თბილისი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა . დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კომპლექს დირსის მოსახლეობა აღმოჩნდა.საცხოვრებელი კომპლექსის ერთ–ერთ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა მაცხოვრებლებმა შენიშნეს და ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები გამოიძახეს.
ადგილზე მისულმა ჯგუფმა გაზის გაჟონვა დააფიქსირა. როგორც გაირკვა, გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდა. გაზის გაჟონვა სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებულ მილს უკავშირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია კონტროლის გამკაცრება.
{{ARTICLEIMAGE}}
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დანიშნულია ექსპერტიზა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით კი, როგორც სანზონაში გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.
{{ARTICLEIMAGE}}
ოსკარის” 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს Dolby Theatre-ში გაიმართება. ამის შესახებ ამერიკული კინოაკადემიის ვებგვერდზე აცხადებენ.
საუკეთესო ფილმი:
საუკეთესო ორიგინალური სცენარი:
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:
საუკეთესო ანიმაციური ფილმი:
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:
ნატალი პორტმანი უკვე მრავალი წელია Dior-ის კოსმეტიკური საშუალებების და არომატების სახეა. ახალი კამპანია ტონალურ კრემს – Dior Forever –ს უწევს რეკლამირებას. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაკიაჟის ხაზით, პიტერ ფილიპსი ამბობს, რომ ტონალურ კრემს მყარი და იდეალური დაფარვა აქვს.
ტონალური კრემის კანთან იდეალური შერწყმის სადემონსტრაციოდ ნატალი პორტმანი სარეკლამო რგოლში ნახევრად შიშველი პოზირებს.
{{PHOTOGALLERY}}
{{ARTICLEIMAGE}}პაკისტანელ მხატვარ ქალს, სარა შაკელს ინსტაგრამზე 600 000 ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის თავისი უჩვეულო იდეით გახდა პოპულარული – ყოველ ფოტოს სარა “ბრილიანტის“ კრისტალებით ალამაზებდა და ჩვეულებრივ პეიზაჟებს და პორტრეტებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად აქცევდა.
ბოლო დროს სარამ ინსტაგრამში ახალი ექაუნთი Glitterstretchmarks ჩაუშვა . ეს არა მხოლოდ დამუშავებული ფოტოების ახალი სერიაა, არამედ მთელი სოციალური პროექტი, რომლის მიზანია ქალებს საკუთარი სხეულის შეყვარებაში დაეხმაროს. სარამ ჰეშთეგის – #glitterstretchmarks ქვეშ ასობით ფოტო დადო, რომლებზეც გოგონების სხეულზე არსებული სტრიები ბრჭყვიალა ფხვნილით არის ხაზგასმული და ნაკლის ნაცვლად სამკაულივით გამოიყურება.
პროექტმა უკვე გამოიწვია სოციალური ქსელებში მოწონება: ქალები მადლობას უხდიან სარა შაკელს იმის გამო, რომ ახლებურად შეახედა საკუთარ სხეულს და სხვაგვარად დაანახა ის, რაც ადრე პრობლემად მიაჩნდათ და კომპლექსდებოდნენ.
{{ARTICLEIMAGE}}
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება – საქართველოში საფრანგეთის, ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, შენგენის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგანან.
ელჩის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, რეალურად, არ არსებობს.
“საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ, დაახლოებით, ორი ათასამდე ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 პროცენტს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება”, აცხადებს საფრანგეთის ელჩი, რომლის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, პასკალ მენიე ამბობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირს არ სურს “მათ გამო ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა”. პასკალე მენიე ამ პრობლემის განხილვას და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობას საქართველოს მთავრობასთან გეგმავს.
ფრანგი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ ევროპაში ჩასული ქართველების ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ხდება.
“ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი — ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი, ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ”, ამბობს ელჩი.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში ევროკომისიამ 2018 წლის ბოლოს წარადგინა.
{{ARTICLEIMAGE}}
ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა არამხოლოდ არაკანონიერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
მისი შეფასებით, ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით არანაირი გამართლება არ აქვს:
“მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას.”- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმითაც, “შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა”.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც მდგომარეობა კრიზისულია:
“უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით (ტრანსკავკასიური მაგისტრალი) დიდთოვლობის გამო და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა”, აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.