{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი თბილისში, 72 საათის განმავლობაში მის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, ივანიშვილი საერთოდ გაქრება.
“72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს”, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის” გადაცემა “კვირის აქცენტებში” ჩართვის დროს.
“იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის:
“მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
{{ARTICLEIMAGE}}
ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აქციოს რუსეთად, კრახით დასრულდება, რადგან ის მიიღებს ვენესუელის მსგავს მოვლენებს, განცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
“საქართველო არ არის რუსეთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ მოგვპარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით, ვენესუელურად ვითარდება მოვლენები. ვენესუელის რეჟიმი არის საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას სხვადასხვა ფორმით, რჩევებითაც მათ შორის და მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა, ახლა ჩვენ აღარ ვართ რუკაზე. თქვენ რომ მეკითხებით, სად ხედავ ხალხსო? ზუსტად ასეთი სასოწარკვეთა მახსოვს ვენესუელელების”, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის” გადაცემა “კვირის აქცენტებში” ჩართვის დროს.
{{ARTICLEIMAGE}
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ წელს დახუროს “რუსთავი 2”. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტების” ეთერში, აშშ-დან ჩართვის დროს განაცხადა.
“ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ. ის აპირებს შემდეგ რაღაცებს წელს, ის აპირებს, დახუროს “რუსთავი 2”. შეზღუდოს “ფეისბუქზე” პოსტები. და მთელი აქტივების ხელში ჩაგდებას. ის, რასაც ის აკეთებს ახლა, “თიბისი ბანკს” იგდებს ხელში. მას უნდა, იყოს, ერთადერთი მევახშე, მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
{{ARTICLEIMAGE}}
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ. მისი თქმით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის.
სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.
წყარო – “ინტერპრესნიუსი”
{{ARTICLEIMAGE}}
ინფორმაციისთვის: “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, ყოველწლიურად, Varkey Foundation–ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” აკადემია, მასწავლებლების, განათლების ექსპერტების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, სხვადასხვა კომპანიების დირექტორების და მეცნიერების შემადგენლობით არჩევს.
{{ARTICLEIMAGE}}
NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 18 პროცენტი ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 32 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულა, 7 პროცენტმა კი არ იცის.
{{ARTICLEIMAGE}}
NDI მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ პოლიციისთვის მიუმართავს. აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შეფასებაც სთხოვა, გამოკითხულთა 47% უწყების საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა – 23% უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

{{ARTICLEIMAGE}}
NDI-ის გამოკითხულთა 37 პროცენტი მიაჩნევს, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ნაცნობობაა.
