{{ARTICLEIMAGE}}მსოფლიოს ერთ–ერთმა უმსხვილესმა მუზეუმმა, პარიზის ლუვრმა 2018 წელს 10 მლიონზე მეტი მნახველი მიიღო. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით ლუვრმა არა მხოლოდ მისივე წინანდელი რეკორდი მოხსნა, არამედ მთელი მსოფლიოს მუზეუმების მაშტაბით მნახველთა რაოდენობის სრულიად ახალი სიმაღლე დაიპყრო. მარტინეზი დასძენს, რომ ამ მიღწევას ხელი შეუწყო ზოგადად პარიზში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის ზრდამ. ლუვრმა სამხატვრო მუზეუმის სახით მუშაობა 1973 წელს დაიწყო. მისი წინა რეკორდი 2012 წელს დაფიქსირდა და 9.7 მილიონი ადამიანი შეადგინა.
Blog
-
5 პროდუქტი რომლის მიღება ყველა ქალისთვის აუცილებელია
რა უნდა მივირთვათ, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთკარგი გარეგნობა, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა და ენერგიულობა დიდ წილად არის დამოკიდებული კვების რაციონზე. გთავაზობთ პროდუქტების მოკლე სიას, რომლებიც ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია.
1. რძის პროდუქტები
{{ARTICLEIMAGE}}
ყველი და იოგურტი აუცილებელი საფუძველია ფრანგი ქალების რაციონისთვის, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით, ელეგანტურობით და დახვეწილი სხეულით გამორჩევიან. საქმე იმაშია, რომ ყველა რძის პროდუქტის მთავრი მიკროელემენტია კალციუმი. ის აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა ჯანმრთელი კბილები, თმა და ფრჩხილები შეინარჩუნოთ. კალციუმი ასევე ამაგრებს ძვლებს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი უკმარისობისას ზურგის და კუნთების პრობლემა ჩნდება, შესაბამისად კი წელში გამართული და დახვეწილი სიარული შეუძლებელია. თუ ლაქტოზა თქვენთვის არ შეიძლება, შეგიძლიათ რაციონში ტოფუ, ანუ სოიოს ხაჭო და თხილი ჩართოთ. ეს პროდუქტებიც მდიდარია კალციუმით.
2. წითელი თევზი

ცხიმიანი თევზის სახეობები ქალის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ომეგა3 –ის მჟავებს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერებები განაპირობებენ კანის ელასტიურობას და უჯრედის მემბრანას დაზიანებისგან იცავენ. ამგვარად, მენიუში წითელი თევზის ჩართვით ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან თავს დაიცავთ და სახის ოვალის ფორმას დიდხანს შეინარჩუნებთ. დიეტოლოგები გვირჩევენ სიომგა და ვარდისფერი ორაგული მინიმუმ კვირაში ორჯერ მიირთვათ.
3. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

კივი, ციტრუსი, მოცვი, ბულგარული წიწაკა – აი მთავარი პროდუქტები ქალის სილამაზისთვის. ისინი C ვიტამინით არის მდიდარი. სწორედ ეს ვიტამინია პასუხისმგებელი კანის სიმკვრივესა და სიჯანსაღეზე. გარდა ამისა, C ვიტამინი იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობაში მონაწილეობს, შესაბამისად ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებს.
4. ბროკოლი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ B ვიტამინების ჯგუფის შემცველობის გამო ბროკოლი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ამ ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ქალებისთვის ბროკოლის მინიმუმ კვირაში ორჯერ მიღებაა რეკომენდირებული.
5. მწარე შოკოლადი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: შოკოლადი ქალისთვის სასარგებლო და შეუცვლელი პროდუქტიც კია. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, მარგანეცი, სპილენძი, თუთია და ფოსფორი. ეს მინერალები ძვლის ქსოვილის გამყარებას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, ჰორმონალურ ფონს არეგულირებენ. თუმცა ექიმები გირჩევენ, მეტისმეტი არ მოგივდეთ და დღეში მხოლოდ 25 გრამი შოკოლადით შემოვიფარგლოთ.
