Blog

  • ინაშვილმა “ფავორიტი” ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაასახელა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაასახელა, რომლებიც მის მოწონებას იმსახურებენ. ასეთებს შორის ინაშვილმა თქვა, რომ ელენე ხოშტარია საინტერესო პოლიტიკოსია, ასევე საინტერესოა სერგო რატიანის გამოსვლები. ინაშვილის თქმით, ცუდია, რომ ისინი ბოკერიას გვერდით არიან, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.

    “როგორც ეკონომიკის მცოდნეს კი, ინაშვილს რომან გოცირიძე მოსწონს”, თუმცა აღნიშნავს, რომ “მის პერიოდში ეკონომიკა ვერ აყვავდა”. ინაშვილმა ასევე ისაუბრა თინა ბოკუჩავაზე, რომელზეც თქვა, რომ ის საინტერესო პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. 

    ირმა ინაშვილი “ტვპირველის” საახალწლო ეთერის სტუმარი იყო. 

  • ინაშვილი:ერთ ახალ წელს სანგარში შევხვდი

    {{ARTICLEIMAGE}}
    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და როდესაც აფხაზეთის ომში მოუწია წასვლა. აღნიშნულის გამო ინაშვილი ახალ წელს სანგარში შეხვდა და როგორც თავად თქვა, სწორედ ახალი წლის ღამეს გაისმა ხმა აფხაზთა პოზიციიდან:კონკრეტულად ეს იყო შეთავაზება, ერთად შეხვედროდნენ ახალ წელს. ინაშვილი იხსენებს, როგორ დათანხმდნენ შეთავაზებას და როგორ შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ დღეს ცეცხლს არ გახსნიდნენ. როგორც პოლიტიკოსის მონაყოლიდან ირკვევა, “ზეიმი” და “ზავი” ამ დღეს შედგა, თუმცა როგორც ცნობილია, მოგვიანებით ცეცხლი კვლავ გაიხსნა. ამ ყველაფრის გათვალისწიებით, ინაშვილი აფხაზებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

    “ქართველებო, ძმებო გადმოდით, ახალ წელს ერთად შევხდეთ, სადღეგრძელო დავლიოთო – ეს ხმა გაისმა მოწინააღმდეგეთა პოზიციიდან. რამდენიმე კაცი გავერთიანდით და გადავედით:ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა, არავინ ლაპარაკობდა ომზე, ვიხსენებდით მზიან გაგრას, შესვეს მშვიდობის და ძმობის. არ ყოფილა იმ ღამეს სროლა და მერე ისევ გაიხსნა ცეცხლი. მინდა მივმართო ოს და აფხაზ ძმებს – აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი”,თქვა ინაშვილმა “ტვპირველის” ეთერში სტუმრობისას.

     

  • საახალწლო სიურპრიზი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის

    31 დეკემბერს, 23.30 საათზე, მსჯავრდებულ ბავშვთა მშობლები, და-ძმები და ორი მოზარდი მსჯავრდებულის მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მივიდნენ და საზეიმოდ მორთულ დარბაზში უხმაუროდ განთავსდნენ. რამდენიმე წუთში, დაწესებულების ადმინისტრაციამ დარბაზში მსჯავრდებულებიც შემოიყვანა. დიდი სიხარულითა და ბედნიერების შეძახილებით შეეგებნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს და 2019 წლის დადგომა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს. 

    საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ასევე სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის საახალწლო სიურპრიზი მოამზადეს.

    „ამ დაწესებულებაში ჩემი პირველი ვიზიტისას, არასრულწლოვან პატიმრებს ვუთხარი, რომ მთავარი მათ ცხოვრებაში მხოლოდ იმაზე ფიქრი კი არ არის, თუ როდის გაიღება ციხის კარი, მთავარი იმაზე ფიქრია, როგორ უნდა დაგეგმონ ცხოვრება ისე, რომ ციხის გაღებულ კარში გასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნდნენ. ამას კი მომზადება, როგორც სახელმწიფოს ისე ოჯახებისა და მსჯავრდებულების მხრიდან ძალისხმევა და შრომა სჭირდება. მიხარია, რომ საახალწლო სიურპრიზი წარმატებული გამოგვივიდა, რადგან მას გულდასმით ვგეგმავდით, გვინდოდა, რომ ბავშვებს წინასწარ არ გაეგოთ მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების შესაძლო ვიზიტის შესახებ. ახალი წლის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ გარემოში შეხვედრა ბავშვებისთვის მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, მათ სიხარულით ავსებს და მომავლის რწმენას უნერგავს.“ – განაცხადა თავის საახალწლო მიმართვაში იუსტიციის მინისტრმა.

