Blog

  • ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.
    დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. პროკურატურა კი ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
    დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.
    შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მიზეზი მეექვსე სართულის ერთ–ერთ ბინაში გაზის გაჟონვა და დაგროვება გახდა. ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა, რომლებიც მოსახლეობამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახა კორპუსში საშიში ვერაფერი აღმოაჩინა.კომპანიის ორ თანამშრომელს ბრალი 19 იანვარს წარუდგინეს.
    ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარემ მოსამართლისგან ვერ მოისმინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

  • დაკავება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი ძალადობის გამო

    {{ARTICLEIMAGE}}პოლიციამ ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს დაბადებულ პ.ს.-ს.

    გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ჰოლივუდელი კოსმეტოლოგის ათი რჩევა: იდეალური კანი ნებისმიერ ასაკში

    ჰაროლდ ლანსერის სახელს ჰოლივუდში ყველა იცნობს. ის თვლის, რომ ნებისმიერ ასაკში იდეალური კანის შენარჩუნება ძნელი არ არის. ვარსკვლავების კოსმეტოლოგს, ექიმ დერმატოლოგს და ვიქტორია ბექჰემის, კიმ კარდაშიანის, ბიონსეს და სხვა ვარსკვლავების პირად კონსულტანტს თავის მოვლის კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც აქვს. წერს ბესტსელერებს კანის მოვლის ანტი ასაკობრივ სენსაციურ მეთოდებზე. მისი წყალობით ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლიდან წლამდე უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობაში. გთავაზობთ ვარსკვლავური დერმატოლოგის ათ რჩევას – როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა ნებისმიერ ასაკში.


    ყოველდღიური პილინგი

    რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ექიმი ლანსერი არ ეთანხმება კოლეგებს, რომლებიც ამტკიცებენ რომ ხშირი პილინგი აზიანებს ეპიდერმისს და კანის დამცავ შრეს ანადგურებს. პირიქით, თავის ყოველ ლექციას ის იწყებს სიტყვებით, რომ იდეალური კანისკენ მიმავალი გზა ყოველდღიური პილინგით იწყება. მისი თქმით ექსფოლიაცია და უფრო ღრმა აშრევების პროცედურები ჯანსაღი და ახალგაზრდა სახის კანის საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, კოსმეტოლოგის პაციენტები ამ მეთოდით და შედეგით კმაყოფილები არიან.

    60 წამის წესი

    დერმატოლოგის რჩევით დამატენიანებელი კრემი კანზე დაბანიდან მალევე, ერთი წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ. ასეთ დროს კანსა და კრემს შორის უფრო მეტი ტენი ნარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანის ზედაპირიდან წყალი ორთქლდება და დატენიანება ნაკლებ ეფექტური იქნება.



    დაივიწყეთ ღრუბელი და ბამბა


    ჰაროლდ ლანსერი გვირჩევს საერთოდ არ გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად ბამბის ფირფიტები: ისინი უფრო მეტს შეიწოვენ, ვიდრე გასცემენ და ძვირადღირებული კოსმეტიკის არაეკონომიურ ხარჯვას იწვევენ. ჯობს სახის ტონიკით პირდაპირ ჩამოიბანოთ სახე. ტონალური კრემი კი ყოველგვარი ღრუბლების და ფუნჯების გარეშე, პირდაპირ გაინაწილეთ სახეზე თითებით.

    შამპუნი სახისთვის


    რა თქმა უნდა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ექიმმა იცის რაზეც ლაპარაკობს: სახის გაღიზიანებისგან ქერტლის შამპუნი დაგიცავთ. მის შემადგენლობაში ხომ ყოველთვის არის თუთია.
    ეს  მგრძნობიარე კანის პატრონებსაც ეხება.

    წყლის ტემპერატურ



    მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ და ამავე ტემპერატურის წყლით დაიბანოთ სახე. ასეთ შემთხვევაში კანი ნაკლებად კარგავს ტენს და აღარ გამოიყურება მოდუნებულად.

    ბიუთი დეტოქსი



    კვირაში ერთხელ აუცილებელია განტვირთვის დღე მოაწყოთ მაკიაჟის გარეშე, ანუ 24 საათის განმავლობაში სახეზე მაკიაჟი არ გაიკაროთ. მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი კრემი.

    გაიხეხეთ კბილები საუზმემდე

    ჰაროლდ ლანსერი აღნიშნავს, რომ მათი კანი ვინც ამ წესს იცავს ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე მათი, ვინც ამ წესს არ ცნობს. საქმე მარტვადაა: პირველი საკვების მიღებამდე კბილების გახეხვის შემთხვევაში არ მოგიწევთ საკვებთან ერთად იმ უამრავი ბატერიის მირთმევა, რომლებიც პირის ღრუში ღამის განმავლობაში დაგროვდა.


    აკონტროლეთ მიმიკა



    ექიმის თქმით ნაოჭების და ტუჩცხვირის ღარები გაჩენას ძირითადად უკონტროლო მიმიკა აპროვოცირებს. ტუჩების კვნეტა, მათი მოკუმშვის მანერა ან მაგალითად სელფისთვის პოპულარული ტუჩების წინწამოწევა – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება სახის კანზე.


    SPF ფაქტორი

    ვარსკვლავური დერმატოლოგი გვირჩევს, დიდად ნუ გაგიტაცებთ SPF დაცვა. ანუ თუ დამატენიანებელი კრემი უკვე შეიცავს ულტრაიისფერ დაცვას, არ ღირს ტონალური კრემიც SPF დაცვით იყოს – ის კანისთვის დამატებით დატვირთვად იქცევა, რადგან უფრო მყარი ტექსტურა აქვს. იდეალურია, თუ ყოველდღიური მოხმარებისთვის კომბინირებული საშუალებების ისეთ მსუბუქ ფორმულებს გამოიყენებთ, როგორიცაა BB და CC კრემები, რომლებიც კანს ატენიანებენ კიდევაც და დაფარვასაც უზრუნველყოფენ.

    ეპილაცია და პარსკვა “მშრალად“

    კოსმეტოლოგი ეპილაციის წინ ალკოჰოლის მიღებას გვიკრძალავს. ერთმა ჭიქა ღვინომაც კი შესაძლოა პორცედურის ეფექტურობა შეამციროს და ტკივილის შეგრძნება გააძლიეროს. ლანსერი გვირჩევს ფეხის გაპარსვას მშრალად, თუმცა წინასწარ კანის სკრაბით დამუშავებას. ეპილაციის შემდეგ კი კანზე ზეთის ან კრემის წასმას. ამგვარად თავიდან აიცილებთ კანის გაღიზიანებას და თმის ჩაზრდას კანში.


  • კომპანა Airbnb აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის

     

    {{ARTICLEIMAGE}}კომპანია Airbnb-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში – მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის.


    ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აცხადებს.

     

    “როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც ოპერირებს 191 ქვეყანასა და რეგიონში და 81 000 ქალაქში, უნდა გავითვალისწინოთ გავლენა, რომელიც გვაქვს და ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით. შესაბამისად, შევიმუშავეთ სტრუქტურა, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებთან მიმართებით, მათ შორის, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულადაა აღიარებული და სადაც სახლებს – ჩვენი ბიზნესის საფუძველი – ცენტრალური ადგილი უკავია მიმდინარე დავებისას”, – ვკითხულობთ კომპანიის საიტზე.

     

  • ექვსი წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}იაშვილის კლინიკამ 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები გახდა.


    “პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტივის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგიოციტური ლიმფოჰისტიოციტოზიდი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში. “ – ნათქვამია განცხადებაში.

    6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა.ოჯახი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.