Blog

  • ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს – ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე

    ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს – ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე

    რასაკვირველია, როგორც რუსეთის ვასალი, რუსეთის მიერ დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას ქართველი ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს.

    ამისთვისაც დააქუცმაცა საქართველო რუსეთმა, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით საქართველო აშანტაჟოს და საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია შეაჩეროს!

    ამ საბჭოთა ლეშის პროპაგანდას საფუძველს მთლიანად აცლის ფედერალისტების კამპანია – ბუჩამდე იყო აფხაზეთი!

    ჩვენს გამოძიებას ვინც ნახავს, პოლიტიკოსების გარეშე, მსხვერპლის ნაამბობით მიხვდება, რას ნიშნავს დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთის პირისპირ დარჩენა.

    ჩვენი გამოძიება ნათელს ხდის, რომ 1992-1993 წელს საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო – რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის რეგულარული არმია, რუსი გენერლები, ავიაცია, ფლოტი, ის სამხედრო დაჯგუფებები, ვინც დღეს უკრაინაში ჩადის გენოციდს.

    ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ რუსეთმა აფხაზეთში ჩაიდინა ქართველების – ბავშვების, ქალების, მოხუცების, შშმ პირების გენოციდი სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის მსგავს საბჭოთა ლეშებს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია არ დაეშვათ!

    ჩვენი გამოძიება ნათელყოფს, რომ დაასავლეთისგან იზოლაცია, არათუ მშვიდობას, არამედ მთელი საქართველოს დაკარგვას, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას, მეტ მსხვერპლს და ჩვენ და სხვის ომში ათიათასობით დაღუპულ ქართველს ნიშნავს – აფხაზეთის ომის შედეგად დსთ-ში შეგვათრიეს და ძალოვანი მინისტრები რუსეთმა დაგვინიშნა!

    ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის საუკეთესო პასუხი ამ საბჭოთა ლეშის სამარცხვინო მცდელობაზე, გააბრიყვოს ქართველი ხალხი!

    და ბოლოს – ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ვერ ვიფიქრებდი რომ დევნილ გვარამიას, “პუტინის პატიმარ” სააკაშვილს და კეზერაშვილს, რომელიც ქართულ ჯარს ხელმძღვანელობდა რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომში, ისე გააფარჩაკებდა და ისე გაანადგურებდა მორალურად ეს საბჭოთა ლეში, რომ “ბუჩამდე იყო აფხაზეთს” ეს უგვანი სამშობლოს მტრები დაბლოკავდნენ, და სალომე ზურაბიშვილი აიღებდა და დროშად დაიჭერდა.

    ამით დიდი სიბრძნე მივიღე!

    ასე ეხმაურება, ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

  • მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა, რომელიც ტექსტსაც ვერ კითხულობს – ხაზარაძე

    მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა, რომელიც ტექსტსაც ვერ კითხულობს – ხაზარაძე

    ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! – რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.

    დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში. ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!

    26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან! ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა! ძლიერია საქართველო!

    წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

  • ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად სჭირდება – ბიძინა ივანიშვილი

    “ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

    რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა საქართველოსვე დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური სასჯელისგან ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს”,

    განაცხადა ამის შესახებ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, სიტყვით გამოსვლისას.

  • რუსული კანონის სარჩელების განხილვა საკონსტიტუციოში 29 აგვისტოს დაიწყება

    საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომები 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

    “დღეს მივიღე შეტყობინება, რომ 29, 30, 31 აგვისტოს გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა. ამ წერილობითი შეტყობინების თანახმად, ოთხივე სარჩელი არის გაერთიანებული…” – თქვა მთივლიშვილმა TV პირველის ეთერში.

    საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და თავად გელა მთივლიშვილი

  • მტრის სრულ განადგურებამდე არანაირი მოლაპარაკება იქნება! – მედვედევი

    მტრის სრულ განადგურებამდე არანაირი მოლაპარაკება იქნება! – მედვედევი

    “მშვიდობის კეთილშობილურ საკითხზე თვითგამოცხადებული შუამავლების უბრალო საუბარი შეწყდა. მაშინაც კი, თუკი ისინი ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, ყველა ამჩნევს ვითარების სინამდვილეს.[…] არანაირი მოლაპარაკებები იქნება მანამ, სანამ მტერი [უკრაინა] სრულად და უკიდურესად არ დამარცხდება”.

    აცხადებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, კურსკის ოლქში მიმდინარე, უკრაინულ შეტევაზე საუბრისას.

  • ენმ-ის გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – რაქვიაშვილი

    „არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს. „ქართული ოცნებისთვის“ ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ამით ხელისუფლება მთლიანად ჩამოენგრევა. ამიტომ ე.წ. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება მოიგონეს და ამბობენ, რომ ამომრჩეველთა მობილიზაციას იმიტომ კი არ აცხადებენ, რომ 45%-საც ვერ აიღებენ, არამედ საჭიროა კონსტიტუციის ცვლილება. სწორედ ამიტომ მოიგონეს თემები – იქნება ეს ლგბტ საკითხები თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.

    გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბლეფია – „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მობილიზებას ხელოვნურად შემოგდებული თემებით ცდილობს“,

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

  • უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    უკრაინის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს – ზახაროვა

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს.[…] კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა დასავლეთის სრული მხარდაჭერით ხდება და იგი მათ მიერ იყო ნებადართული“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

  • სუს-ი ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მესამე დაკავებულსაც ადასტურებს

    სუს-ი ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მესამე დაკავებულსაც ადასტურებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა ოტობაიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

    “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

    კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.

    როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.

    დილით გავრცელებულ განცხადებაში, სუს-ი მხოლოდ ორი პირის დაკავებაზე წერდა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით დაუდასტურეს მესამე დაკავებულის შესახებ.

  • როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა – ზურაბიშვილი ოდიშარიას განცხადებაზე

    როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა – ზურაბიშვილი ოდიშარიას განცხადებაზე

    “სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!

    საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.

    ეს როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა. რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

  • ”ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ დაეკავებინათ” – ოდიშარია ოკუპანტების მიერ დაკავებულ პირებზე

    “ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში”,

    ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.