  • დონალდ ტრამპმა მით რომნის ბრალდებებს უპასუხა

    {{ARTICLEIMAGE}}დონალდ ტრამპმა რომნის ბრალდებებს ტვიტერის გვერდზე უპასუხა:

    “აი, მით რომნიმაც დაიწყო. თანაც ასე მალე. საკითხავია, თოვლის ფიფქი ხომ არ არის? იმედი მაქვს არა. ვამჯობინებდი მითი საზღვრის უსაფრხთოებაზე ან სხვა მრავალ საკითხზე ფოკუსირდეს, სადაც შეუძლია სასარგებლო იყოს. მე მოვიგე, მან წააგო. კარგი იქნებოდა რესპუბლიკელების წარმატება გახარებოდა. იყავი გუნდური მოთამაშე და მოიგე!“ წერს დონალდ ტრამპი.

  • ქართველი სამხედროების ახალი წელი ავღანეთში

    ქართველი მშვიდობისმყოფელები ახალ წელს ავღანეთში , ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საახალწლო კონცერტით შეხვდნენ. ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22–ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.

    საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა . II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მე-4 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

  • ცხენმა ბრაზილიის პრეზიდენტის ესკორტი შეაფერხა

    ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯეირ ბოლსონაროს ესკორტი ცხენმა მცირე ხნით შეაფერხა.

    ბოლსონაროს პრეზიდენტად ინაუგურაცია ახალი წლის დღეებში შედგა.

    ბრაზილიის დედაქალაქის ქუჩებში მიმავალ პრეზიდენტის ესკორტს მხარდამჭერები ესალმებოდნენ.ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ თემერმა ბოლსონაროს სამკერდე ლენტი გადასცა.

    ბოლსონარომ არჩევნებში ანტიკორუფციული ლოზუნგებით გაიმარჯვა. 63 წლის კონგრესმენს საპრეზიდენტო ბრძოლაში მხარს კონსერვატორები და ულტრა მემარჯვენეები უჭერდნენ.

  • პიროტექნიკით დაშავებულთაგან თითების ამპუტაცია სამ ბავშვს დასჭირდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვს, რომელიც ბათუმიდან ჩამოიყვანეს, თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში თითების ამპუტაცია სულ 3 ბავშვს დასჭირდა.

    “ალბათ ვადაგასული იყო – მოწყობილობა 5 ლარად შევიძინე – როგორც წესი, ხელი მოვკიდე, მერე ბავშვს დავუძახე – რომ მოვუკიდეთ, აუფეთქდა… ღმერთს ვევედრებით, გადარჩეს და მერე ხელს ეშველება – სილიკონს გავუკეთებთ”,ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის მამა. 

    ექიმების ინფორმაციით სტაციონარში ამჟამად 16 პაციენტია მოთავსებული.

  • ტრამპი მსოფლიოში შფოთს თესავს – ამერიკელი სენატორი

    პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, იუტას შტატის სენატორი მით რომნი ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მისი განცხადებით დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში შფოთს თესავს. გაზეთ Washington Post -ში გამოქვეყნებულ სტატიაში რომნი ტრამპის მიერ დეკემბერში მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

    “მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, უარის თქმა მოკავშირეებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად ომობენ, ასევე პრეზიდენტის გაუაზრებელი განცხადებები იმის შესახებ რომ ამერიკა დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო საქმეებში გულუბრყვილო მოთამაშე იყო, ეს ყველაფერი მის პრეზიდენტობას ზუსტად განსაზღვრავს.“– წერს რომნი და დასძენს, რომ ტრამპის სიტყვები და საქმეები მთელ მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს.

    რომნის აზრით ტრამპის ქცევა ბოლო ორი წლის განმავლოაბში იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი ჯერ ვერ გაიზარდა იმ როლის შესასრულებლად, რასაც ეს თანამდებობა ითვალისწინებს.

    რომნი, რომელსაც 2016 წელს ტრამპის გამარჯვების შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებდნენ, ტრამპს დესტრუქციული, რასისტული, სექსისტული, ანტიიმიგრანტული და უღირსი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიუღებელია.