Blog

  • ენმ-ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხატია დეკანოიძე დაინიშნა

    “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ნაცმოძრაობის რიგებში, იქნებიან ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო,  ძალიან სერიოზული ადამიანი, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. “

    განაცხადა ამის შესახებ,  ენმ-ის ეროვნულ კომიტეტის ხელმძღვანელმა, კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე.

  • ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი – წითლიძე დეკანოიძეს

    Khatia Dekanoidze – ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, ქოცებს შეეკრნენო, ენმში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი.
    პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან :დ თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი.
    მიშას თუ ახსენებ ხშირად ნუ გგონია ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს რაც იკადრე.

    წერს ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ხატია დეკანოიძე ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა.
  • რადამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის საქმიანობა აკრძალა

    უკრაინის უმაღლესმა რადამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობას კრძალავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    შესაბამის კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღეში.

    კანონში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 9-თვიანი ვადა მიეცემა, რათა მან მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტოს.

    მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.

    2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე რიგი სასულიერო პირები ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.

  • კობახიძემ საკუთარი რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს – საბა ბუაძე

    მინდა, ირაკლი კობახიძეს ვურჩიო, რომ საკუთარი რეიტინგი გაზომოს და მერე წნევა გაიზომოს, რადგან ძალიან არ მოეწონება ის შედეგი, რასაც აღმოაჩენს. მას ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვს. კობახიძეს ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებები შეასრულოს. შესაბამისად, ივანიშვილის დავალებების გავლით, ის დავალებები შეასრულოს, რომლის საქართველოში განხორციელებაც რუსეთს სურს.

    კობახიძეს ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვს, რომ ივანიშვილი ასიამოვნოს და რასაკვირველია, ივანიშვილს სიამოვნებს განსხვავებული აზრის, პოზიციისა და თავისუფლების მაღალი ხარისხის მქონე ადამიანების ლანძღვა – იქნება ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები.

    ჩვენ ვხედავთ გაშმაგებულ იერიშს ყველაზე, ვინც რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების ნაწილი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ამ სიაში მოწინავე რიგებშია, რადგან ის სწორედ ივანიშვილის დავალებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ მთავრობას ხელს უშლის იმ რუსული გეგმის შესრულებაში, რასაც ივანიშვილი ცდილობს.

    ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტია ლელოსა და კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, საბა ბუაძე.

  • კიდე ერთი უძღები შვილი ბრუნდება პარტიაში, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი..- წითლიძე დეკანოიძეზე

    საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით.

    ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი.

    ხატია დეკანოიძე – რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ “ოლიგარქები” არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. “ახლებში” არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო?)) დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?

    ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.

    მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში შენი ავტორიტეტი ენმს ამომრჩეველში არის ნული.

    ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას თუნდაც იმიტომ რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს – შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.

    მობრუნებას გილოცავ ხატია:) ჩვენ მხოლოდ გვიხარია რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.

    წერს ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია

    შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი. უწყების ცნობით, ამ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1964 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევები 1983 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1975 წელს დაბადებული კ.კ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული შ.ე. და 1989 წელს დაბადებული ი.შ.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ბ.ი., 1976 წელს დაბადებული ლ.ნ., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2001 წელს დაბადებული მ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ვ., 1991 წელს დაბადებული ი.ბ., 1984 წელს დაბადებული ლ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული მ.მ.; 1980 წელს დაბადებული ო.კ.; 1999 წელს დაბადებული ე. ა., 1992 წელს დაბადებული ა.ხ., 2003 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული ჰ.ჩ.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, “მეპამფეტამინი”,„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.” –  აცხადებს შსს. 

  • 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი, გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა – “ოცნება”

    ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

     

    ქართული ოცნების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    “2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“.

    ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.

    თუმცა, ამ უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება.

    ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:

    1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

    მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად.

    ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა.

    კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის. სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.

    გამომდინარე უამრავი დანაშაულიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მას ვერ მივცემთ უფლებას, გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს. დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება.

    ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული.

    მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ქართულ სინამდვილეში კი, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული. როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ.

    ჩვენი ვალია ქართული სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა სამუდამოდ შევცვალოთ და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რაც სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

    არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ქვია. სწორედ ამიტომ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის;

    2) საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.

    ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება.

    საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.

    კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა;

    3) ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება;

    4) არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.

    ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს.

    საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა. საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.

    2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.

    რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.

    შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.

    გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

    შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

    მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ” – ნათქვამია განცხადებაში.

  • What’s Cryptocurrency Origin, Use, Sorts, Price

    Don’t overlook that you’re trusting your change along with your crypto. If the change is attacked or goes bankrupt, your funds may be gone endlessly. Nameless wallets can be used https://www.xcritical.in/ with a public blockchain; this makes them versatile and easy to use. Efiling Earnings Tax Returns(ITR) is made straightforward with Clear platform. Just upload your type sixteen, claim your deductions and get your acknowledgment quantity on-line.

    Our Goods & Providers Tax course contains tutorial movies, guides and skilled assistance that can assist you in mastering Items and Providers Tax. Clear also can allow you to in getting your business registered for Goods & Services Tax Law. There are some interesting hidden features of bitcoin, which the platform doesn’t disclose at initial stages. So hold that in thoughts earlier than linking the same Bitcoin pockets you used to purchase medicine off AlphaBay to your Twitter account. The future of cash, it turns out, shines a spotlight in your past. Moreover, the Bitcoin network is so designed that it could solely have 21 million items of Bitcoin circulation at any time limit.

    Moreover, a SegWit and a Native SegWit handle are totally compatible; however, not many Bitcoin wallet suppliers support the bc1 address at current. As Native SegWit’s historical past goes, the principle intention why builders implementing it was to bring forth Bitcoin enhancements. Nonetheless, Negative SegWit grew to become one among the various addresses which merged with the core ones. Moreover, Native SegWit addresses carry a combined case formatting as initial addresses have been prone to enter errors during transactions. Also, the initial addresses are comparatively difficult to group. However hey, including cryptocurrency addresses to your Twitter profile sure is neat.

    Introduction To Crypto Wallet

    Bitcoins have gotten a healthy different to existing digital transaction systems, and in no time, it will spread and be known by each individual. As a brand new person, many individuals get confused and go away it with out completing it. There are minor technical details that a new consumer wants to maintain in mind whereas working. Bitcoins are nearly designed coins which have their worth with no bank interference, and it is what is btc address working. Here is the information to how it works to understand and consider shopping for it then. A later addition to Tips, Twitter gave customers the ability to add a Bitcoin address to their Twitter profile in September of 2021.

    As Regards To ‘bitcoins’, Generally Seen In The Information, Which Of The Following Statements Is/are Correct?

    But if you accidentally delete them, your crypto is gone endlessly. If you write this down on a bit of paper, it might be known as a… The Pockets Import Format (WIF) is a shorter version of the personal key. Remember that the same tackle doesn’t work for all cryptocurrencies e.g. a Bitcoin tackle won’t work for Ethereum. Attempt to test out small transactions to ensure you have the proper handle.

    What Is The Price Of Cryptocurrencies?

    what is a bitcoin address

    For occasion, Legacy isn’t appropriate with SegWit, which implies you cannot obtain Legacy Bitcoins from any other address codecs, not even from SegWit and Native SegWit. Earlier Than starting something, you should set up a bitcoin wallet on your cellphone or laptop. After that, you will get the primary bitcoin handle you can share with whomever you want. This bitcoin address will help you receives a commission or when you’ll pay someone. This bitcoin address is similar to an e-mail tackle; the only distinction is just one bitcoin handle is used one time for the transaction.

    The monetary transactions are carried out for trading goods and providers by various merchants who settle for bitcoin as mode of fee. The monetary transactions are totally de-centralized, i.e., not controlled by any central authorities or governments. Nameless crypto wallets allow users to promote and trade using their wallets without revealing private data in regards to the customers or transactions made. It can additionally be referred to as a darkish crypto pockets or a stealth crypto wallet. Most users prefer anonymous crypto wallets that don’t require any private person data to be added. Some anonymous crypto wallets offer IP handle obfuscation and VPN masking help.

    what is a bitcoin address

    Yes, you can share freely your crypto pockets tackle, either instantly with a person or by posting online. Custom Blockchain Improvement Services can assist in implementing and optimizing Bech32 addresses within tailored blockchain options. Bitcoin Bech32 is a contemporary tackle format used within the Bitcoin community.

