ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა და ეს ვიზიტი ივლისში შედგება. კერძოდ, ევროპელი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება”.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: “მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ, დაესწროთ კონფერენციას ბათუმში. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის”.