-
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ოჯახს გააცნეს
{{ARTICLEIMAGE}}
პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ადვოკატთან ერთად, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. ექსპერტიზას უნდა დაედგინა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი მაშინ, როცა სპეცრაზმელმა ესროლა და შეეძლო თუ არა მას წინააღმდეგობის გაწევა. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ სამსხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს, სიმართლე დაეწერათ. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ბალიშზე ოდნავ წამოწეული იყო, ხოლო სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ. კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი დასკვნით, შეეცადნენ საქმისთვის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეეძინათ.“სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. საკითხის გადაწყვეტა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მეორე მომენტი – უტყუარად შესაძლებელს ხდიან და უტყუარად დადასტურებულად თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან, ანუ, სადაც არის დაზიანება – თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ”.
მარიამ კუბლაშვილი მოუწოდებს საქმის გამომძიებელსა და საქმის ზედამხედველ პირებს მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება.
მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, წარმოდგენილი დასკვნა მას არ აკმაყოფილებს, თუმცა ამ დასკვნითაც დადასტურდა, რომ სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს თავი არ წამოუწევია.
“ვიცი, გარშემო რა სიბინძურე და რა ტყუილები ტრიალებს. ყველაზე მთავარი – თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული და ამ ფაქტს ეს ნაძირალა ხელისუფლება, ეს სისტემა ვერ გაურბის. ეს ყველაფერი იმ სპეცრაზმელმა იცის, იმ სპეცრაზმელმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს ისტორიაში ბადალი არ აქვს, მე მგონი დაფიქრდება, მე მგონი დღეს მე მიყურებს”.
დღესვე მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად იმ მუქარაზე ისაუბრა, რომელიც შვილმოკლული მამების თქმით, მათი მისამართით გამოითქვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის შენობასთან, სადაც ისინი რამდენიმე თვეა, მკვლელების დასჯას მოითხოვენ, ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი მივიდა და განუცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაიჭერენ. ასევე გააფრთხილეს, რომ რამდენიმე თვის წინ, აქციაზე მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუმცა, როდის ეს უცნობია.
“გამესაუბრნენ, თავაზიანად გავესაუბრე, ხელი ჩამომართვეს, ახალი წელიც მივულოცე. გამაფრთხილეს, რომ სასამართლო შედგება”,-აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ინფორმაციით საქმე აძღრულია ზაზა სარალიძის საქმის ნაწილში იმ ინციდენტზე, რომელიც კარვის დადგმის ერთ-ერთ მორიგ მცდელობას მოჰყვა:“ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა. იქ, რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგვიკეთებია. ზაზა იქ რომ ცუდად გახდა და მართლა კრუნჩხვები დაემართა, მე გამწარებულმა მგონი შევაგინე. არც ვიცი. ჩემს ჩვევაში არ არის არც შეგინება და არც უწმაწური სიტყვების ხმარება. შეიძლება, იქ რაღაცა წამომცდა. აქედან გამომდინარე, ვითომ სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვის დადგმის უფლებასო, აქეთ მე მედავებიან, დიახ”,განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შვილმოკლული მამები პროტესტის შეწყვეტას არც 2019 წელს აპირებენ. ახალი წლის ღამეც მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. თუმცა სამართლის პოვნის იმედი აღარ აქვთ.ერთი წელი პანკისის სპეცოპერაციიდან:”ბოლო იმედიც ამომეწურა”
-
დეტოქს კოქტეილი ახალი წლის დღეებში ფორმის შესანარჩუნებლად
საახალწლო წვეულებების და ჭარბი საკვების მიღების შემდე შემდეგ დილაობით ჯობს საკვების ნაცვლად ჯობს ხილის და ბოსტნეულის ახალდაწურული წვენები მიირთვათ.
