Blog

  • მხოლოდ 48 საათი დაგრჩა:ჯეკ შეფერდის ადვოკატს აფეთქებით ემუქრებიან

    ინტერპოლის მიერ ძებნილი და თბილისში, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარებული ჯეკ შეფერდის ბრიტანელმა ადვოკატმა, რიჩარდ ეგანმა რამდენიმე მუქარის წერილი მიიღო. ბოლო გზავნილში,რომელიც საკუთარ ოფისში დახვდა, მას აფეთქებით ემუქრებიან.

    “უარი თქვი ადვოკატობაზე – ამისათვის შენ მხოლოდ 48 საათი დაგრჩა, გახსოვს ჯო კოქსი? ჩვენ შენ სახლამდე გამოგყევით და ვიცით, სადაც ცხოვრობ. ხომ იცი ლონდონში ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, ადამიანებს ჩეხავენ, ცხოველები იწამლებიან, ბავშვები კი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან. ფრთხილად იყავი ჩვენ შენს ოფისს ავაფეთქებთ”,ნათქვამია წერილში, რომელზეც “სვასტიკებია” მიხატული და წერია – “HEIL HITLER”

    ჯეკ შეპარდი 31 წლისაა. მას შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ერთ-ერთი პაემნის შემდეგ ჯეკმა შარლოთა კატერზე მიიწვია, ხოლო შუაღამისას ისინი წყალში ჩაცვივდნენ. შეპარდი მაშინ იპოვეს როცა ნავის ნარჩენებს ეჭიდებოდა, ხოლო ბრაუნი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სასამართლომ შეფარდი არ დააკავა და როგორც ამბობს, მისთვის არც საზღვრების გადალახვა აუკრზალავთ, ხოლო იმის გამო, რომ გარდაცვლილს გავლენიანი ნათესავები ყავთ, შეფარდის თქმით, მას ანგარიშსწორების შეეშინდა და მიმალვა და საქართველოში ცამოსვლა გადაწყვიტა. 23 იანვარს კი ის თავისი ნებით ჩაბარდა ქართველ სამართალდამცველებს. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ქართული სასამართლო ახლა შპარდის ექსტრადირებაზე მსჯელობს, ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გადაცემას ლონდონი დაჩქარებული წესით ითხოვს.

  • “არა ქიმიურ ტერმინალს” – აქცია ბათუმში

    {{ARTICLEIMAGE}}
    “არა ქიმიურ ტერმინალს”, – ამ ლოზუნგით ბათუმში, მერიასთან მოქალაქეები სამედიცინო პირბადეებით და აირწინაღებით მივიდნენ და პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ტერმინალში გადამუშავებული ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ. ბათუმის მერიას კი განმარტებას სთხოვენ, ჰქონდა თუ არა ნებართვა გაცემული ტერმინალის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. საუბარია ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, რომელმაც წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქი უნდა გადაამუშაოს.

  • პრემიერი: მთავრობა მოახერხებს სიღარიბის დონის შემცირებას

    “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” – თბილისში ეკონომიკური კონფერენცია ტარდება. მონაწილეები რამდენიმე თემაზე მსჯელობენ, მათ შორისაა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები, რეფორმები ფინანსურ სექტორში და დაგროვებით საპენსიო რეფორმა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მამუკა ბახტაძემ განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით ქვეყანაში მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება და არსებული ეკონომიკური პოლიტიკით მთავრობა მოახერხებს სიღარიბის დონის შემცირებას. მისივე თქმით საქართველო ვერასოდეს მოხვდება განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განხორციელდა მაშტაბური ინვესტიციები განათლებაშიც.

    “საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ჩვენთვის სასიცოცხლლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება. ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი გახლავთ”.
  • 30 იანვარს პარტიების რეიტინგები გახდება ცნობილი

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. ეს არჩევნების შემდეგ პირველი კლვლევის შედეგები იქნება. 

    ორგანიზაციის პრეს-რელიზში წერია, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებთან, დემოკრატიასთან, კორუფციასთან, ხელისუფლებისა და პარლამენტის საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

    კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”. საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

    როგორც ცნობილია, ბოლო კვლევის შედეგები ორგანიზაციამ გასული წლის სექტემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა. 

  • აშშ–ს სანქციები ვენესუელას წინააღმდეგ . რას ნიშნავს ჩანაწერი ბოლტონის ბლოკნოტში

     

    აშშ–ს ხელისუფლებამ ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის, PDVSA –ს  წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლება ოპოზიციას გადასცეს.

     

    აშშ–ს ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით ამერიკის იურისდიქციაში ნავთობკომპანიის ყველა აქტივი დაბლოკილია, მასთან გარიგებები კი აკრძალული.


    “სანქციების მიზანია ვენესუელას ხელისუფლების ქცევა შეიცვალოს. როცა ის აღიარებს, რომ კომპანია კანონიერი მმართველების, კანონიერი ლიდერების საკუთრებაა ეს ფული მაშინვე გახდება ხელმისაწვდომი ხუან გუაიდოსთვის.“ – განაცხადა მნუჩინმა.

    ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ გასულ კვირას თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და განაცხადა, რომ საზღვარგარეთ არსებულ ვენესუელას აქტივებზე კონტროლს საკუთარ ხელში იღებს, რათა მადუროს არ მისცეს უფლება ხაზინა დააცარიელოს.

    აშშ–მ ოპოზიციის ლიდერს პირველივე დღიდან მხარი დაუჭირა და დღემდე მას ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებს.

    აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ,  ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ სანქციები მადუროს და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული.


    “ჩვენ განვაგრძობთ მადუროს და მისი გარემოცვის კორუფციის მხილებას და დღევანდელი გადაწყვეტილება  გარანტიაა, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ იმის ხელში ჩაგდებას, რაც ვენესუელას ხალხს ეკუთვნის“ – აცხადებს ბოლტონი.

    ნიკოლას მადურო კი ამბობს,  რომ უკვე მისცა დავალება ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობას კომპანიის ქონება და აქტივები სასამართლოს გზით დაიცვან.საკუთარ ტვიტერის  გვერდზე მადურომ ამერიკის ქმედებებს ცალმხრივი, უკანონო, დანაშაულებრივი და ამორალური უწოდა.

    დღეისათვის ვენესუელა აშშ–ში ნავთობის უმსხვილეს მომწოდებელთა ოთხეულში შედის. ვენესუელას ნავთობის ექსპორტის 40% აშშ–ზე მოდის.

     

    ჩანაწერი – გამოცანა

    ვაშინგტონში პრეს–კონფერენციაზე გამოსვლისას ბოლტონს ხელში ბლოკნოტი ეჭირა, რომლის პირველ გვრედზე ჟურნალისტებმა დაინახეს ჩანაწერი “5 000 სამხედრო კოლუმბიაში.“

    აშშ–ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ვენეუელაში სამხედროების გაგზავნას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კი შეკითხვაზე – რას ნიშნავს ეს ჩანაწერი ტრამპის ციტირებით უპასუხა: “ყველა ვარიანტს განვიხილავთ“.

    კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა , კარლოს ოლმეს ტრუხილომ განაცხადა, რომ არაფერი იცის აშშ–ს გეგმებზე კოლუმბიაში სამხედროების გაგზავნის თაობაზე.

     

     

  • ჯეკ შეფარდის ადვოკატს ემუქრებიან

    ჯეკ შეფარდის ბრიტანელ ადვოკატს, რიჩარდ ეგანს  რამდენიმე მუქარის წერილი გაუგზავნეს, თუმცა სერიოზულად არ მიუღია. ბოლოს გამოგზავნილი წერილი მან საკუთარ ოფისსში მიღო სადაც ეწერა: “უარი თქვი ადვოკატობაზე. ამისათვის შენ მხოლოდ 48 საათი დაგრჩა, გახსოვს ჯო კოქსი? ჩვენ შენ სახლამდე გამოგყევით და ვიცით სადაც ცხოვრობ. ხომ იცი ლონდონში ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, ადამიანებს ჩეხავენ, ცხოველები იწამლებიან ბავშვები კი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან.ფრთხილად იყავი ჩვენ (EDF) შენს ოფისს ავაფეთქებთ“ წერილზე მიხატული იყო სვასტიკები და “HEIL HITLER” ეწერა.

    რიჩარდ ეგანმა პოლიციას მიმართა , რადგან მისი თქმით „ ეს ჩვეულებრივი მუქარა აღარ არის ისინი ჩემს ოჯახს მოკვლით ემუქრებიან ხოლო თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ“. ეგანი ამაში ნაწილობრივ პრესასაც ადანაშაულებს. „ისინი ყველაფერს ისე აშუქებენ რომ დაცვის მხარე უკვე ზიზღს იწვევს საზოგადოებაში. 25 წელია ადვოკატი ვარ თუმცა არცერთ საქმეზე ისეთი მუქარის წერილი არ მიმიღია როგორიც მივიღე შეფარდის საქმეზე. ჩვენი სისტემიდან გამომდინარე მე მევალება დამნაშავეების დაცვა, ხოლო მოსამართლე წყვეტს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, თუმცა დარტყმას მაინც დაცვის მხარე იღებს.“– ამბობს ადვოკატი.

    ჯეკ შეპარდი 31 წლისაა. მას ბრალად ედება შარლოტა ბრაუნის მკვლელობა. მათ ერთმანეთი 2015 წლის 8 დეკემბერს OKCupis-ის მეშვეობით გაიცნეს. ერთ-ერთი პაემნის შემდეგ ჯეკმა შარლოტა ჩქაროსნულ ნავზე დაპატიჟა.  შუაღამისას ხიდთან ახლოს ნარჩენებთან შეჯახების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ.  შეპარდი მაშინ იპოვეს როცა ნავის ნარჩენებს ეჭიდებოდა ხოლო ბრაუნი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

    ჯეკ შეფარდს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თუმცა ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და 2018 წლის მარტში მან დიდი ბრიტანეთი დატოვა.
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ ბრიტანულ პოლიციასთან ერთად დამნაშავის ადგილმდებარეობის დადგენაზე თანამშრომლობდნენ. ჯეკ შეფარდი  თბილისსში რამდენიმე დღის წინ პოლიციას თვითონ  ჩაბარდა.

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი “პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირებაზე” განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა:

    “მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”