Blog

  • მოსამართლეების “განაჩენი”

    {{ARTICLEIMAGE}}

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც არასამთავრობოების, ასევე პოლიტიკოსების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებები. განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამაც, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლით ამ თემის გამო დაუპირისპირდა მმართველ გუნდს:

    “პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის განხილვა შევაჩერეთ გასული წლის დეკემბრის ბოლო თვეს და მხოლოდ ფორმალური საკითხი იყო რა პროცედურით მოხდებოდა ამ სიის მოხსნა დღის წესრიგიდან – ჩვენ, პარლამენტი ვუყრიდით კენჭს და ჩავაგდებდით ამ სიას, თუ თავად საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს განცხადება ახლა მხოლოდ ფორმალობაა და არა სიახლე. ამ სიას მხარს რომ არ დავუჭერდით, ეს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო კვირას ვთქვით.

    ჩემთვის შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში – ხოტბა დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა”.

    განცხადება დღის ბოლოს ასევე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია – ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა.

    “სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”. 

    ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ “კლანსა” და ხელისუფლებას შორის რამე ტიპის გარიგება შედგა, თუმცა ამას მომავალი აჩვენებს. დოლიძე მიესალმება მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას.

    “მივესალმები, რომ ამ მოსამართლეებმა თვითონ ხმა ამოიღეს. ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინათ, ეს ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გაიაზრეს ის, რომ ძალიან ძვირი დაჯდა ის ფორმა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს სია წარადგინა. გაიაზრეს, რომ ამ გზით კარიერული პერსპექტივა მათ მიღწეული არ ექნებათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შესაძლოა იყოს ახალი გარიგების ნაწილი “კლანსა” და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ “კლანი” წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს. ანუ შიგნით მიხეილ ჩინჩალაძე არ იქნება. ეს გარიგება არის, თუ არა, რა თქმა უნდა, ამას დღეს ვერ ვიტყვთ, ამას ვნახავთ მომავალში. მთავარია ეს განცხადება არ იყოს ახლახან მიღწეული ახალი გარიგების ნაწილი იმ მარცხის შედეგად, რომელიც “კლანმა” იწვნია”,  განუცხადა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსს.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაგვიანებულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამეტისადმი მიმართვას, არ განიხილოს მათი კანდიდატურები. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ისედაც განაცხადა, რომ მოსამართლეების კანდიდატურები პარლამენტის კენჭისყრაზე არ გავიდოდა.

    “ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამდე რომ გაეკეთებინათ, როდესაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა იყო, უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა, ახლა კი უშედეგოა. ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი საკითხი ისედაც არ განიხილება და ვითომ თვითონ გადიან თამაშიდან, ვითომ თვითონ ამბობენ უარს””,თქვა ჯენაზაშვილმა რადიო თავისუფლებბის ცნობით.

    10 მოსამართლის ერთობლივი გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს უკან დახევის სტრატეგიაა

    “ამ გადაწყვეტილების მიზანი არის უკან დახევა დროებით, რომ შემდგომ, საბოლოოდ მაინც კლანმა მოახერხოს უზენაეს სასამართლოში თანამდებობის დაკავება, ამიტომ, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ბუნებრივია. ჩვენი ბრძოლა არის იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობდეს ნათელი და ცხადი პროცედურები, რომლითაც შეირჩევა კანონით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატები,” ამბობს მშვენიერაძე ნეტგაზეთთან.

    არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრული მობილიზების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა თავიდან აიცილონ სასამართლოში კლანური მმართველობა.

    “ეს განცხადება არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის და ამ სიის მხარდამჭერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომ თავად დაწერონ განცხადებები და თავისი ინიციატივით დატოვონ სისტემა. მათ უნდა მისცენ საშუალება სასამართლოში კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ემსახურონ მართლმსაჯულებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოსცილდებიან ჩვენ სასამართლოს”, – აღნიშნა გიგაურმა რადიო თავისუფლების ცნობით.

    “არც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ სიას არსებული ფორმით პარლამენტი განიხილავდა, იმ შეხვედრის გათვალისწინებით, რაც ბოლოს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესა და საბჭოს მდივანს შორის. შედეგობრივად, ეს ბევრს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ის გარკვეულწილად პროტესტისა და ბოლო დღეების მოვლენების შედეგია, რომელიც დაინახა სასამართლომ. თუმცა, ვფიქრობ ამის უკან დგას მათი სურვილი და მცდელობა, რომ ამ პროცესებში გარკვეული ტაქტიკური თუ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ და თავისი გადაწყვეტილებით აჩვენონ საზოგადოებას რომ აი, გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც მათი მხრიდან იყო მაქსიმუმი”, განუცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას.

    რაც შეეხება ოპოზიციას, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მთავრობა მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის დამტკიცებით სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა:


    ყველა ჯანსაღი ადამიანის პროტესტის შედეგად ვერ მოახერხა ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება, რომ ყველანაირი კანონდარღვევით უბრალოდ ხელში ჩაეგდო მთლიანად სასამართლო, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მანიპულაციის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ და ჩვენ უნდა რეალურ პროცესში შევიდეთ, სადაც რეალურად მოხდება, ფორმალური კრიტერიუმებით კი არა, რომელსაც მათთვის სასურველ მოსამართლეებს მიუსადაგებენ, ამ სიაში იქნება თუ სხვა სიაში და მერე მოაბრუნებენ. არამედ რეალურად მოხდება აბსოლუტურად ფუნდამენტური შესწავლა ამ ადამიანების”.