    • This public key allows others to ship cryptocurrency to you, very similar to how an e-mail tackle works for sending messages.
    • As a lot as this statement is applicable to the other aspects of human life is the same applicable to finance too.
    • Apart from creating new bitcoin addresses, miners also create bitcoin transaction blocks which information bitcoin transactions.
    • The consumer gets bitcoin address together with personal key/public key pair utilizing which he/she can make financial transaction utilizing the bitcoin.
    • You can own Bitcoins by putting in what known as the Bitcoin Pockets in the Laptop or Cell you plan to make use of.

    Ergo, cryptocurrencies are mere transactions or entries in a shared ledger that may solely be modified upon assembly sure prerequisites. Coming to the time period crypto wallet, somewhat software or hardware bag that stores your crypto funds. In Addition To, a crypto wallet additionally safeguards your private keys which lets you work together with your funds on the blockchain. A crypto wallet is general useful in actions from sending, receiving, and spending to swapping crypto. Trezor and Ledger are main manufacturers within the hardware wallets class, offering varied models at different price factors.

    Their staff supplies integration support to assist wallets and exchanges deal with Bech32 addresses effectively, facilitating smooth and safe transactions. PrimeXBT is a multi-currency nameless crypto pockets that gives customers control over their personal keys; it has AES256 encryption for all transactions. It also works with a quantity of currencies, and the onboarding process is relatively quick. Despite offering multiple-currency support, it solely provides assist for 40 currencies. Regulatory authorities have received blended responses about the Smart contract viability of anonymous crypto wallets. While customers consider that remaining anonymous is the essence of Crypto, it’s now not potential to conduct transactions with Crypto with out leaving a hint on the blockchain.

  • “ოცნებამ” ხაშურის წყალმომარაგებისთვის საფრანგეთისგან 30 მლნ ისესხა

    საქართველომ ხაშურისა და ახლო მდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების პროექტის დასრულებისთვის საფრანგეთისგან 30 მილიონი ევრო ისესხა.  ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უწყებამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ფული 20 წლით ისესხა.

    ”საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და დადგენილი წესით რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში

    საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს არაერთ საინვესტიციო პროექტს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

    საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ.

    საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე ბუნებრივია გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

    ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს  და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო.
    ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით.

    საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება, გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას.

    აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება დადგენილი წესით გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის, – წერს ფინანსთა სამინისტრო.

  • ”ოცნება” ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა.. ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ – ელისაშვილი

    ”ოცნება” ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა.. ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოში” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ეს პრაგმატიზმი საქართველოს სიყვარულით არის ნაკარნახები, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც არ უნდა ნუ დაიჯერებს. თუ სწორად გავაანალიზებთ ისტორიას, მტერი მხოლოდ მაშინ გვერეოდა, როდესაც ვიყავით გათითოკაცებულები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი ამბიციურობიდან გამომდინარე, ხშირად, როცა ვაგებდით, ამის მიზეზი იყო, რომ ერთმანეთისადმი ჯავრი გვქონდა ქართველებს და ერთი სული გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაგვესწორებინა და საერთო მტერზე არ ვფიქრობდით.

    ყველას აინტერესებს, როგორ დაიწყო კომუნიკაცია ჩვენს შორის, მე მივწერე ბადრი ჯაფარიძეს და რამდენიმე წუთშივე იყო პასუხი, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. შევხვდით შემდეგ ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით და ქართულად, ადამიანურად, კაცურად გადავწყვიტეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ. ახლა მიდის შერწყმის პროცესი, გვყავს ძალიან კარგი შტაბის უფროსი, დავით გამყრელიძე. საჯარისო ქვედანაყოფში შტაბი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, 80-90% გარანტორი სწორად დაგეგმილი ოპერაციის. ჩვენი შტაბი ჩაიბარა ძალიან გამოცდილმა გენერალმა, დავით გამყრელიძემ, რომელიც არის ძალიან სუფთა წარსულის და ძალიან საქმიანი მენეჯერი და არ აქვს პოლიტიკური მოტივაცია. მე და ჩემი გუნდი ჩვენი მხრივ რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ კოალიციაში ჩვენი წვლილის შესატანად.

    ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს. თუკი ვინმეა ისეთი, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. აქ ორი ამბავი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და სიმდიდრისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და მეორე, რომ მექანიზმები შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო. პოლიტიკა უნდა გახდეს იდეების ჭიდილი და არა ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.