უწი-პუწიზე ვილაპარაკო, როდესაც მათ რეპრესიებს ქალბატონი შეეწირა”,განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • კახა კალაძეს ოპოზიციამ გარდაცვლილი ია კერზაიას და ნაცემი აქტივისტის ფოტოები აჩვენა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისულ თბილისის მერს და “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ია კერზაიას და ნოდარ ბურდილაძის ისტორიებს. ოპოზიციამ კახა კალაძეს ასევე უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები “ქართულმა ოცნებამ გააყალბა, რის შემდეგაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

    “ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვალებით იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც კი. რატომ გადაწყვიტეთ თქვენ, რომ მომავალ წელს გაზარდოთ ბიუროკრატია და მათ შორის, გაზარდოთ სახელფასო ფონდი თქვენი, თუნდაც, რიგითი თანამშრომლების ფულადი ჯილდოებისთვის. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა, ბატონო კახი, რატომ გააყალბეთ არჩევნები?”, განაცხადა განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

    “იმაზე მეტმა მისცა თქვენს წინააღმდეგ ხმა, ვიდრე აგირჩიათ. შესაბამისად, თქვენ ხართ გამყალბებლები”, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა. 

  • კალაძე:ხაბეიშვილი რომ რეპრესიებზე დაიწყებს ლაპარაკს

    {{ARTICLEIMAGE}}

    “ხაბეიშვილი რომ რეპრესიებზე დაიწყებს ლაპარაკს… ჯერ ხელისუფლებაში იყვნენ და აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ახლა ოპოზიციაში არიან და აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია”,-განაცხადა კალაძემ.

    რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბრალდებებს, თბილისის მერმა ხაბეიშვილის განცხადებას ასე უპასუხა:

    “ეს იყო ორ ადამიანს შორის დაპირისპირება, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა იმით, რომ ადამიანი არის მძიმედ. “ნაციონალური მოძრაობა” კი პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს”. 

    სხდომის მიმდინარეობისას თბილისის მერმა რამდენჯერმა ახსენა, როგორ გაიქცა დარბაზიდან “ნაციონალური მოძრაობა”. კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციური ძალა მაინც ვერ გაიგებდა, რაზე საუბრობენ ისინი.