Blog

  • ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება, სადაც 21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია იმართება.

    ქართველი პარლამენტარი, სესიის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი მონაწილეობს.

    ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა.

    კომიტეტის წევრებმა აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და  კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე. განხილული იყო ქვეკომიტეტების სტრუქტურა და დაინიშნენ კომიტეტის წარმომადგენელები ვენეციის კომისიასა და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფში.

    სხდომაზე  გაიმართა მსჯელობა პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. შედგა თემატური დებატები ადამიანის უფლებათა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

  • ტვ პირველში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

    ტელეკომპანია პირველი საკუთარ ფეისბუქ გვედზე ფოტოს სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

    “გამორჩეული ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) გარდაცვალების გამო TV პირველში სამძიმრის წიგნია გახსნილი. კოლეგების და მეგობრების სახელით მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის“.

    ტელეკომპანია პირველის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება მისი სამშობლოში გადმოსვენება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ამ საკითხში ჩართულია. საკონსულოს კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ სტრუქტურებთან და გადმოსვენება მას შემდეგ მოხდება, როგორც კი ყველა საჭირო პროცედურა დასრულდება.

  • ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, გამონახოს რესურსი ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, ხელისუფლებამ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად რესურსი გამოძებნოს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. ელისაშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, შეწყვეტილია. ამიტომ ალეკო ელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დასახმარებლად კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და თუნდაც წითელი ჯვრის საშუალებით მოსახლეობას მედიკამენტები და პროდუქტი მიაწოდოს. 

    “მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა”, განაცხადა ელისაშვილმა.

  • პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში პირველი ვიზიტის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

    როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში. 

    დაგეგმილია შეხვედრები NATO-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს 21 იანვარს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს ევროკავშირსა და
    NATO-ში.

    NATO-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე NATO-ს გენერალურ მდივანთან, და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.

    “პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება”, განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

  • ავღანეთში სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი NBA-ს თამაშზე ზაზა ფაჩულიამ მიიწვია (ვიდეო)

    ავღანეთში სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე ვაშინგტონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩს დაესწრო. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. Pistons-სა და Wizards შორის საკალათბურთო თამაშზე საპატიო სტუმრის სტატუსითივერი ბუაძე Detroit Pistons-ის ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ მიიწვია. 

  • ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის მიზეზს ასახელებს

    სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

    ევროპის ჩემპიონი დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასტიკად გაუსწორდა; კონფლიქტი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა გააპროტესტა – დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე სპორტსმენის საკუთარი მოსწავლით ჩანაცვლებას ცდილობდა. 

    “ერთ -ერთი მოჭიდავის უკან ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის წასვლა არც მეორესი. გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ როგორ უნდა მომხდარიყო. რაც სიმართლე იყო მე ის დავაფიქსირე მაგის შემდეგ დაიწყო ეს. ჩხუბამდე არ მისულა. მე დავტოვე მაგის შემდეგ შეკრება. მას შემდეგ მე წამოვედი ნაკრებიდან . შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ეს თხოვნა დავბრუნდი მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა ეს ყველამ ნახეთ და მგონია რომ უნდა დასრულდეს”,განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

    რაც შეეხება თავად გეგა გეგეშიძეს, ის ჩვენებას პოლიციას უახლოეს პერიოდში მისცემს.

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. მანამდე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

    გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს. ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

  • თბილისში გაზის გაჟონვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისში გაზის გაჟინვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.  შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.