    “ეს არის პირველი გამარჯვება საზოგადოების და სწორედ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მოხდა ის, რომ ეს სია არ იქნება განხილული. რა თქმა უნდა, თვითინიციატივას აქ გამოვრიცხავთ, როგორც დაავალეს ამ სიის შედგენა, ასევე მიიღეს დავალება ზემოდან, რომ ამ ფორმით ყოფილიყო ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის მეორე ეტაპი, როგორ გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მომავალში,” განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.


  • გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

    23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლლი იპოვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. სააგენტოს ინფორმაციით პირველადი დათვალიერებით დასტურდება რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა, თუმცა ცხედარს დამატებითი ექსპერტიზა უტარდება.

    დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის “Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრი იყო. ის ლიბიაში ნაოსნობისას ერთ–ერთ პორტში გაჩერებული გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა. გემბანზე მორიგეობისთვის 7 იანვარს 12 საათზე გავიდა, 4 საათზე მასთან შემცვლელი მივიდა, მაგრამ ადგილზე არ დახვდა. მეზღვაურის გემიდან გასვლა კომპანიას ოფიციალურად არ დაუფიქსირებია, თუმცა ის ვერც გემზე იპოვნეს. მისი ნივთები კი ადგილზე იყო.


    გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მეზღვაური დაპატიმრებული იყო, თუმცა ლიბიის ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. საქმეში ჩაერთო ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ლიბიასაც ფარავს . გარდა ამისა სტამბოლის საკონსულო, რადგან გემი თურქული კომპანიის მფლობელობაშია.

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს მიიღო. მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოსგან რეაგირებას და დახმარებას ითხოვდა.


    საბოლოოდ დავით რაზმაძის ცხედარი ორკვირიანი ძებნის შემდეგ ნავმისადგომთან იპოვნეს.


    გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცესი მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა ჩაერთვება.


  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შერჩევაზე სადავო კანდიდატებმა უარი განაცხადეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ, რომელიც დღეს გაავრცელეს:

    “საზოგადოებისათვის ცნობილია,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის განწესებული.

    აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

    ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს – არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას.

    მარიამ ცისკაძე

    ნინო ქადაგიძე

    მიხეილ ჩინჩალაძე

    პაატა სილაგაძე

    დიმიტრი გვრიტიშვილი

    მერაბ გაბინაშვილი

    ნინო სანდოძე

    თამარ ალანია

    გიორგი ტყავაძე

    გიორგი მიქაუტაძე

    მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად. აქცია იუსტიციის საბჭოსთან

    საქართველოში დაბრუნებული ეკა ბესელია მედიას საკუთარ გეგმებს დღეს გააცნობს

    ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, სირთულეები დიალოგით მოგვარდეს

    ბესელია:კობახიძე ცრუობს, არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება

    ბესელია მმართველ გუნდს პირობას უყენებს და ამბობს, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში გუნდს დატოვებს

    ეკა ბესელიას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი აანონსებს

    მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის გარიცხვას აპირებს

    ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

    მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ბესელია პარიზში გაემგზავრა

    ბესელია პარტიის ლიდერ ივანიშვილს საფრანგეთიდან პირდება, რომ ყველაფერს ნათელს მოჰფენს

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ მოსამართლეების არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მიიღებს

    გედევან ფოფხაძე: შეიძლება, თავი ავიფეთქო, პარლამენტში ტროტილით მივიდე (ვიდეო)

    ჩუგოშვილი პარლამენტიდან მოსამართლეთა სიის გაწვევის მომხრეა

    ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

    ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან აგვისტოში გამართული შეხვედრის დეტალებზე ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს

    ირაკლი კობახიძე გუნდის წევრებს სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

    რა შეთანხმება არსებობდა კობახიძესა და ბესელიას შორის:ინფორმაცია, რომელიც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა

    “ჯალათი მოსამართლეების გამო დატრიალდა ეს ამბავი“ – კამათი გოგიჩაიშვილსა და მდინარაძეს შორის (ვიდეო)
    ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

    “ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა

    ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
    “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
    “დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
    ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
    ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

    “გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
    პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა

  • გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო აქტივობა განაახლეს და გეგმები გაასაჯაროვეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და შუალედური არჩევნების საკითხზე ისაუბრეს.

    ოპოზიციის ინიციატივით, უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტებისთვის ვეტოს უფლების მინიჭება მოსამართლეთა შერჩევის დროს. 

    “ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეების რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული “ოცნების” ზონდერები ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება უბრალოდ. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან მარტო საქართველოს არა მოქალაქეები, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,”განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და რიგგარეშე არჩევნების თემაზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან და ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.

    “მოვისმინეთ ამ კონსულტაციის შედეგები და უკვე არის მზაობა, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებაზე”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს – კომუნიკაციების კომისია

    {{ARTICLEIMAGE}}კომუნიკაციების კომისია თვლის რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

    კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    “პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

    კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

    ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.”


  • ინფორმაცია მათთვის, ვინც იტალიაში მოგზაურობას აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს: “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი.

  • გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებას(ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}
    სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოსთან არსებულ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას სთავაზობს. გიორგი ვაშაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სასამართლოს კუთხით უმძიმესი ვითარებაა, აუცილებელია მოხდეს ევროპული პრაქტიკის გამოყენება, რაც სასამართლოს განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნულ საბჭოში ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის მოსამართლეები შევლენ და მათ ექნებათ უფლება მოსამართლეობის კონკრეტულ კანდიდატურებს ვეტო დაადონ.