Blog

  • საოკუპაციო რეჟიმმა 2-თვიანი “წინასწარი პატიმრობა” მიუსაჯა – სუს-ი დაკავებულ პირებზე

    საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, და აღნიშნავს, რომ  უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. “სასამართლოს“ მიერ “მიესაჯა“ 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ “აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

    “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

    უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • რადგან არ ასვენებთ გამჩენი, სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი – ოდიშარია ენმ-ზე

    ახლა დროა, ვინაიდან არ ასვენებთ გამჩენი, ვინაიდან არ ეშვებიან საქართველოს ღალატს, მათ უნდა სამართლებრივად აგონ პასუხი და მათ შორის, ესენი უნდა აბსოლუტურად მოიკვეთონ პოლიტიკური ველიდან, სხვა შემთხვევაში საქართველო არ დაწყნარდება.

    მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველს, ისინიც ქართველები არიან, ისინიც საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებიან. თუმცა, ამ შემთხვევაში შეიძლება პარალელი მთლად რელევანტური არ იყოს, მაგრამ ფაშისტური გერმანიის იმდროინდელ მმართველ ძალასაც დღემდე ჰყავთ აპოლოგეტები.

    ის ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე ქართული ოცნების განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ პრო-რუსული პარტია და ეს განცხადებები გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით მოვახერხეთ ერთი ზარის განხორციელება ჩვენ, “პრო-რუსულმა” პარტიამ, იმისათვის, რომ გვეთხოვა ჩვენი “პარტნიორი” რუსეთისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გააკეთონ.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.

  • ”მოსკოვზე დრონებით თავდასხმის “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდელობა იყო” – მერი

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ გასული ღამის განმავლობაში 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინის შეფასებით, კი  ეს მოსკოვზე თავდასხმის ერთ-ერთი უდიდესი მცდელობა იყო. რუსული მხარის ცნობით, მათ ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.

    “მთელი ამ დროის განმავლობაში ეს არის მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა.” – დაწერა სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

    რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც რამდენიმე დრონის ჩამოგდება ჩანს.

  • პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე, პროკურატურაში დამიბარეს – მეზვრიშვილი

    პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე, პროკურატურაში დამიბარეს – მეზვრიშვილი

    “პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს”,

    წერს, პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

  • სამტრედიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 1 პირი დააკავა

    სამტრედიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამტრედიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს” – წერია შსს-ს განცხადებაში.

    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სამტრედიაში კაცმა მეზობელი მოკლა

    სამტრედიაში კაცმა მეზობელი მოკლა

    სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცმა მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა, თუმცა მოტივი უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

  • დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს! გონიერებას მივმართოთ – ეგვიპტის პრეზიდენტი

    „დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“,

    ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ენმ-ში დაბრუნება დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი! – გოცირიძე

    “ეს ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა – რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი! ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს. […] დღეის მდგომარეობით გამოკვეთილია ოთხი ოპოზიციური ცენტრი. ბოლომდე არ არის ამოწურული შესაძლებლობა იმისა, რომ მეტი გამსხვილება მოხდეს. გამსხვილებაში ერთიან სიას და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ბლოკად გაერთიანებას არ ვგულისხმობ.

    იკვეთება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ოთხი ცენტრით წარსდგება. აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, თუნდაც პატარა პარტია, რომელსაც თავის სეგმენტში ცოტა თუ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე ცალკეული დეპუტატები, ვინც ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთ-ერთში არ გაწევრიანდება და ოპოზიციას ამა თუ იმ ფლანგიდან საკუთარი რესურსებით არ დაეხმარება”.

    ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას “ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

  • ”ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ” – სააკშვილი “ოცნების” განცხადებაზე

    ”ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ” – სააკშვილი “ოცნების” განცხადებაზე

    „ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

    დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

    ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26-ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი, იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა, ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • არ დაანთოთ ცეცხლი, არ დატოვოთ კერები! მოსალოდნელია ტემპერატურის მატება – საგანგებო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  მოუწოდებს მოსახლეობას  გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.  მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

    “ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

    დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში”, – ამბობენ სამსახურში.