აი, ერთ–ერთი დეტოქს კოქტეილი, რომელიც უზმოზე უნდა დალიოთ. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ორგანიზმის გაწმენდას უწყობს ხელს. მის მოსამზადებლად თბილი წყლის ჭიქაში ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ და ერთი ნაჭერი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი ჩაყარეთ. მოურიეთ და ნელ–ნელა დალიეთ.
კიდევ ერთი ნაყენი, რომელიც ნაახალწლევს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში დაგეხმარებათ, კიტრის წყალია. მის მოსამზადებლად საჭიროა:
1 კიტრი
1 ჯანჯაფილი
1 ლიმონი
1 კონა პიტნა
5–6 ყინულის ნატეხი
ეს ყველაფერი ბლენდერით დააქუცმაცეთ, კარგად აურიეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით. -
ქუცნაშვილი: ზაქარია მშიშარა კაცი არ არის (ვიდეო)
დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართა. პარტიის ოფისში შეკრების დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა კომენტარები გააკეთეს.
ამავე თემაზე:
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელაბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
რა შეთანხმება არსებობდა კობახიძესა და ბესელიას შორის:ინფორმაცია, რომელიც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა
{{ARTICLEIMAGE}}
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან აგვისტოში შეათანხმა. ამის შესახებ ქუცნაშვილმა პარტიის ოფისში მმართველი გუნდის შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.“როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, ეკა ბესელიას, გადადგომაზე გადაწყვეტილება შეთანხმებული ჰქონდა აგვისტოს თვეში. ვერ გეტყვით სხვას, ეკა ბესელია არ ესწრებოდა შეხვედრას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა ღიად, საჯაროდ, რომ ეს საკითხი მასთან შეთანხმებული იყო”, განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელაბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
“ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც არ ვაპირებ”:რას აპირებს გედევან ფოფხაძე
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელმაც “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე ფრაქციის სხდომა დასრულებამდე დატოვა. მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. “
“ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება”, – განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია. ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება რომ – მხოლოდ ერთმა მხარემ ილაპარაკოს და მეორე მხარემ ხმა არ ამოიღოს.“მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება. არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“, – განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა იკრძალება თუ არა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ასეთი აზრი ირაკლი კობახიძეს აქვს.
“ყოველთვის არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან, ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი“, აღნიშნა ფოფხაძემ.
იყო თუ არა საუბარი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, ფოფხაძე ამ შეკითხვას ასეთ პასუხს სცემს: “მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე, თუ ის არ ესწრება სხდომას, საუბარი არ არის სწორი და ახლა დანარჩენი ვინ რაზე ილაპარაკა, თვითონ ისაუბრონ“.
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღობესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)
-
ბესელიას შემცვლელად “ქართულ ოცნებაში” ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას განიხილავენ
{{ARTICLEIMAGE}}
“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურაც განიხილება მათ შორის, ვინც შესაძლოა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. თუმცა მდინარაძეს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია და არც ის უთქვამს, ვის მოიაზრებს გუნდი ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილის გარდა.როგორც ცნობილია, დღეს ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს.
ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა
ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია თანამდებობის დატოვებამდე, მისი პირველი მოადგილის, ზარდიაშვილის პოსტიდან წასვლას ელოდებოდა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო) -
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
{{ARTICLEIMAGE}}
“ქართული ოცნების” ოფისში გამართული სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის წევრები კომენტარებს აკეთებენ. ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.“პარლამენტის თავმჯდომარემ ორი მიზეზი დაასახელა – 1 პროცედურული დარღვევა, რაც გიორგი კახიანმაც დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ შეთანხმებული არ იყო გუნდთან იურიდიულ კომიტეტში პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა”,განაცხადა ქუცნაშვილმ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ქუცნაშვილის თქმით, მან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ის ფრაქციის წევრი არ არის.